ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი საკანდელიძის მეოთხე ტრიუმფი და ბოლო ტურნირის შუქჩრდილები

გიორგი საკანდელიძის მეოთხე ტრიუმფი და ბოლო ტურნირის შუქჩრდილები

ვინ შეაჩერებს საკანდელიძეს? - ეს კითხვა კვირას რამდენჯერმე გაისმა ჩვენს მეზობელ ჩრდილო კავკასიაში

ვინ შეაჩერებს გიორგი საკანდელიძეს? - ეს კითხვა კვირას რამდენჯერმე გაისმა ჩვენს მეზობელ ჩრდილო კავკასიაში.

მოგეხსენებათ, ამ უქმეებზე დაღესტნურმა ხასავიურტმა საკონტინენტთაშორისო თასს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ჩვენმა მძიმეწონოსანმა კიდევ ერთხელ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეოთხედ გაიფინა მეტოქეები ფეხქვეშ და ზედიზედ მეოთხე ტურნირზე იმარჯვა.

ამ კითხვას სვამდნენ რიგითი, თუმცა კი ჭიდაობის ყადრის ჩინებულად მცოდნე ქომაგებიც ინტერნეტფორუმებზე და დაღესტნის ჭიდაობის ფედერაციის საიტიც, რომელიც სრულიად სამართლიანად აფეტიშებს თავის ფალავნებს, ასეთ პირობებში კი კონკურენტზე კარგი იოლად არ დასცდება.

"გადამწყვეტ შეხვედრაში ნურასილოვს კლასი არ ეყო. ის ტექნიკით ჩამორჩებოდა თავის მოწინააღმდეგე გიორგი საკანდელიძეს. ქართველი ფიზიკურად ძლიერი იყო და მის გამარჯვებაში არაფერია მოულოდნელი, რადგან მან ხასავიურტში ჩასვლამდე ბაქოსა და კორკინის მემორიალზე გაიმარჯვა“, - ასე აფასებს აღნიშნული საიტი მძიმეწონოსანთა ფინალს, თუმცა საკანდელიძის მიერ ყაზახეთის ტურნირის მოგება რატომღაც ავიწყდება.

თუმცა იქნებ ეს გასაგებიც იყოს - ისინი ყურადღებას მხოლოდ სოლიდურ შეჯიბრებებზე ამახვილებენ, ყაზახური კი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა.

საკანდელიძე ხასავიურტში პირველ წრეში ისვენებდა, ასპარეზობაში კი მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც დაღესტნელი ასლან მალცაგოვი ორ პერიოდში დაამარცხა - 4:0; 2:0. ნახევარფინალში ოსეთის ნაკრების წევრ ალან ხუგაევსაც ძირითად დროში აჯობა - 2:0; 2:1, ფინალში კი მასპინძელთა ჯილა მაგომედგაჯი ნურასილოვს ისევ ძირითადში 1:0; 4:0 მოუგო.

ეს მახაჩყალელი ბიჭი რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის, იბრაგიმ საიდოვის აღმზრდელი კასუმ ნასრუდინოვის შეგირდია. შარშან ის ახალგაზრდებში 96-ში გახდა მსოფლიოს პრიზიორი, წლეულს კი მძიმე წონაში გადაინაცვლა და მსოფლიოზე გაიმარჯვა, თან ჩვენი გამწარებაც მოასწრო - ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილს ძალზე მცირე უპირატესობით აჯობა.

ხასავიურტულ ფინალში საკანდელიძე რომ ფავორიტი იყო, ამას შეხვედრის დაწყებამდე იქაური ქომაგებიც აღიარებდნენ - გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, ავარელი წონითაც ჩამორჩებოდა ჩვენებურს, რომელიც ცოტ-ცოტას იკლებს კიდეც.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ქართველმა მართლაც უპრობლემოდ მოიგო.

ქართველის მონაგარი

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საკანდელიძის მიერ მოგებული ოთხი ტურნირიდან არც ერთი არ იყო ტოპ-კლასის - ნაოლიმპიადევია და წამყვან ფალავანთა უმეტესობა ისვენებს.

სხვებს თავი დავანებოთ და კონკრეტულად ამ წონაში არც ჩვენი მსოფლიოს მედალოსანი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი ჩაბმულა ჯერ შეჯიბრებებში. ამის მიუხედავად, ნამდვილად არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს საკანდელიძე სუსტ ტურნირებს იგებს ან უმართლებს.

ამ ოთხიდან ყველაზე სუსტი ყაზახური ასპარეზობა იყო, რომელიც ჯამბილის რაიონის ხელმძღვანელობამ ჩაატარა და ძირითადად, ყაზახი სპორტსმენები მონაწილეობდნენ, თუმცა 7 უცხოური ქვეყანაც იყო ჩასული. რომ არა საპრიზო ფონდი - გამარჯვებული 5 ათას დოლარს იღებდა. იქნებ ჩვენები იქ არც წასულიყვნენ, თუმცა სატურნირო პრაქტიკაშიც წაადგათ.

მაინცდამაინც ძლიერი არც ამ ოთხეულიდან პირველი - ბაქოში გამართული "ოქროს დიდი პრიზის“ ფინალური ტურნირი იყო. ის რანგით კი ჟღერს, მაგრამ წლეულს წამყვან ფალავანთა უმეტესობა ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, ამ შეჯიბრებას ძირითადად თავს არიდებდნენ. ამიტომ ბაქოშიც აკლდათ ლიდერთა დიდი ნაწილი.

თუმცა საკანდელიძემ არცთუ ურიგო ფალავნებს აჯობა - მასპინძლებს, ახალგაზრდებში ორგზის ვიცე-ჩემპიონ ასლან ძებისოვსა და ამჟამად უკვე ჩამოწერილ, მაგრამ მაინც უფროსებში მსოფლიოს პრიზიორ ალი ისაევს; აგრეთვე, რუს ალექსანდრ ბაზროვს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა ძებისოვს 2010 წელს ევროპის პირველობის ფინალშიც აჯობა.

ამ ოთხეულიდან ყველაზე ძლიერი მაინც ირკუტსკში გამართული კორკინის მემორიალი და ხასავიურტული შეჯიბრება იყო. წამყვანი ლიდერები არც აქ გამოდიოდნენ, მაგრამ მონაწილეთა უმეტესობას რუსეთის რეგიონების გუნდები წარმოადგენდნენ, მათი სათადარიგოებიც კი ბევრი გუნდისთვის სანატრელია.

ირკუტსკში მან პეტრიაშვილი, რუსი კირილ გოტოვცევი და ახალგაზრდებში ბელორუსთა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი იგორ დიაჩკო დაამარცხა. ჩამოსაწერი არცერთი მათგანია, გოტოვცევი კი რუსთა ეროვნული ნაკრების კანდიდატია. ამიტომ ეთვლება ეს შეჯიბრებები საკანდელიძეს აქტივში, რაც ამ წონაში ჩვენს ნაკრებს კონკურენციის გაზრდის სასიამოვნო პერსპექტივას უქადის.

ახლა განსაკუთრებით საინტერესოა ნოემბერში გასამართი საქართველოს პირველობა, თუმცა ჯერ არაა გარკვეული, იასპარეზებს თუ არა იქ მოძმანაშვილი.

ეს ორთაბრძოლა ახლა რომც არ შედგეს, მათი უშუალო თუ არაპირდაპირი დაპირისპირება მომავალში გარდაუვალია, რაც ქომაგს საინტერესო ვნებათაღელვას უქადის.

ხინჩეგაშვილმა მეტოქეებიც გააკვირვა

სამწუხაროდ, ოლიმპიადისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პუბლიკა ამჯერად არადამაჯერებელი გამოსვლით გააკვირვა და არა ძველებურად კარგი ჭიდაობით.

მოგეხსენებათ, მან ოლიმპიადის დამთავრებისთანავე წონა შეიცვალა - 60-ში გადავიდა და ჯერ ადაპტაციას გადის. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ კიევში მეორე ადგილზე მაინც გავიდა, როცა ფინალი მასპინძელთა უტიტულოვანეს ფალავანთან, ევროპის სამგზის ჩემპიონთან, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან ვასილ ფედორიშინთან დათმო.

ხასავიურტში ხინჩეგაშვილი სუსტად გამოვიდა - პირველივე წრეში დამატებით დროში წააგო აზერბაიჯანელ აგაჰუსეინ მუსტაფაევთან, რაც დაღესტნურმა საიტმა დღის მთავარ მოულოდნელობად მიიჩნია.

მათ მოჰყავთ ქართველი მწვრთნელების სიტყვები, რომლებიც თავიანთი ფავორიტის ასეთ სუსტ გამოსვლას ადაპტაციის პრობლემით ხსნიან, მაგრამ იქვე გაკვირვებულები დასძენენ, კიევში სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა და ფინალშიც გავიდა, სადაც თანაბარ ბრძოლაში დამარცხდაო.

ადაპტაცია მართლაც გასათვალისწინებელია, მაგრამ ხინჩეგაშვილმა ეს პერიოდი სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა გაიაროს, თორემ კონკურენტები არ დააცლიან. ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიადის მონაწილე მალხაზ ზარქუას თავი რომ დავანებოთ, აგერ, ხასავიურტში ქუთაისელმა ბექა ლომთაძემაც კარგად იასპარეზა - ვერცხლიც მოიპოვა და იქაურთა სიმპათიებიც დაიმსახურა.

მან დაღესტნელი რასულ მურთაზალიევი და მისი თანაგუნდელები, იმამ აჯიევი და ამ ტურნირის მომავალი ბრიჯაოს პრიზიორი შამხალ ხიზრიევი დაამარცხა, თუმცა ფინალი ტუვა-კრასნოიარსკის გუნდის წევრთან, ევროპის ორგზის ჩემპიონ ოპან სატთან პირწმინდად დათმო.

სამწუხაროა, რომ ჩვენები ტუვინთან ყველგან და ყოველთვის აგებენ და თან - ასე უშანსოდ. ცნობისათვის - ზარქუამაც მასთან დათმო ევროპული ფინალი 2010 წელს.

ოდიკაძის ფაქტორი

ხასავიურტში ელიზბარ ოდიკაძემაც (96) ვერცხლი მოიპოვა - ფინალში რუსეთის ნაკრების კანდიდატ იური ბელონოვსკისთან ორ პერიოდში დამარცხდა.

ოდიკაძე ბოლო ერთ თვეში სამ ტურნირზე გამოვიდა. ამათგან ბაქოში გაიმარჯვა, კიევში კი ახლანდელივით მეორეზე გავიდა.

შედეგი კარგია, მაგრამ თუ ჭიდაობის ხარისხს და მის მომგებთა ვინაობას გადავხედავთ, გიორგი გოგშელიძის ღირსეულად შესაცვლელად ცოტა მეტია საჭირო. კიევში ის მსოფლიოს ჩეჩენმა პრიზიორმა ალბერტ სარიტოვმა დაამარცხა, რომელიც ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე, მაგრამ 84-ში გამოდის და ადაპტაციის გარეშე მოუგო ჩვენებურს; ბელონოვსკი კი მასზე კიდევ უფრო სუსტი გვგონია...

ოდიკაძისთვის ცუდია ისიც, რომ არც ახალგაზრდებიდან მოუდის საშიში კონკურენტი, ანუ მდევრის სუნთქვა არ ესმის... იმედია, ისევ თავად მოუმატებს.

რა გველოდება სხვა წონებში?

ხასავიურტის ტურნირმა რაღაც წარმოდგენა სხვა წონებზეც შეგვიქმნა, მაგრამ არცთუ მთლად კარგი.

სადღეისოდ ნამდვილად არასასიამოვნო რეალობაა 74-ში, სადაც ჩვენმა ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანმა დავით ხუციშვილმა ორი შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ შედეგი მაინც არაა - დაღესტნელ ჰამიდ ნაბიევთან და მის თანაგუნდელ ოლეგ ისაკოვთან კი იმარჯვა, მაგრამ 1/4-ფინალში მომავალ ბრინჯაოსმედალოსანთან, კრასნოიარსკელ (მის აღზრდაში დიდი წვლილი ექნებათ შეტანილი ამ ციმბირულ ქალაქში მომუშავე დიმიტრი მინდიაშვილსა და ვლადიმერ მოდოსიანს) ისა დაუდოვთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

გასაგებია, რომ ის ჯერ არაა ფორმაში, მაგრამ აუცილებლად უნდა იზრუნოს სტილის გამრავალფეროვნებაზე და ცოტა მეტი აგრესიაც სჭირდება, თორემ ინიციატივას ნებით არავინ დაგითმობს.

ამ წონაში ერთი საყურადღებო გამარჯვება მოიპოვა იაკობ მაქარაშვილმა - ოსეთის ნაკრების წევრ საბა ხუბეჟტის აჯობა, მაგრამ დაღესტნელ კამალ მალიკოვთან წააგო.

დიდად სასურველი სურათი არც 66-შია, სადაც ოთარ თუშიშვილის ღირსეული შემცვლელია საჭირო - მალხაზ ქურდიანიც (თუმცა აქამდე ესეც 60-ში გამოდიოდა) და დავით ბერძენიშვილიც მალევე დამარცხდნენ, თუმცა ქვედა წონებში ახალგაზრდებიდან საკმაოდ კარგი თაობა მოდის. იმედია, აქ ჩავარდნა არ გვექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი საკანდელიძემ ზედიზედ ოთხი ტურნირი მოიგო

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა