ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წლის დასკვნით შეხვედრას ჩვენი ნაკრები სამშაბათს, ლატვიასთან სტუმრად გამართავს. პარასკევს, 8 ოქტომბერს ლატვიელები საბერძნეთში მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ და ამ მატჩის შესახებ უკვე ვწერდით...

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წლის დასკვნით შეხვედრას ჩვენი ნაკრები სამშაბათს, ლატვიასთან სტუმრად გამართავს. პარასკევს, 8 ოქტომბერს ლატვიელები საბერძნეთში მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ და ამ მატჩის შესახებ უკვე ვწერდით. თუმცა ბალტიისპირელთა გუნდზე მცირედს კიდევ გაცნობებთ.

ელადაზე წაგების შემდეგ ლატვიელები სამშობლოში დაბრუნდნენ და საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ. მეტოქე ნაკრების თავკაცმა ალექსანდრს სტარკოვსმა გუნდი გუშინ საღამოს ავარჯიშა. ჩვენს ნაკრებთან მატჩში ლატვიელებს საგრძნობი დანაკლისი აქვთ. ბერძნულ "ერგოტელისში" მოასპარეზე მარის ვერპაკოვსკისი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ. გიორგი შაშიაშვილის ლატვიელმა თანაკლუბელმა მეორე გაფრთხილება საბერძნეთთან მატჩში მიიღო. ვერპაკოვსკისი ბალტიისპირელებისთვის დიდი დანაკლისია.

ცნობისთვის, 30 წლის ფორვარდს ეროვნულ ნაკრებში 83 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. სტარკოვსის საფიქრალი მხოლოდ ამით არ ამოიწურება. შესაძლოა მეტოქეს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდეთ. მახაჩყალის "ანჟის" მცველი ოსკარს კლიავა ბერძნებთან მატჩში დაშავდა და სამშაბათის მატჩში მისი მონაწილეობის საკითხი გუშინ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ხორვატია პირველია

ჯგუფის ფავორიტად მიჩნეულმა ხორვატიამ 9 ოქტომბერს ისრაელი აღთქმულ მიწაზე დაამარცხა. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ამ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. მასპინძლებს "ჩელსის" ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი, ასევე ომერ დამარი და ბირამ კაიალი აკლდათ. ხორვატთა დანაკლისი კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელით შემოიფარგლა - თავდამსხმელი მლადენ პეტრიჩი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს. ხორვატებმა თავიდანვე გამოაჩინეს კლანჭები და ნიკო კრანჩარის დუბლით ორბურთიანი ფორა მოიპოვეს. ხორატებს სწრაფი გოლითაც შეეძლოთ დაწინაურება. თუმცა ივიცა ოლიჩმა არაერთი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. ოლიჩის ერთი დარტყმისას ლუის ფერნანდესის გუნდი აშკარა გოლისგან ძელმა იხსნა. კრანჩარმა იოსიპ შიმუნიჩის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გახსნა ანგარიში. 41-ე წუთზე კი სტუმრებმა საჯარიმოში კარგად შენიშნეს კრანჩარი, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, 0:2.

მეორე ნახევარი ისრაელმა უკეთ ჩაატარა, მაგრამ მოწინააღმდეგე მაინც ვერ დაჯაბნა. მასპინძლები მატჩის გადარჩენას შეეცადნენ, თუმც ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების მეტს ვერ გამორჩნენ: 81-ე წუთზე იტაი შეხტერმა ჩინებული სოლო რეიდი გოლით დააგვირგვინა. მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ბოლო შტურმი მოაწყვეს, რომელშიც მეკარე დუდუ ავატიც მონაწილეობდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

12 ოქტომბერს ისრაელი ბერძნებს სტუმრად ეთამაშება, 17 ნოემბერს კი ხორვატია მალტას უმასპინძლებს.

9 ოქტომბერი

ისრაელი-ხორვატია 1:2

ისრაელი: ავატი, ბენ ჰაიმი, კეინანი, ზივი, ტ. კოენი, ვერმუტი, ნათხო, ა. კოენი (70. გოლსა), ბარდა (56. რაფაელოვი), შეხტერი, ე. კოენი (53. კოლაუტი).

ხორვატია: რუნიე, შიმუნიჩი, ჩორლუკა, შილდენფელდი, სტრანიჩი, კრანჩარი, პრანიჩი, რაკიტიჩი (78. ვუკოევიჩი), მოდრიჩი, ოლიჩი (72. ბილიჩი), ედუარდო (57. მანძუკიჩი).

გოლები: 0:1 კრანჩარი (36-პენ), 0:2 კრანჩარი (41), 1:2 შეხტერი (81)

მაყურებელი: 21 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 3 2 1 0 5-1 7

2. საქართველო 3 1 2 0 2-1 5

3. საბერძნეთი 3 1 2 0 2-1 5

4. ისრაელი 3 1 1 1 4-3 4

5. ლატვია 3 1 0 2 2-4 3

6. მალტა 3 0 0 3 1-6 0

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა