20 თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ გასახდელიდან გაეძევებინათ ყველა ჩხუბისთავი, რომლებიც ავნებდნენ გუნდურ სულს
ვაშინგტონ უიზარდსი 2011-12

თავდასხმა: საშუალოდ 97,8 ქულა - 28-ე ლიგაში

დაცვა: საშუალოდ 103,8 ქულა - 24-ე ლიგაში

წინა ხაზი

ტრევორ არიზასა და ემეკა ოკაფორის ვეტერანული გამოცდილება ნამდვილად დაეხმარება "უიზარდს" შარშანდელზე მეტი გამარჯვების მოპოვებაში.

მაგრამ მათ საკმაოდ "მძიმე" კონტრაქტები აქვთ. ასე რომ, უახლოესი ორი წლის განმავლობაში გუნდის ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული იქნება.

შეფასება: 3

უკანა ხაზი

ბრედლი ბილი შესანიშნავი პარტნიორი იქნება ჯონ უოლისთვის, მაგრამ დაცვაში მათ გარკვეული პრობლემები შეექმნებათ ფიზიკურად უფრო ძლიერი მოთამაშეების წინააღმდეგ.

აუცილებელია, რომ უოლი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდეს დამდეგ სეზონში.

შეფასება: 4

დაცვა

ფრონტლაინმა, რომელიც არიზასგან, ნენესა და ოკაფორისგან შედგება, გუნდი სულ სხვა დონეზე გაიყვანოს. ასეთი მოთამაშეებით "ვაშინგტონმა" შეიძლება ყველაზე დიდი პროგრესი განიცადოს დაცვაში თამაშის მხრივ.

დამატებითი პლუსი იქნება დიდი რაოდენობით დაფარებები და ჩაჭრები, რაც სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას შეუწყობს ხელს.

ჯონ უოლი კი სწორედ ექსპერტი გახლავთ სწრაფი შეტევების მხრივ.

შეფასება: 5

სათადარიგოთა სკამი

სათადარიგო მოთამაშეები საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ნიჭი გამოარჩევთ და ძირითადში გამოსვლის გამოცდილებაც გააჩნიათ.

განსაკუთრებით მისასალმებელია "მაღლების" სიმრავლე - იან ვესელი, ტრევორ ბუკერი, კევინ სერაფინი. ისინი ეფექტურად შეცვლიან სასტარტო ხუთეულის ვეტერანებს.

შეფასება: 4

მწვრთნელი

მას შემდეგ, რაც რენდი უიტმანმა შეცვალა ფლიპ სონდერსი, გუნდის შეტევა ოდნავ გაძლიერდა. ხოლო დღევანდელი შემადგენლობა უფრო მორჩილია პროდუქტიული ვარჯიშებისა და სწავლის მიმართ.

შეფასება: 3

საბოლოო შეფასება

მხოლოდ ლიგის ერთ გუნდს აქვს ბოლო ოთხ წელიწადში უფრო მეტი მოგება - "მინესოტას" (82). "ვაშინგტონის" ანალოგიური მაჩვენებელია - 88 მოგება, მაგრამ ახლა დედაქალაქურ კლუბში გარდაქმნის ეპოქა დგას.

20 თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ გასახდელიდან გაეძევებინათ ყველა ჩხუბისთავი, რომლებიც ავნებდნენ გუნდურ სულს. ახლა შემადგენლობაში არსებობს ვეტერანი მოთამაშეებისა და ახალგაზრდა ტალანტების საინტერესო მიქსი. ოკაფორმა და არიზამ უნდა შეუმსუბუქონ ჯონ უოლს საქმე შეტევაში.

მაგრამ მაინც, გუნდის მომავალი ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული, რომელიც უოლის ხელმძღვანელობით, რამდენიმე წელიწადში კონკურენტუნარიან შემადგენლობად უნდა ჩამოყალიბდეს.

საერთო შეფასება: 4

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა