14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე აფრიკის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს უმასპინძლებს
22 ოქტომბერს, საღამოს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან.

"ჯვაროსნები" ეგვიპტელებს პირველად ხვდებიან. ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 65-ე ადგილზეა, აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კი მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-40 პოზიციას იკავებს.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აფრიკის ზონის G ჯგუფში ასპარეზობს.

ეგვიპტელ ფეხბურთელებს ზედიზედ ორი მოგება აქვთ და თავიანთ ჯგუფს ლიდერობენ. "ფარაონებმა" მოზამბიკი 2:0 დაამარცხეს, გვინეას კი 3:2 სძლიეს.

ეგვიპტის ნაკრებს 2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ბობ ბრედლი ავარჯიშებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა 14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მატჩის დაწყების დრო ჯერ არ გარკვეულა და შეთანხმების მიღწევისთანავე სფფ გულშემატკივრებს ოპერატიულად გაცნობებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

kolia
რაც მეტს ითამაშებენ მით უკეთესი. რატო დინამოზე არ თამაშობენ? დინამო ყოველმხრივ სჯობს ლოკომოტივს. თამაში ალბათ კვლავ გვიან დაიწყება. ისე რომ კაცს თამაშზე წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს.
odala
დაასვენეთ ეგ ხალხი ცოტა ხანი და დაგვასვენეთ ჩვენცა.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა