WTA-ს განახლებულ რეიტინგში შვიდი ქართველიღა ფიგურირებს
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, როგორც გაუწყეთ, ტრავმების გამო სეზონის ნაადრევი დასრულება გადაწყვიტა. მის აქტივშია 1162 ქულა.

წინა კვირის მონაცემებით, ჩვენებურმა კვლავ 50-ე ადგილზე აინაცვლა, რადგან ესპანელი ანაბელ მედინა გარიგესი 11 ადგილით ჩამოქვეითდა და ანას 2 ქულით ჩამორჩება.

WTA-ს განახლებულ რეიტინგში შვიდი ქართველიღა ფიგურირებს. ტატიშვილის გარდა, კლასიფიკაციაში არიან: 283 (284) სოფიო შაფავათა - 174 ქულა. 375 (327) მაკა ჩახნაშვილი - 106, 391 (391) სოფიო ქვაცაბაია - 98, 457 (456) ეკატერინე გორგოძე - 74, 536 (539) ოქსანა კალაშნიკოვა - 52, 660 (656) ნათია გეგია - 33.

ამჯერად რეიტინგში ადგილი დაკარგა ანი გოგვაძემ, რომელიც წინა კვირას 3 ქულით 1158-ე ადგილზე იყო. ამ დღეებში გოგვაძე თამარ ჭალაგანიძესთან ერთად აშქელონში (ისრაელი) იმყოფება და ქალთა 10 000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.

ძირითადი ბადის პირველ წრეში იგი სოფია ვაინბერგს (რუსეთი) დაუპირისპირდება.

ჭალაგანიძე ერთეულთა შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება და სტარტზევე მასპინძელ იანა ტშაევთან დამარცხდა - 6:1, 3:6, 3:6.

ჩვენმა გოგონებმა ვერც წყვილებში იყოჩაღეს: ჭალაგანიძე და უკრაინელი ქრისტინა კაზიმოვა ეკატერინა ტოურსა (ისრაელი) და ალექსანდრა ტრესკუნოვას (რუსეთი) დანებდნენ - 3:6, 5:7, ხოლო გოგვაძე - ალექსანდრა პისკუნის (უკრაინა) დუეტმა კსენია კირილოვას (რუსეთი) და ანასტასია ვასილევას (უკრაინა) წყვილთან წააგო - 1:6, 0:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა