არნემის "ვიტესის" მფლობელის მეგობრები თბილისის "დინამოს" დაბრუნებისთვის აპირებენ ბრძოლას
მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის; შესაძლოა, უკვე აქ იყოს კიდეც.

მისი ჩამოსვლა ვერ იქნება ოდენ კერძო ვიზიტი - ჟორდანიას მეგობრები "დინამოს" დაბრუნებისთვის აპირებენ ბრძოლას.

დრომ ბევრი რამე შეცვალა. ჟორდანიაც არ არის ის ფიგურა, რაც რამდენიმე წლის წინათ იყო, ის უკვე საერთაშორისო სარბიელზეა გასული.

ჟორდანია საფეხბურთო წიაღიდანაა გამოსული. ხელოვნურად არ მომხდარა მისი გამოჩენა არც "დინამოს" ხელმძღვანელობაში და არც ფეხბურთის ფედერაციის სათავეში. მისთვის არც ერთი აქაური თანამდებობა არ მიურთმევიათ ლანგარზე დადებულივით.

ჟორდანია ბევრისთვის მიუღებელი ფიგურაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არნემის "ვიტესის" პრეზიდენტია და კლუბს მის ხელში წარმატებები აქვს.

ჟორდანიას ყოველთვის ეხერხებოდა ადამიანებთან ურთიერთობა, ჟურნალისტებთან და ოფიციალურ საუბრებში ყოველთვის მოზომილი, გაწონასწორებული იყო. მე არ მახსოვს მისი კონფლიქტური გამოსვლები თუ განცხადებები.

ჟორდანიას საქართველოდან წასვლა მოუწია და კარგა ხანს არ ჩანდა საფეხბურთო ასპარეზზე. გარკვეული პაუზის შემდეგ კი ჰოლანდიის პერიფერიულ კლუბში, "ვიტესში" გამოჩნდა. იქაური მედია ცნობისმოყვარეობით იყო შეპყრობილი, ჟორდანიას ბევრ კითხვაზე უწევდა პასუხის გაცემა.

გაქვთ ფული? რა აქტივების მფლობელი ბრძანდებით? - მეტწილად ამას ეკითხებოდნენ "ვიტესის" ქართველ მფლობელსა და პრეზიდენტს.

ჰოლანდია ევროპაა და რეპუტაცია იქ, დიახაც, ფასეულობაა, რასაც მხოლოდ ფულით ვერ მოინაგრებ. ჟორდანიამ მოახერხა ჰოლანდიურ საზოგადოებაში გაჯერება, ამას კი შეძლება უნდა.

ჟორდანიას ხელში "ვიტესმა" ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა ევროსარბიელზე. "ვიტესი" ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მესამე ადგილზეა, უკან ჰყავს მოტოვებული "აიაქსი" და "ფეიენოორდი".

არნემულ კლუბში სამი ქართველია და იქ კიდევ ორ ნიჭიერ ჩვენებურს ელოდებიან - ლუკა ზარანდიას და ცოტნე მესხს.

"ვიტესი" თავისებური არხი გახდა ქართველი ფეხბურთელებისთვის, რუსეთის და უკრაინის ალტერნატივა, უკეთესი პერსპექტივა, რადგან თუ ჰოლანდიაში თავს გამოიჩენ, ტოპ-ევროპული ლიგები ლამის ხელის გაწვდენაზეა.

ჟორდანიას ახლო და პარტნიორული ურთიერთობა აქვს რომან აბრამოვიჩთან, რაც პატარა საქმე არ უნდა იყოს. ჟორდანია "გაზპრომთანაც" კი აწარმოებდა მოლაპარაკებას "ვიტესის" სპონსორობაზე და ვნახოთ, რა გამოვა ამ ყველაფრიდან.

ჟორდანია ახლოს იცნობს მიშელ პლატინის და ფრანგი უეფას პრეზიდენტობისთვის რომ იყრიდა კენჭს, ჟორდანიას მხარდაჭერის იმედიც ჰქონდა.

ჟორდანიას დღეს მეტი გამოცდილება და მეტი საერთაშორისო კონტაქტები აქვს. ის თითქოს კარგად არის შეიარაღებული, მის არსენალში უკვე არაერთი ეფექტური მექანიზმია.

ჟორდანიას ბევრი რამ ექნება მოსაყოლი ქართულ ამბებზეც, განსაკუთრებით, "დინამოზე". ის ალბათ მზად იქნება ნებისმიერი კითხვისთვის. მისი საქართველოში ჩამოსვლა თითქოს მომწიფდა.

საქართველო სულ სხვა სპეციფიკაა, აქ განსაკუთრებული ალღოა საჭირო და ვნახოთ, ამჯერად როგორ გაართმევს საქმეს თავს ჟორდანია.

ის არ ჰგავს არც ზვიად სიჭინავას, არც უმცროს ნოდარ ახალკაცს, არც რომან ფიფიას და არც არავის - ამასაც შეძლება უნდა.

და წარსული? აბა, რა გითხრათ, ალბათ, არც ეს იქნება უხერხული თემა ჟორდანიასთვის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის, რათა შვიდწლიანი დუმილი დაარღვიოს

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს

luxuta
ის რამ დაგაწერინა ხელოვნურად არ მომხდარა მისი გამოჩენა არც "დინამოს" ხელმძღვანელობაში და არც ფეხბურთის ფედერაციის სათავეშიო, ნუთუ კახი ასათიანის გვარი არ გსმენია?! საბედნიეროდ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან იმ ყრილობის მონაწილეები გაყინულ ოთახში პალტომოფარებულმა კახიმ რომ დამოძღვრა აბა ხომ იცით ჩემი სიძე რომ უნდა აირჩიოთო
nona
ჩარკვიანი აქაა, ჟორდანია ჩამოდის, ალბათ კიტოვანიც ზარ-ზეიმით ჩამოვა. რა ძნელი მემკვიდრეობა ერგო ბატონ ბიძინას. ამათ რა გაუძლებს.
kolia
ლელო რას ქომაგობს ჟორდანიას!!! თქვენც ხომ არ გაფინანსებს. ა, გაიყიდეთ წითელ თუმნიანებზე?
avto
არაფერ სარგებელს არ მოუტანს ჟორდანია დინამოს. ფიფია საქმის კაცია და დანაშაული იქნება მისთვის დინამოს წართმევა
ზუზუ
არ დაგავიწყდეთ,რომ საქართველოში ჟორდანიას კარიერა კახი ასათიანის დამსახურება იყო! მანამდე კი მხედრიონელი ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე იყვნენ მისი მფარველები!!! კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ,მაგრამ ამჯერად დავინდობ მისტერ გოჭოიას!!!
shako
თავართქილაძე რა გაწუხებს რა ინტრიგებს ხლართავ აქ?? დინამო ფიფიასია და კიდევ ფიფიასი იქნება დიდი ხანი კაცს უკვე 25 მილიონზე მეტი აქ დახარჯული რაც წინა მორბედებს ბოლო 18 წლის განმავლობაში არ დაუხარჯავთ დინამო თუ ფიფიას წაართვეს იქნება უსინდისობა და სამართალი აქ ვერასდროს დაისადგურებს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა