19 წლის თორნიკე სტეფნიაშვილს უკრაინული კლუბისგან საბოლოო პასუხი კვირის ბოლოს ეცოდინება
16 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიელ თანატოლებს შეხვდა.
ამხანაგური მატჩისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ახალი ფეხბურთელები გამოიძახა. მათ შორის იყო კიშინიოვის "ზიმბრუს" ნახევარმცველი თორნიკე სტეფნიაშვილი.
შესაძლოა, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი მალე უკრაინის პრემიერლიგის კრივოი როგის "კრივბასში" ჩაირიცხოს. სტეფნიაშვილი 19 წლის არის და მოლდოვურ "ზიმბრუში" წლეულს გამოჩნდა.
თავიდან საფეხბურთო სკოლა "ავაზაში" ვარჯიშობდა, შემდეგ კი "საბურთალოში", საიდანაც ჯერ რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობაში აიყვანეს, შემდეგ - ბოლნისის "სიონი-2"-ში.
მოლდოვაში გამგზავრებამდე თორნიკე გორის "დილაში" გია ცეცაძემ წაიყვანა - ეს ის დროა, როდესაც გორელთა კლუბი უმაღლეს ლიგაში გადავიდა, სტეფნიაშვილმა კი გუნდის მაისურით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რამდენიმე მატჩში ითამაშა.
სხვათა შორის, თორნიკეს ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველის, გიორგი ფოფხაძის მამამ, იური ფოფხაძემ, რომელიც თორნიკეს ინდივიდუალურად ამზადებდა.
"ზიმბრუში" სტეფნიაშვილი მენეჯერმა, ყოფილმა ფეხბურთელმა დავით გოგოლაძემ წაიყვანა. ის კიშინიოველთა ამჟამინდელ გენერალურ დირექტორთან, იგორ ოპრიასთან ერთად თამაშობდა და მასთან კავშირი კარიერის შემდეგაც შეინარჩუნა.
გოგოლაძის რეკომენდაციით, სტეფნიაშვილი კიშინიოველებმა სინჯებზე მიიწვიეს, მოეწონათ და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
სტეფნიაშვილი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ "ზიმბრუში" დიდი ხანი არ დარჩებოდა და გუნდს ტრამპლინად გამოიყენებდა. წლეულს გუნდის შემადგენლობაში 9 შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდულ ნაკრებში კი დებიუტი 16 ოქტომბერს დანიელებთან ჰქონდა, როდესაც მოედანზე მეორე ტაიმში ლაშა პარუნაშვილის ნაცვლად გამოჩნდა.
თორნიკე კრივოი როგში 23 ოქტომბერს მიემგზავრება და შესაძლოა, "კრივბასში" ჩაირიცხოს. სავარაუდოდ, ტრანსფერის პასუხი კვირის ბოლოს გვეცოდინება. ამჯერადაც მოლაპარაკება დავით გოგოლაძის დახმარებით მიმდინარეობს.
ეს ახალგაზრდა მოთამაშეც მოლდოვაში აგვისტოს დასაწყისში გოგოლაძის რეკომენდაციით მოხვდა და ახლა კი ცდილობს, რომ უკრაინაში მოაწყოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა