მალტასთან მატჩი უკვე წარსულია და ახლა ლატვიაში გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ ერთი რამ - რიგის მატჩს ყოველმხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

მალტასთან მატჩი უკვე წარსულია და ახლა ლატვიაში გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ ერთი რამ - რიგის მატჩს ყოველმხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ვნახოთ, რას ფიქრობს განვლილ და მომდენო მატჩებზე მალტასთან გამარჯვების გოლის ავტორი დავით სირაძე...

- საუბარი მალტასთან მატჩით დავიწყოთ...

- ყველა უზომოდ გახარებულები და ბედნიერები ვართ. მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ და ამ მოგებით ათასობით გულშემატკივარი გავახარეთ.

- ეს კარგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მალტასთან მოგება გაგვიჭირდა...

- მართალია, მალტა ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მაგრამ დღეს აუტსაიდერები აღარ არსებობენ. ვნახეთ მალტელების თამაშის ვიდეოფირი ისრაელთან და ლატვიასთან. იმ ჩანაწერებიდან აშკარად ჩანდა, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. ყოველთვის ძნელია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც მთელი შემადგენლობით საკუთარ ნახევარზეა ჩაკეტილი და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ გოლი არ გაუშვას... პირველ ტაიმში თამაში არ წაგვივიდა, შესვენების შემდეგ კი უკეთ ავთამაშდით და ლოგიკურად მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გავიტანეთ. არადა, რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა...

- რა თქმა უნდა, 3 ქულა სასიხარულოა, მაგრამ გულშემატკივარი უკეთეს თამაშს ელოდა...

- სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ფაქტია - ჩვენს ნაკრებში ახალი ხანა დადგა. წარუმატებლობები წარმატებებმა შეცვალეს. უკვე 6 თამაშია ეროვნული გუნდი არ დამარცხებულა. ეს კი ნამდვილად არ არის პატარა საქმე. ნაკრებმა ბოლო შესარჩევი მატჩი 3 წლის წინ მოიგო და ხალხს ეს გამარჯვება ძლიერ სწყუროდა... ერთი სიტყვით, შედეგი არის და კარგი თამაშიც იქნება.

- ახლა თქვენი გოლიც გავიხსენოთ. ერთი შეხედვით, ის ეპიზოდი დამუშავებულ კომბინაციას ჰგავდა...

- ვარჯიშებზე ფლანგიდან ჩაწოდებებსა და მერე თავით ან ფეხით კარში დარტყმაში ხშირად ვვარჯიშობთ. მწვრთნელმა დაგვავალა, ფლანგებიდანაც აქტიურად შეგვეტია მეტოქისთვის და საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებებით გოლი გაგვეტანა. ის ერთადერთი ბურთიც სწორედ ასეთი კომბინაციით გავიდა. კახა კალაძემ კარგად ჩამოაწოდა ბურთი, მცველებს დავასწარი და თავით გავიტანე. ეს წუთები დიდხანს მემახსოვრება...

- იღბლიანი ფორვარდი ხართ. შოტლანდიასთან, თურქეთთან, ესტონეთთან... უკვე მერამდენედ თქვენი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა...

- მალტასთან გატანილი გოლიც და წინა გოლებიც მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა - ის მთლიანად ნაკრებსა და გულშემატკივარს ეკუთვნის. რაც შეეხება იღბლიანობას... ჩემი აზრით, ფეხბურთში იღბალი ბევრს ნიშნავს. თუ გაგიმართლებს, შეიძლება მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა და გაიტანო, თუ არა და, ათი რეალური საგოლე მომენტიდან, შეიძლება, ერთიც ვერ გამოიყენო.

- საქართველოს ნაკრებს სამ მატჩში 5 ქულა აქვს. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ მონაგარით?

- შეიძლებოდა, მეტიც ყოფილიყო. ისრაელთან მოგებაც შეიძლებოდა. ძალიან კი შევეცადეთ, მაგრამ... გოლი ვერ გავიტანეთ.

- ლატვიაში განსხვავებული თამაში იქნება...

- ყველა მოგება სასიხარულოა და ჩვენთვის მალტასთან მოგებაც სტიმულია. ახლა მთლიანად ლატვიასთან მატჩზე ვართ გადართულები. ცხადია, რიგაში უფრო რთული მატჩი გველის და ამიტომაც მოგვეთხოვება უკეთესად თამაში.

- რა წარმოდგენა გაქვთ ლატვიის ნაკრებზე?

- მალტისა და ლატვიის მატჩის ჩანაწერი ვნახეთ... რა გითხრათ... ლატვია ფიზიკური ძლიერი, გამძლე და დისციპლინირებული გუნდია. "მეორე სართულზე" კარგად თამაშობენ და შესაბამისად, ამ მხრივაც დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

- ოქტომბრის მატჩებში გულშემატკივარი ქულათა მაქსიმუმს ელის. ნახევარი უკვე არის, შეძლებთ რიგიდან 3 ქულის წამოღებას?

- ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით... ლატვია კარგი გუნდია და რიგაში ბევრი გუნდი დაკარგავს ქულებს. გპირდებით, იქაც ბოლომდე ვიბრძოლებთ მოგებისთვის. მით უმეტეს, ლატვიის მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს. თუ მოვიგებთ, ჯგუფიდან გასვლაზე უფრო სერიოზულ განაცხადს გავაკეთებთ. ერთი რამ ვიცი - რიგაში მოგება ჩვენს შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება, ჰოდა, იმედია, გაგვიმართლებს კიდეც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

guru
სირაძე ყველაზე მაგრი თავდასმხელი ამ დროინდელ ნაკრებში.........შენ ჩვენ გვჭრდები
japaneze
სირაძე არის საჭირო თავდამსხმელი, ყოველთვის "იქ" არის, ყოველთვის გრზნობს ბურთის მიმართულებას, შენძრეული და აზრიანია, ბოლომდე რომ ენდონ, უკეთესად ათამაშდება. მიდი დათო, შენი გულშემატკივრები ვართ, ერთი ლატვიასაც დავუსეროთ ის დედის ჯიგარი!
miriani
ჯიგარი ხარ უკვე მერამდენედ გაგვახარე დავით შენ რო არა მთელ საქართველო ყურებჩამოყრული ვიქნებოდით, გაიხარე მაგარი კაცი ხარ
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...