ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ადრიანო გალიანი: ცუდ შედეგებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ

ადრიანო გალიანი: ცუდ შედეგებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ

"მილანის" მესვეურები მზად არიან, მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობონ, თუ გვარდიოლა "როსონერის" გაწვრთნაზე თანხმობას განაცხადებს

იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი ხანია ამბობენ, რომ თუ სერია A-ში ხუთ მარცხს იწვნევ, ჩემპიონი ვეღარ გახდებიო.

სტატისტიკა ამაზე მიუთითებს და თანაც უკვე, ძალიან დიდი ხანია. ამ ლოგიკით, "მილანმა" უკვე დაკარგა სკუდეტოს მოპოვების შანსი და სხვა ნებისმიერი ლოგიკითაც იგივეს თქმა შეგვიძლია.

მოკლედ, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ რვა ტურია გასული და ყველა ლოგიკით, "როსონერის" სკუდეტოს მოპოვების შანსი დაკარგული აქვს...

ეს მართლაც გასაკვირი ამბავი იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური თემაა და ბუნებრივია, რომ ჩვენც ხშირად გვიწევს ამაზე წერა...

ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ "მილანის" მესვეურები მზად არიან, მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობონ, თუ პეპ გვარდიოლა "როსონერის" გაწვრთნაზე თანხმობას განაცხადებს.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ლომბარდიული გრანდის მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ ესპანელ სპეციალისტს და მისგან მოლაპარაკების დაწყებაზე თანხმობაც მიიღეს.

თუმცა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ამ ცნობას არ ადასტურებს და ალეგრის მხარდაჭერას უცხადებს. თანაც, კატასტროფულ სტარტზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს:

"ვიცოდი, რომ სეზონის სტარტზე პრობლემები შეგვექმნებოდა, მაგრამ ასეთი რამის წარმოდგენა მაინც შეუძლებელი იყო.

მიუხედავად ამისა, მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, რადგან ამ ყველაფერში ის ნაკლებად არის დამნაშავე.

ზაფხულში გუნდი მთლიანად გარდაისახა და მწვრთნელი რთული ამოცანის წინაშე დადგა... "მილანი" ახალ გზას დაადგა და ალეგრის დრო სჭირდება, რომ თავისი ხედვა ფეხბურთელებამდე მიიტანოს.

ვაღიარებ, ფინანსური პრობლემების გამო წამყვან ფეხბურთელებთან გამოთხოვება მოგვიწია, მაგრამ ეს უკვე წარსულია და მერწმუნეთ, "მილანი" აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას.

ცუდ შედეგებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და აქვე ვდებ პირობას, რომ ვითარება მალე გამოსწორდება".

თუმცა...

იტალიელი ჟურნალისტები მაინც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ "მილანის" მესვეურები პეპ გვარდიოლასთან აქტიურ მოლაპარაკებებში არიან ჩაბმულნი.

"გაძეტას" ვერსიით, თუ ესპანელი "მილანის" გაწვრთნაზე თანხმობას განაცხადებს, სილვიო ბერლუსკონი უმალ გაათავისუფლებს ალეგრის და გუნდს გვარდიოლას ჩააბარებს.

მართალია, "როსონერის" მესვეურები წარუმატებლობებში სენიორ მასიმილიანოს არ ადანაშაულებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესი ვარიანტის შემთხვევაში, ალეგრის პოსტის დატოვება არ მოუწევს.

ვისი ბრალიც არ უნდა იყოს "როსონერის" კრიზისი, ფაქტია, რომ ალეგრის ხელში გუნდს შედეგი არ აქვს და რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

სხვათა შორის, გვარდიოლას "მილანის" მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ კომენტარი ჟოან ლაპორტამ გააკეთა და ბოლოს, სწორედ მას უნდა გადავცეთ სიტყვა.

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ლაპორტა "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც კატალონიურ გუნდში წარმატებული რეფორმა გაატარა და პეპიც სწორედ მან დანიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე:

"გვარდიოლა ჩემი ახლო მეგობარია და მასთან ხშირად მიწევს ურთიერთობა. ბოლო საუბრიდან ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ მობეზრდა უფეხბურთობა და მზადაა, ახალი წინადადებები განიხილოს. ვიცი, რომ მისით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, მისთვის ყველაზე საინტერესო ვარიანტი "მილანია".

ეს გუნდი კრიზისშია, პეპს კი გამოწვევები ძალიან იზიდავს. ამასთან, გვარდიოლას ყოველთვის მოსწონდა იტალია, იქ ხშირად დადიოდა და სამწვრთნელო სემინარებს ესწრებოდა.

ცნობილია ისიც, რომ სწორედ "ბრეშაში" ასპარეზობის დროს გადაწყვიტა მწვრთნელობის დაწყება. ვგონებ, დიდია შანსი, გვარდიოლა სწორედ "როსონერის" ჩაუდგეს სათავეში. მეტიც, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ პეპი "მილანში" წავა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ACM

გალიანიიიი შენიიი :@@ მოიყვანეთ გვარდიოლა ამოვიდა ყელში ეს უნიჭო ალეგრიიი :@

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა