მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის ორი წარმომადგენელი შინ ვერცხლის მედლებით დაბრუნდა
ახლახან სოფიაში სამბოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის ორი წარმომადგენელი - ირაკლი ლომიძე (68 კგ) და უტა კოკაური (+100 კგ) შინ ვერცხლის მედლებით დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრების ორივე წევრი ძიუდოისტია, მაგრამ სამბოში შედარებით გამოცდილი კოკაურია, რომელიც წლევანდელ გაზაფხულზე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ფინალისტი გახდა. ლომიძე მხოლოდ მეორედ ჭიდაობდა სამბოში. ადრე საქართველოს პირველობა მოიგო.

ირაკლი ლომიძე: "მსოფლიოზე ოთხი მოწინააღმდეგიდან ფინალამდე სამი დამაჯერებლად დავამარცხე. ფინალი რუს ელი ილიასოვთან მტკივნეული ილეთით წავაგე. სამბოში არასაკმაო გამოცდილების მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩემპიონობა ხელიდან არ უნდა გამეშვა.

ჩოგბჯენში ჭიდაობაში მოვიკოჭლებ. რუსმა სამბისტმა კი სწორედ ამით ისარგებლა და პარტერში ჩემი პირველივე ჩავარდნა მტკივნეული ილეთით და გამარჯვებით დაასრულა.

ახლა ვაპირებ თბილისში სამბოში ნაკრების შეკრებებსაც დავესწრო, რათა სამომავლოდ უკეთ გამოვიდე. ისე არ გამიგოთ, თითქოს ძიუდოდან სულ სამბოზე გადავერთვები. უახლოესი შეჯიბრება ნოემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატია ძიუდოში".

უტა კოკაური: "წლეულს სამბოში ევროპის ჩემპიონატზეც ფინალი წავაგე, თანაც ერთი და იგივე სპორტსმენთან, რუმინელ დანიელ ნეტიასთან. ყველაზე უპატიებელი კი ისაა, რომ ნეტიას, რომელიც 190 კგ-ს იწონის და ჩემზე 75 კილოგრამით მძიმეა, სოფიაში 8:0, ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთში კი 8:1 ვუგებდი. რუმინელმა ტაქტიკით მაჯობა ბუქარესტშიც და სოფიაშიც.

მსოფლიოზე ანგარიშში ასეთი დიდი სხვაობისას, ერთ ეპიზოდში მეტოქე ჩემი საყვარელი ილეთის, "გარე ფეხის" შესასრულებლად შესაფერის პოზიციაზე დამიდგა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს გამიზნულად გაუკეთებია და როდესაც დავაპირე ამ ფანდით საქმე ბოლომდე მომეთავებინა, კონტრილეთზე წამოვეგე.

ეს ტაქტიკური ხარვეზი გამოსწორებადია, სამომავლოდ ასეთი დასანანი მარცხი ჩემი კარიერიდან უნდა გამოვრიცხო."

ორივე ფალავანი ნიკო ბიბილაშვილის და ანზორ თენაძის შეგირდია. ისინი წვრთნიან ბექა ღვინიაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილსაც, რომლებიც ორიოდ კვირის წინათ ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აგრეთვე ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

ოთხი ვერმოგებული ფინალის მიზეზებზე ნიკო ბიბილაშვილსაც დავეკითხეთ.

"პირველ ყოვლისა, ამ ახალგაზრდების წარმატება უდავოდ დასაფასებელია! პირადი მწვრთნელები სოფიაში არ ვყოფილვართ და რასაკვირველია, როცა შეჯიბრებისთვის არ გიდევნებია თვალი, ძნელია დასკვნის გაკეთება. ფინალებში დამარცხების მიზეზებს მალე ერთად გავაანალიზებთ და დასკვნებსაც გამოვიტანთ.

ზედაპირულად ის შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი ლომიძე სამბოში ჯერ მაინც ახალბედაა. კოკაურმა კი პრინციპულ შეხვედრებში, როცა პირადი მწვრთნელი არ ახლავს, დამოუკიდებლადაც უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

მის ტალანტზე საუბარი გადაჭარბებულად არასოდეს გვეჩვენებოდა და მჯერა, ისიც და ლომიძეც უთუოდ გაამართლებენ მოლოდინს" - გვითხრა ნიკო ბიბილაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა