ბეგლარიშვილს "ფლორასთან" კონტრაქტი უმთავრდება და დავინტერესდით, რას აპირებს ახალი სეზონიდან
ტალინის "ფლორას" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ბეგლარიშვილი წლევანდელ სეზონს მაღალ დონეზე ატარებს - 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ესტონეთის ჩემპიონატის 27 მატჩში 17 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირია.

34 ტურის შემდეგ ქართველი ლეგიონერი მეისტრილიგის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა და ტარნო ნეემელოსა ("კალიუ", 22 გოლი) და ვლადისლავ ივანოვს ("ტრანსი", 20 გოლი) ჩამორჩება.

თუმცა ნახევარმცველისთვის ასეთი შედეგიანობა თუნდაც ესტონეთის ჩემპიონატში ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ბეგლარიშვილს "ფლორასთან" კონტრაქტი უმთავრდება და დავინტერესდით, რას აპირებს ახალი სეზონიდან.

"კონტრაქტი ნოემბერში მიმთავრდება, მაგრამ ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, დავრჩები თუ სხვაგან ვითამაშებ. ახლა მსურს, სეზონი კარგად დავასრულო, მერე თბილისში ჩამოვიდე და კარგად დავისვენო. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ახალი წლიდან სად ვითამაშებ.

"ფლორამ" კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზა, მაგრამ დარჩენა აღარ მიღირს. ესტონელებსაც ეს ვუთხარი, ჯერ არაფერზე ლაპარაკი არ მსურს-მეთქი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული სეზონის შემდეგ მჯერა, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება" - ამბობს ბეგლარიშვილი.

ზაქარია ბეგლარიშვილის გადაყვანა 2011 წელს რუსთავის "ოლიმპს" სურდა, გუნდთან ერთად თურქეთში ემზადებოდა და საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა, მაგრამ შეკრების შემდეგ ესტონელებმა ქართული კლუბი უარით გაისტუმრეს.

წლეულს, ზამთარში, ნახევარმცველით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, ზაფხულში კი უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მაგრამ არც ერთს არაფერი გამოუვიდა - "ფლორა" ქართველ ლეგიონერს ვერ ელეოდა. ან რა გასაკვირია, 2011 წლის ზაფხულში ბეგლარიშვილით ცნობილი პოლონური კლუბი, კრაკოვის "ვისლა" დაინტერესდა და ტალინური კლუბის ხელმძღვანელებმა ეს ტრანსფერიც ჩაშალეს.

ახლა კი ბეგლარიშვილს ესტონეთიდან წამოსვლის მშვენიერი შანსი უჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა