ივლისი მძლეოსნებისთვის ძალიან დატვირთული თვეა. "ბრილიანტის ლიგის" ხუთი ეტაპის გარდა, ამ თვეში დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატში ბარსელონაში და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი სტარტი...

ივლისი მძლეოსნებისთვის ძალიან დატვირთული თვეა. "ბრილიანტის ლიგის" ხუთი ეტაპის გარდა, ამ თვეში დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატში ბარსელონაში და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი სტარტი.

ივნისის მეორე ნახევარში "ბრილიანტის ლიგამ" მცირე პაუზა აიღო და ეს კომერციული სერია შაბათს ამერიკის ქალაქ იუჯინში მეექვსე ეტაპით განახლდა. Pრეფონტაინე ჩლასსიც - ასე ჰქვია ამ ტურნირს, სადაც ტრადიციულად ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. თავის დროზე, შეჯიბირს ამერიკელი სპორტსმენის სტივ რეფონტეინის სახელი ეწოდა. ეს მძლეოსანი გრძელ დისტანციებზე დარბოდა. 1972 წელს მან მეოთხე ადგილი დაიკავა მიუნხენის ოლიმპიადაზე. შემდეგ თამაშებზე მონრეალში ამერიკელი ფავორიტის სტატუსით უნდა ჩასულიყო - ის ყოველ სტარტზე ანახლებდა ამერიკის რეკორდებს, მაგრამ 1975 წელს, 24 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

გადავიდეთ გუშინწინდელ ტურნირზე, სადაც სპორტსმენებს კომფორტული პირობები ჰქონდათ და საკმაოდ მაღალი შედეგებიც აჩვენეს.

რა თქმა უნდა, ძირითადი მოვლენა იყო ამერიკელი სპრინტერის - ტაისონ გაის დაბრუნება, მაგრამ სარბენ ბილიკზე მისი პირველი გამოჩენა ტრიუმფალური არ აღმოჩნდა. 200 მეტრზე გაის მთავარი კონკურენტი - უოლტერ დიქსი სტარტიდანვე გაიჭრა წინ. ტაისონმა თითქოს შეძლო მეტოქის დაწევა, მაგრამ უოლტერს ეყო ძალა პირველი ადგილის შესანარჩუნებლად, თანაც გამარჯვებულმა შესანიშნავი დრო აჩვენა - 19,72 წამი. ტაისონი გამარჯვებულს ოთხი მეასედი წამით ჩამორჩა. მეტად დასანანი მარცხი იყო, მით უმეტეს, რომ გაის მალე თვით ასაფა პაუელის წინააღმდეგ მოუწევს გამოსვლა.

კიდევ ერთი ბრწყინვალე შედეგი დაფიქსირდა კაცებს შორის 110 მეტრზე თარჯრბენში. ამერიკელმა დევიდ ოლივერმა დისტანცია 12,90 წამში დაფარა, რაც მხოლოდ სამი მეასედი წამით ჩამორჩება დაირონ რობლესის მსოფლიოს რეკორდს! სავარაუდოდ, ეს ამერიკელის მხრიდან მსოფლიოს რეკორდის განახლების ბოლოს მცდელობა არ ყოფილა.

გია თვალაბეიშვილი

1000 მეტრზე სირბილში აბუბაკერ კაკიმ ასევე სცადა მსოფლიოს რეკორდის დამხობა, მაგრამ მისი მცდელობა კრახით დასრულდა - მან მხოლოდ "უბრალო" პირველი ადგილი დაიკავა.

შესანიშნავი შემადგენლობა შეიკრიბა ქალთა სპრინტში - კემპბელ-ბრაუნი, ფრეიზერი, ჯეტერი, მური... ოთხივე მათგანმა შეძლო 11 წამზე ნაკლები დროის დაფიქსირება. ჯეტერმა მურს გაუსწრო, მაგრამ ორივე იამაიკელთან დამარცხდა. ფრეიზერი 10,82 წამით მეორე გახდა, ყველაზე სწრაფი კი კემპბელ-ბრაუნი იყო - 10,78 წამი.

სანია რიჩარდსის არყოფნაში ქალებში 400 მეტრზე ყველაზე სწრაფი ელისონ ფელიქსი იყო, რომელმაც სულ სამი მეასედი წამი მოუგო ანტონინა ამანტლ მონტშოს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კაცებს შორის შეჯიბრი ბირთვის კვრაში. აქ ფენომენალური შედეგები იქნა ნაჩვენები. ოლიმპიური ჩემპიონი ტომაშ მაიევსკი 20,90 მეტრით მხოლოდ მეხუთე იყო! დილან არმსტრონგმა (21,33) და ადამ ნელსონმა (21,16) მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს, სეზონის ლიდერი კრისტიან კანტველი კი შეუჩერებელი გახლდათ. მისი ყველა ცდა ბრწყინვალე აღმოჩნდა - 21.78, 21.50, 21.70, 21.89 და ბოლოს - 22.41!

VI ეტაპი. იუჯინი (აშშ)

კაცები

200 მ. 1. უოლტერ დიქსი (აშშ) - 19,72 (ტურნირის რეკორდი); 2. ტაისონ გაი (აშშ) - 19,76; 1000 მ. 1. აბუბაკერ კაკი (სუდ) - 2.13,62 (სეზონის ლიდერი, ეროვნული რეკორდი, ტურნირი რეკორდი); 5000 მ. 1. ტარიკუ ბეკელე (ეთი) - 12.58,93 (ტურნირის რეკორდი); ერთი მილი. 1. ასბელ კიპროკი (კენ) - 3.49,75; 110 მ/თარჯრბენი. 1. დევიდ ოლივერი (აშშ) - 12,90 (სეზონის ლიდერი, ეროვნული რეკორდი, ტურნირი რეკორდი); სიგრძეზე ხტომა. 1. ირვინგ სალადინო (პან) - 8,46; ბირთვის კვრა. 1. კრისტიან კანტველი (აშშ) - 22,41 (სეზონის ლიდერი, ტურნირი რეკორდი); ბადროს ტყორცნა. 1. პიოტრ მალახოვსკი (პოლ) - 67,66.

ქალები

100 მ. 1. ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი (იამ) - 10,78 (სეზონის ლიდერი, ტურნირი რეკორდი); 2. შელი-ენ ფრეიზერი (იამ) - 10,82; 3. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 10,83; 400 მ. 1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 50,27; 800 მ. 1. მარია სავინოვა (რუს) - 1.57,56 (სეზონის ლიდერი, ტურნირი რეკორდი); 5000 მ. 1. ტირუნეშ დიბაბა (ეთი) - 14.34,07 (ტურნირი რეკორდი); 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. მილკა ჩემოს ჩეივა (კენ) - 9.26,70; 400 მ/თარჯრბენი. 1. ლაშინდა დემუსი (აშშ) - 53,03 (ტურნირი რეკორდი); სამხტომი. 1. ნადეჟდა ალიოხინა (რუს) - 14,62 (ტურნირი რეკორდი); ჭოკით ხტომა. 1. ფაბიანა მიურერი (ბრა) - 4,58; უროს ტყორცნა. 1. ტატიანა ლისენკო (რუს) - 75,98 (ტურნირი რეკორდი); შუბის ტყორცნა. 1. კარა პატერსონი (აშშ) - 65,90 (ტურნირი რეკორდი)

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის