საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მოუწოდებს "დინამოს" ამჟამინდელ და ყოფილ მფლობელებს, ერთმანეთს შეხვდნენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კლუბის ყოფილ მფლობელებთან შეხვედრა გამართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჟორდანიას განცხადება 24 ოქტომბერს უნდა გაეკეთებინა და ასეც მოხდა. მერაბ ჟორდანიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის "დინამოს" ყოფილ და ამჟამინდელ მესვეურებს.

ხელისუფლებაში მოსული კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ, კერძოდ, ქონებრივი დავებით დაინტერესებულ პირთა უშუალო მოლაპარაკების გზით გადაჭრისაკენ მოწოდება, დროული და მეტად მნიშვნელოვანია.

ამ შემთხვევაში საუბარია ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" საკუთრების უფლებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კლუბის პირველი მფლობელებისადმი დაბრუნების საკითხი არ არის ახალი და დღეს არ წამოჭრილა, როგორც ეს შეიძლება მავანთ ეგონოთ.

საკითხი აქტუალურია 2001 წლიდან, სწორედ იმ მომენტიდან, როცა კლუბის მენეჯმენტს ძალისმიერი ფორმით მართვის უფლება ჩამოართვეს!

მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ საფეხბურთო სადავო საკითხებს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის, უნდა აგვარებდეს ისევ საფეხბურთო ოჯახი, კომპეტენტური ორგანოების დახმარებით.

სწორედ ამიტომაც მოვუწოდებ კლუბის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს, შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან და საქმიან, სამართლიან და ურთიერთპატივსაცემ გარემოში გაარკვიონ კლუბის კანონიერი მფლობელის ვინაობა.

თავისთავად, მოლაპარაკების არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში მხარეები უფლებას იტოვებენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკითხი სასამართლო დავის საგანი გახდეს".

ასევე იხილეთ:

მილეთი მერაბ ჟორდანიას მოლოდინში

მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის, რათა შვიდწლიანი დუმილი დაარღვიოს

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს

giga
ჟორდანიამ დაგუპა ქართული ფეხბურთი მილიონები იშოვა და ვიტესი იყიდა ასეთი ნაგავი ქართულ ფეხბურთში არავინ ყოპილა და კიდევ აქ მოგყავთ? ყველას ეზიზგება *****
gamarkviet
მე ფეხბურთთან საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ გეხვეწებით მითხარით ეს კაცი თავის თავზე ლაპარაკობს მესამე პირში და თავის თავს განიხილავს დაზარალებულად!?
ფეხბურთელი
მერაბ ბატონო, საინტერესოა ვინ უნდა გადაიხადოს თბილისის დინამოს ბიუჯეტისადმი მრავალმილიონიანი დავაიანება, რომელიც წარმოიშვა შენი პრეზიდენტობის პერიოდში, იქნებ იმაშიც გაარკვიო საზოგადოება რატომ თვლით 2001 წლის შემდგომ დინამოს, ძველის მემკვიდრედ.
niazi
ჟორდანიას როგორ უნდა მოგვევლინოს, ჩაგრულად თუ მსხვერპლად? ეტყობა ჟორდანიას დაავიწყდა "დინამო" რა გზებით და რა კორუფციული ფულით ჰქონდა მისაკუთრებული. თუ სამართალდამცველები მასეთებს არ შეახსენებენ თავიანთ კორუფციას, ჟორდანია და მისნაირები ისე არიან გამხეცებულები შეიძლება მთელ საქართველოზე გაუჩნდეთ მალე პრეტენზია.
Chiora
მერაბა მარტო ჩამოვიდა დინამოს დასაბრუნებლად თუ ტარიელა ონიანიც ჩამოყვა?
ramaziko
ჟორდანიას ეტყობა დაავიწყდა თვითონ რამდენი კრიმინალი აქვს გაკეთებული მილიონები რომ ეშოვნა. მერაბა არ გეშინია რომ გკითხონ შენ საიდან იშოვნე მილიონებიო???
nukri
ჟორდანიამ თვითონ როგორ მოიპარა ქართული ფეხბურთის მილიონები იმის გამოძიება არ უნდა? ჟორდანიამ და მისმა სიმავრმა კახი ასათიანმა რომ ქართული ფეხბურთის მილიონები მიითვისეს ჯერჯერობით ასეთი რეკორდი ქართულ ფეხბურთში არავის მოუხსნია.
dato
ღადაობს მერაბა, თუ ნარკომაფია ბრუნდება. ისევ წამლის ქვეშ მყოფი ბოსები მოდიან?!
გლადიატორი
ეხლა გაახსენდათ დინამოოო? გუნდი როცა იშლებოდა მაშინ სად იყვნენ??? ფიფია თუ წავა ჩემი ფეხი აღარ იქნება დინამოზე, და არამარტო ჩემი...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა