რუსეთში მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი "ბენფიკასთან" მატჩის შემდეგ შეაქეს
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც მოსკოვის "სპარტაკმა" "ბენფიკა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ჯანო ანანიძის თამაშს რუსულ პრესაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვური გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა "ბენფიკასთან" 57 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც უნაი ემერიმ ის კირილ კომბაროვით შეცვალა.

რუსმა ჟურნალისტებმა ანანიძის შეცვლის მიზეზი თავად ემერის ჰკითხეს და ჯანოს თამაშის შეფასება რუსეთში ცნობილ მწვრთნელს, ოლეგ დოლმატოვს სთხოვეს.

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "ბენფიკასთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა.

"ჯანომ მატჩში მაღალი დონე აჩვენა. შესვენების დროს მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ შეცვლა მოსალოდნელი იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ითამაშებდა მეტოქე.

გარდა ამისა, მას მუდმივი სათამაშო დრო არ ჰქონდა. ამიტომ ის ცოტა გადაიღალა კიდეც", - თქვა ემერიმ.

რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ოლეგ დოლმატოვი კი შემდეგს ამბობს:

"ანანიძე კარგად გამოიყურებოდა. მასთან "სპარტაკი" უფრო მრავალფეროვანია და შეიძლება ითქვას, რომ მისი გამოსვლით "სპარტაკის" თამაში გაძლიერდა.

როცა ის შეცვალეს, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, ფეხბურთის დონე არ დააგდოს. შეიძლება ჯანო ემერის ახალი ტაქტიკის მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებდა, თუმცა ახალი ფეხბურთელის გამოსვლით არაფერი შეცვლილა", - თქვა დოლმატოვმა.

სპორტულმა აგენტმა ვლადიმირ აბრამოვმა კი ქართველ ფეხბურთელს "ნამდვილი სპარტაკელი" უწოდა.

"ნამდვილი სპარტაკელი, ბრწყინვალე ტექნიკა, ბურთის ფლობა და თამაშის შეგრძნება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს "ლუჟნიკი" ქართული ეზოა, სადაც ჯანო თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

მაგრამ ანანიძეს მინუსიც აქვს - ბიჭი ფიზიკურად სუსტია. მის ტექნიკას ფიზიკური მონაცემები რომ დავუმატოთ, ლიონელ მესის ვიხილავთ.

სხვა საქმეა, რომ ჯანო "სპარტაკში" რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ ფიზიკურად არ გაძლიერებულა. ამაზე უნდა იმუშაონ".

dudu
სამწუხაროდ, ფიზიკურად ვეღარც მოუმატებს. იმ ასაკში უნდა მოემატებინა, როცა პატარა ეგონათ ჯერ, მაგრამ რეალურად უფრო დიდი იყო. გადაკეთებულ ასაკს ვგულისხმობ.
odala
მართალია აბრამოვი. რამდენიმე წელია სპარტაკშია უკვე ჯანო და ფიზიკურად არ გაძლიერებულა.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა