სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი პოლონელ მარიუშ ვახთან ბრძოლისთვის ამერიკელი მწვრთნელის, ჯონათან ბენქსის ხელმძღვანელობით მოემზადება
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო პოლონელ მარიუშ ვახთან ბრძოლისთვის ამერიკელი მწვრთნელის, ჯონათან ბენქსის ხელმძღვანელობით მოემზადება.

სხვათა შორის, ეს უკანასკნელი მოქმედი მოკრივე გახლავთ. ბენქსი კლიჩკოს ემანუელ სტიუარდის ნაცვლად ავარჯიშებს, რომელიც კიბოს მკურნალობის კურსს გადის.

ძმები კლიჩკოების მენეჯერი ბერნდ ბენტე ამბობს, რომ ვლადიმერ კლიჩკო ძალიან კმაყოფილია ბენქსთან თანამშრომლობით. უკრაინელი მოკრივის თქმით, ბენქსი კარგად და საქმის ცოდნით არჩევს ტაქტიკას და ოდესღაც ძალიან კარგი მწვრთნელი დადგება.

30 წლის ბენქსმა პროფესიულ რინგზე 30 ბრძოლა ჩაატარა და 28-ჯერ გამარჯვებას მიაღწია (18 - ნოკაუტით), ერთხელ დამარცხდა, ერთხელ კი ფრედ დაასრულა შეხვედრა. მას უკვე დაგეგმილი აქვს შემდეგი ბრძოლა - ის 17 ნოემბერს გავა რინგზე სეტ მიტჩელის წინააღმდეგ.

68 წლის სტიუარდი ადრე ორ ლეგენდარულ სუპერმძიმეწონოსანთან - ამერიკელ ევანდერ ჰოლიფილდთან და ბრიტანელ ლენოქს ლუისთან მუშაობდა.

ვახთან ბრძოლაში, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 10 ნოემბერს გაიმართება, კლიჩკო დაიცავს სამი ორგანიზაციის - WBO-ს, IBF-ისა და WBA-ის საჩემპიონო ქამრებს.

საშუალო წონაში WBO-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონი ანტე ბილიჩი ხორვატიის პოლიციამ დააკავა - ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი ღამით ერთ-ერთ ბართან ახლოს მოხდა.

მსხვერპლი - მარიან კოვაჩევიჩი თავიდან ფეხში დაჭრეს, შემდეგ გაქცევის მცდელობისას სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. მკვლელობის მოტივი უცნობია. კოვაჩევიჩს ადრე პრობლემები ჰქონდა კანონთან, კერძოდ, ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და 1991 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის.

"ჩვენ ვიცნობთ ბილიჩს, როგორც პატიოსან სპორტსმენს და რთულია, ის წარმოვიდგინოთ მკვლელის როლში", - განაცხადა ბილიჩის პრომოუტერმა ეროლ ჯეილანმა. მან მხარდაჭერა აღუთქვა მოკრივის ოჯახს. ჩემპიონის მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა