სტამბულში სტარტი აიღო ქალებს შორის წლის შემაჯამებელმა ტურნირმა, რომელშიც სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მონაწილეობს
სტამბულში სტარტი აიღო ქალებს შორის წლის შემაჯამებელმა ტურნირმა, რომელშიც სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მონაწილეობს. პირველ დღეს გაიმართა სამი შეხვედრა და არც ერთში სერიოზული ბრძოლა არ დაფიქსირებულა.

პირველები კორტზე თეთრი ჯგუფის მონაწილენი - პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა და მოქმედი ჩემპიონი, ჩეხი პეტრა კვიტოვა გავიდნენ.

ამ უკანასკნელს შარშან ჰქონდა დებიუტი წლის შემაჯამებელ ტურნირზე და პეტრამ ხუთივე მატჩი მოიგო.

უფრო მეტიც, მთელი 2011 წლის განმავლობაში მას დარბაზში ჰარდის საფარზე არც ერთი მატჩი არ წაუგია (სწორედ ასეთი სათამაშო პირობებია სტამბულში), მაგრამ წლევანდელი სეზონი კვიტოვასთვის ძალიან ცუდად წარიმართა.

თუ ერთი წლის წინ ის სტამბულში უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ბევრი დარწმუნებული იყო, რომ რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე ავიდოდა, ახლა ჩეხი ჩოგბურთელი ერთ საშუალო დონის მოთამაშეს წარმოადგენს.

მატჩი საათი და 23 წუთი გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელი ბევრს სცოდავდა საკუთარ მოწოდებაზე, განსაკუთრებით - კვიტოვა. მართალია, ჩეხმა მთელი შეხვედრის განმავლობაში სამი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ამასთან, თავად ექვსჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და ლოგიკურად 3:6, 2:6 დათმო მატჩი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანთან.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო რადვანსკას პირველი მოგება კვიტოვას წინააღმდეგ. მანამდე პოლონელს სამივე მატჩი წაგებული ჰქონდა პეტრასთან.

ამის შემდეგ წითელი ჯგუფის მონაწილეთა ჯერი დადგა. პირველი მატჩი ჩაატარა ტურნირზე ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა სერენა უილიამსმა - მისი მეტოქე გერმანელი ანჟელიკ კერბერი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელს აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა ოფიციალურ მატჩში, კერბერმა კი ბოლოს პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირში ითამაშა, მაგრამ მეოთხედფინალი ვერ დაასრულა მარია შარაპოვას წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ასეთი ხანგრძლივი პაუზა აისახა სერენას მოქმედებებში - მას აშკარად არ ჰყოფნიდა სათამაშო პრაქტიკა, განსაკუთრებით პირველ სეტში. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა შესანიშნავი სტარტი აიღო, დამაჯერებლად მოიგო პირველი სამი გეიმი, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო. კერბერმა კი ინიციატივა მოიპოვა, საკუთარ თავში დამაჯერებლობა იგრძნო.

გერმანელმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უფრო მეტის საშუალება უილიამსმა არ მისცა. სერენამ ისევ დამაჯერებლად დაიწყო გეიმების ჩატარება თავის მოწოდებაზე, შემდეგ მიღებაზეც კარგად ითამაშა და სეტის ბედი მეცხრე გეიმში გადაწყდა, როცა 5:4-ზე სერენამ მეორე ბრეიკი გააკეთა და ამის წყალობით პარტია 6:4 მოიგო.

მეორე სეტში კერბერის თამაში საბოლოოდ მოიშალა. გერმანელმა ვერც ერთი საკუთარი გეიმის აღება ვერ შეძლო და ერთადერთი ქულა სეტში მეტოქის მოწოდებაზე მოიგო. უილიამსმა 6:1-ით გაანადგურა მეტოქე და საათსა და 18 წუთში გაიფორმა საბოლოო გამარჯვება.

საინტერესოა, რომ კერბერი ერთადერთი მოთამაშე იყო წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელსაც სერენასთან ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსი ჰქონდა, მაგრამ ახლა მათ შორის ანგარიში 2:1 გახდა ამერიკელის სასარგებლოდ.

დღის ბოლო მატჩში ასევე თეთრი ჯგუფის მონაწილეები შეხვდნენ ერთმანეთს - ამ ქვეჯგუფის მთავარი ფავორიტი მარია შარაპოვა იტალიელ სარა ერანის უპირისპირდებოდა.

სეზონის პირველი ჩოგანის რანგში დასასრულებლად, შარაპოვასთვის აუცილებელი იყო მოგებით აეღო სტარტი. თუ ის თუნდაც ერთ მატჩს წააგებს სტამბულში, აზარენკასთვის საკმარისი იქნება ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება, რეიტინგში 2013 წლის დასაწყისამდე პირველობის შესანარჩუნებლად.

თუ მარია წააგებს ორ მატჩს, მაშინ ვიქტორიას, უბრალოდ, სამივე მატჩის ჩატარება დასჭირდება (ჯგუფში მატჩის წაგებისთვის მაინც იწერება 70 ქულა). დაბოლოს, თუ ბელორუსი თავად მოიგებს ჯგუფში ორ მატჩს, მარიას ტურნირის მოგებაც ვერ მოუტანს პირველ ადგილს.

რუსმა პირველი ამოცანა წარმატებით შეასრულა. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ორ სეტში გადაწყდა და ისევე, როგორც წინა ორ მატჩში, გამარჯვებულმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო მოწინააღმდეგეს.

შარაპოვა ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და მხოლოდ ერთი ბრეიკი გაიმეტა ერანისთვის, თავად რუსმა კი ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

საათსა და 32 წუთში დაფიქსირდა ზუსტად ისეთი ანგარიში, რომლითაც რადვანსკამ კვიტოვა დაამარცხა - 6:3, 6:2 შარაპოვას სასარგებლოდ. ახლა რუსს ერანის წინააღმდეგ ორიდან ორი მოგება აქვს.

საინტერესოა, რომ შარაპოვამ ისეთივე ანგარიშით მოუგო ერანის, როგორითაც ის როლან გაროსის ფინალში დაამარცხა. უფრო მეტიც, მატჩის ხანგრძლივობაც თითქმის იგივე იყო - 1:31 პარიზული 1:29-ის წინააღმდეგ.

წითელი ჯგუფი

სერენა უილიამსი (აშშ, 3)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 6) 6:4, 6:1.

თეთრი ჯგუფი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 6:3, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-სარა ერანი (იტა, 8) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს