საქართველოს ნაკრებისა და შოტლანდიის "ედინბურგის" მორაგბე ტრავმირებულია და ხუთი კვირა ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "ედინბურგში" წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა. ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილმა მანამდე საფრანგეთში ოთხი წელიწადი გაატარა და რამდენიმე კლუბში მოასწრო ასპარეზობა.

მერე კი, 2011 წლის მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსანთა" შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გასაკვირი არ არის, რომ შოტლანდიური კლუბის მთავარი მწვრთნელის, მაიკლ ბრედლის ყურადღება მიიპყრო, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიაში დავუკავშირდით:

- ცუდი ამბავი შემემთხვა: "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეორე ტურში ირლანდიურ "მანსტერთან" მატჩში დავშავდი.

მუხლის მყესები მაქვს დაზიანებული და როგორც ექიმებმა მითხრეს, ოთხი-ხუთი კვირა მომიწევს მკურნალობა. შესაბამისად, ნოემბრის ტესტებზე ნაკრებს ვერ დავეხმარები. არადა, მოუთმენლად მინდოდა, მეთამაშა ჩვენს ეროვნულ გუნდში.

ამისთვის ყველანაირად ვემზადებოდი. თანაც, საქართველოც მომენატრა ძალიან. სიტყვით ვერ ავხსნი, როგორ მწყდება გული.

- ეს, ცხადია, ქართული რაგბის ქომაგებისთვის სამწუხარო ამბავია. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მანამდე კი, იქნებ გვიამბოთ, როგორ აღმოჩნდით ედინბურგში?

- ედინბურგიდან მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულებისთანავე დამიკავშირდნენ. ამ კლუბში გადასვლას მაშინვე მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემმა იმდროინდელმა ფრანგულმა კლუბმა არ გამიშვა.

საბოლოოდ კონტრაქტს ხელი ამ ზაფხულს, ივნისში მოვაწერე. თავიდან ძალიან გამიჭირდა. ინგლისური სრულყოფილად არ ვიცოდი, თანაც მარტო ვიყავი. ახალ ხალხთან, სრულიად უცნობ გარემოსთან შეგუება ძალიან გამიჭირდა.

ამჟამად ყველაფერი წესრიგშია. მეგობრებიც გავიჩინე და ისე დატვირთული ვარ, რომ მოსაწყენად სად მცალია. თანაც, თამაშებზე სულ თვითმფრინავით გვიწევს მგზავრობა. ერთადერთი გუნდი, რომელიც ახლოსაა, "გლაზგოა". სხვა დანარჩენი კი უელსის, ირლანდიისა და იტალიის კლუბებია.

- მაიკლ ბრედლის ქართული რაგბის ქომაგებისა და სპეციალისტებისთვის ცნობილი პიროვნებაა. თუმცა მან საქართველოს ნაკრებში ცოტა ხნით იმუშავა და მისი კარგად გაცნობა ვერ მოხერხდა. მაინც როგორი სპეციალისტია მაიკლ ბრედლი?

- ძალიან კარგი მწვრთნელია, მას აქ დიდად აფასებენ. გასულ სეზონში გუნდმა მისი ხელმძღვანელობით კარგი შედეგი აჩვენა.

წლევანდელი სეზონიც თითქოს ურიგოდ არ დავიწყეთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე თამაში წავაგეთ. ძნელი ასახსნელია, რატომ.

მეტოქეები ბოლო ათ წუთში გვჯაბნიან. როგორც ჩანს, გუნდს ჩავარდნა დაეწყო. მომავალი მატჩი უელსურ "ჰლანეჰლისთან" გვაქვს და ვნახოთ. მათთან გამარჯვებით შესაძლოა მდგომარეობაც გამოვიკეთოთ და ხასიათიც.

- თქვენი თამაშით თუ არიან კმაყოფილნი?

- თავიდან ცოტას მათამაშებდნენ. მერე და მერე უფრო მეტი დრო მეძლეოდა. კმაყოფილნი არიან. თვითონაც ვგრძნობდი, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდი.

ნელ-ნელა შევეგუე ბრიტანულ რაგბის და ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ეს ტრავმა. ახლა ისევ თავიდან უნდა დავიწყო, ფორმაში შევიდე და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო.

- რა განსხვავებაა ბრიტანულ და ფრანგულ რაგბის შორის?

- საფრანგეთში ასეთ მაღალ დონეზე არ მითამაშია. იქ, ძირითადად, ფედერალ 1 დივიზიონის გუნდებში ვასპარეზობდი.

თუმცა, რაც ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს, ეს თამაშის ტემპში განსხვავებაა. ბრიტანელები გაცილებით სწრაფად თამაშობენ.

სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ორ ინგლისურ გუნდს, "ნიუკასლს" და "ნორსჰემპთონს" შევხვდით. მათთან თამაშში პირველად შევნიშნე ეს განსხვავება და მივხვდი, რომ თუ რეგულარულად თამაში გინდა, ამ სისწრაფეს უნდა აჰყვე.

- ცხადია, ეს თავისთავად არ ხდება. ამას მუდმივად ვარჯიში სჭირდება. იმედია, საამისოდ კლუბის ინფრასტრუქტურა ხელს გიწყობთ...

- სარაგბო ინფრასტრუქტურა აქ უმაღლეს დონეზეა. ექიმებიდან დაწყებული, კლუბის ყველა თანამშრომელი მაღალი რანგის პროფესიონალია.

გუნდის ბაზა სტადიონთან ახლოსაა. "მერიფილდი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია. მეც იქვე ახლოს, ხუთი წუთის სავალზე ვცხოვრობ. ასე რომ, ნაყოფიერი ვარჯიშისთვის ყველა პირობა მაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა