არგენტინაში გადახვეწილ, ან გნებავთ, დაბრუნებულ ტრეზეგეს კვლავ ევროპაში სურს ასპარეზობა

არგენტინაში გადახვეწილ, ან გნებავთ, დაბრუნებულ დავიდ ტრეზეგეს კვლავ ევროპაში სურს ასპარეზობა და მიზანთან საკმაოდ ახლოსაა. ვინც არ იცით, აქვე გამცნობთ რომ 35 წლის ფრანგი თავდამსხმელი "რივერ პლეიტის" ღირსებას იცავს და ერთობ ნაყოფიერადაც ირჯება.

არგენტინული გრანდის შემადგენლობაში 27 შეხვედრა აქვს გამართული და 14 გოლი გატანილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავიდს ევროპაში სურს დაბრუნება და დიდია შანსი, იანვრის სატრანსფერო პერიოდში "პალერმოში" აღმოჩნდეს.

ამ საკითხზე კომენტარი ვეტერანი ფრანგის პირადმა აგენტმა ანტონიო კალიენდომ გააკეთა:

"უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დავიდ ტრეზეგე კარიერას ევროპაში გააგრძელებს. თავად ფეხბურთელს სწორედ ბებერ კონტინენტზე სურს დაბრუნება და მთხოვნელები რომ ბევრი იქნებიან, ეს ცხადზე უცხადესია.

უკვე გვაქვს კიდეც ერთი ძალიან საინტერესო შემოთავაზება და მოლაპარაკების პროცესიც მალე დაიწყება.

"პალერმოს" სპორტული დირექტორი, პიეტრო ლო მონაკო დამიკავშირდა და დავიდის თაობაზე ჩამომიგდო სიტყვა.

თავად ტრეზეგეს ხიბლავს სიცილიური ვარიანტი და ვნახოთ, დანარჩენი უკვე მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა