<p>ძიუდო. ბაქოს მსოფლიოს თასი <br> ბაქოს მსოფლიოს თასი ძიუდოში წლეულს ქალებში ტარდებოდა და არც ისე ძლიერი გამოდგა, როგორსაც ვაჟებში ატარებენ - სულ 11 ნაკრები ჩავიდა, მონაწილე კი 73 იყო. მათ შორის ჩვენი მძიმეწონოსანი ირინე ლეონიძეც, რომელმაც ტურნირი უმედლოდ კი დაასრულა (მეხუთეზე დარჩა), მაგრამ მსოფლიოს თასი მეტად რიხიანად დაიწყო - უკრაინელი ევროპის ჩემპიონი მარინა პროკოფიევა დააიპონა. სამწუხაროდ, მომდევნო შეხვედრებში ვეღარ იყოჩაღა - ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, თურქ ბელკიზ ზერა კაიასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი პროკოფიევას ჯავრი მისმა თანაგუნდელმა სვეტლანა იარომკამ იყარა - იპონით მოიგო და ჩვენებური მედლამდე არ მიუშვა.</p><p>აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ უმნიშვნელოვანეს ტურნირებს, რაც ჩვენს ძიუდოისტებს უახლოეს დღეებში ელით. მომავალ უქმეებზე ვაჟთა ნაკრები როტერდამში იასპარეზებს "დიდ პრიზზე", სადაც დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ. ეს შეჯიბრება სოსო ლიპარტელიანისთვის პირველია ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში, მეორე უქმეეებზე - 21-24 ოქტომბერს კი დებიუტი უკვე ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის რანგში გია გუგავას ექნება - იმ დღეებში მისი გუნდი მაროკოულ აგადირში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში იასპარეზებს. გუგავას გადაწყვეტილებით, იქ ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ლომიძე (66), ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა ზურაბიანი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), გიორგი ნოზაძე, არჩილ შინჯიკაშვილი (90), გიორგი ბუღაძე (100), უშანგი კოკაური, ლევან მათიაშვილი (+100) გამოვლენ, თუმცა იმ სამ წონაში, სადაც მწვრთნელმა ორკაციანი კვოტა არ გამოიყენა, შესაძლოა, ვინმე თავისი ხარჯითაც წავიდეს.</p><p>აგადირში ორი მონაწილე გოგოებშიც გვეყოლება - ნონა მერაბიშვილი (52) და შორენა შარაძე (63), რომლებსაც გია თენაძე უხელმძღვანელებს.</p>
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა