ბელგრადში დამთავრდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა სპორტსმენმა

ბელგრადში დამთავრდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა გაბრიელა ხვედელიძემ.

ქართველმა სპორტსმენმა ხუთი მედალი მოიხვეჭა: მრავალჭიდსა და ბურთით ვარჯიშში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო გურზებით, რგოლითა და ბაფთით ვარჯიშში მეორე ადგილები დაიკავა. არადა, შეჯიბრებაში 15 ქვეყნის 33 გუნდი მონაწილეობდა.

ჩვენებურის ამგვარი წარმატება არ გაგვკვირვებია, რადგან ხვედელიძეს, რომელსაც მეგობრები სიყვარულით "გაბის" ეძახიან, სხვა დროსაც არაერთხელ უსახელებია თავი.

დასტურად მარტო წლევანდელი შედეგებიც კმარა: 13 წლის სპორტსმენმა ბალტიისპირულ საერთაშორისო ტურნირზე "მის ვალენტინის" წოდება დაიმსახურა, იტალიურ პეზაროში თანაგუნდელ სოფიო ფარულავასა და სალომე ფაჟავასთან ერთად გუნდურში მესამე ადგილი დაიკავა (რგოლითაც მე-3 იყო), რუსულ პენზაში ჩვენი სამაია გუნდურში მხოლოდ მასპინძლებს ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა, გაბრიელას რგოლითა და გურზებით ვერცხლის მედლები ერგო, თბილისის საერთაშორისო ტურნირზე კი იმავე საგნებით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ყველაზე დიდ გამარჯვებას მაინც ნიჟნი ნოვგოროდში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია: საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად ჩვენმა გოგონებმა (ხვედელიძე, ფარულავა, ფაჟავა) გუნდურში მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო გაბრიელამ გურზებითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა