ჩვენი გუნდი პორტუგალიელებთან ანგარიშით 0:8 დამარცხდა და კიდევ უფრო გასაოცარი გახდა - როგორ დავამარცხეთ წინა დღეს პორტუგალია

"ლელოში" ვწერდით, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უდიდესი სენსაცია გამოაცხო და ლისაბონის "კალდაშ და რაინას" მუნიციპალურ სპორტკომპლექსში მსოფლიო გრანდი, მსოფლიოს რეიტინგში მე-5 ადგილზე წამოჯგიმული პორტუგალიის ნაკრები 4:2 დაამარცხა.

"უპირველესად, ყველას ვულოცავ პორტუგალიასთან ამ დიდ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი ფუტსალის ისტორიაში ლამაზი ასოებით ჩაიწერება.

ამ მოგებამ რწმენა განგვიმტკიცა, რომ ქართულ ფუტსალს პოზიციების დაბრუნება და მაღალ დონეზე დამკვიდრება შეუძლია. ბიჭებმა ირწმუნეს, რომ თამაში და მოგება ყველა გუნდთან შეიძლება. ჩემი აზრით, ეს მოგება ჩვენი წარმატების დასაწყისი უნდა გახდეს" - თქვა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.

ჟურნალი "რეკორდი" წერს: "ჟორჟ ბრაზის ნაკრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა ქართველებმა გამარჯვების იმედი გადაუწურეს. პორტუგალიის წინააღმდეგ ქართველებმა კორექტულად ითამაშეს. სპეციალისტების თქმით, საქართველოს ნაკრების სათამაშო დისციპლინა მასპინძლებისას ბევრად აღემატებოდა".

ბექა კვიციანი, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივანი: "მთელი პორტუგალია შოკშია, მათი პრესა ქართველთა ბრძოლისუნარიანობაზე ლაპარაკობს.

24 ოქტომბერი ქართული ფუტსალის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მადლობა ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებსა და ყველა იმ ქართველს, ვინც შეწუხდა, სამსახური მიატოვა და "კალდაშ და რაინაში" ჩვენს საგულშემატკივროდ ჩამოვიდა".

კახა დევდარიანი, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი: "ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო გრანდ პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია. ქართული ფუტსალის ისტორიაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოგება არის".

25 ოქტომბერს პორტუგალიის ნაკრების ბაზაზე, "რიო მარსში" გუნდები ერთმანეთს ხელმეორედ დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა საქართველოს გუნდი გაანადგურეს.

პირველი ტაიმი 0:2 წავაგეთ, საბოლოოდ კი 0:8 დავმარცხდით და კიდევ უფრო გასაოცარი გახდა - როგორ დავამარცხეთ წინა დღეს პორტუგალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიდი სენსაცია: პორტუგალია-საქართველო 2:4!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა