25 ოქტომბერს ევროლიგაზე ყველაზე დიდი სხვაობა, +29 ქულა საფრანგეთში დაფიქსირდა - "შალონმა" ისრაელის "მაქაბისთან" 61:90 წააგო
25 ოქტომბერს ევროლიგაზე ყველაზე დიდი სხვაობა, +29 ქულა საფრანგეთში დაფიქსირდა - "შალონმა" ისრაელის "მაქაბისთან" 61:90 წააგო.

მწვრთნელმა დევიდ ბლატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი ოსტატობა: მეორე პერიოდში, მაშინ, როცა მისი გუნდი ათი ქულით დაწინაურდა, ფრანგებს მოედნის მთელ სიგრძეზე პრესინგი დაუწესა, რომლის გარღვევა შალონელებმა ვერ შეძლეს, შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. შესაბამისად, მეორე ათწუთეული მაქაბელებმა 27:13 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. საოცარი დამთხვევაა: სწორედ იმდენი წუთი ითამაშა, რამდენიც თორნიკე შენგელიამ; იმდენი ჩააგდო, რამდენიც თორნიკემ და იმდენჯერ მოხსნა, რამდენჯერაც შენგელიამ. მოკლედ: 12 წუთი, 3 ქულა, 5 მოხსნა.

თუმცა გიორგის ქულათა გრაფაში უფრო მაღალი ციფრის ჩაწერაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოები უჩვეულოდ არაზუსტად ისროლა - 5-დან 1 გამოიყენა.

მეოთხე პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი შერმადინის ჩატენვა იყო, რომელსაც ფრანგების მხრიდან წესების დარღვევა მოჰყვა.

38-ე წუთზე გიორგიმ ტრიალში ნახევარკაუჭით ისროლა, რასაც ფრანგმა კომენტატორებმა ასეთი შეფასება მისცეს - შერმადინი, როგორც აბდულჯაბარიო, თუმცა ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია.

მატჩის ბომბარდირი 17 ქულით მაქაბელი დევიდ ლოგანი გახდა.

კიდევ ერთი მსგავსება შენგელიასთან: შერმადინის გუნდსაც სამი მოგება აქვს, თუმცა ევროლიგაზე მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 26 ოქტომბერს ამ შეჯიბრებაში ორ-ორი წაგების მქონე "კანტუ" (მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი) და "მონტეპასკი" (ვიქტორ სანიკიძის) ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა