საქართველოს ნაკრებისა და "ილიჩევეცის" ფეხბურთელი სანაკრებო და საკლუბო თემებზე საუბრობს
დავით თარგამაძე მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად. იგი გამორჩეულია ეროვნულ გუნდშიც და უკრაინულ "ილიჩევეცშიც".

ჩვენი ეროვნული გუნდის 23 წლის ნახევარმცველი "ლელოს" რესპონდენტია და სანაკრებო და საკლუბო თემებზე ესაუბრება.

როგორც თარგამაძისგან შევიტყვეთ, გამორიცხული არ არის, ზამთარში "ილიჩევეცზე" უფრო ამბიციურ კლუბში აღმოჩნდეს.

- პირველ რიგში, ოქტომბრის სანაკრებო მატჩები შევაფასოთ...

- არ ვიტყოდი, რომ ფინეთსა და ბელორუსში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ფაქტია, ამ ორი მატჩის ჯამში არადამაკმაყოფილებელი შედეგი ვაჩვენეთ. ფინეთში გამარჯვების მშვენიერი შანსი გავუშვით ხელიდან, ბელორუსში კი პირველივე ტაიმში ორი უაზრო გოლი მივიღეთ და ამან თამაშის გადარჩენის შანსი მოგვისპო.

- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?

- საკუთარ თავზე საუბარი გამიჭირდება. ამაზე სჯობს, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა იმსჯელონ. ზოგადად კი იმას ვიტყვი, რომ საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვარ და რასაც უნდა მივაღწიო, არასდროს დავკმაყოფილდები.

- გრძნობ იმ ტვირთს, რასაც ნაკრების ლიდერობა ჰქვია?

- მოხარული ვარ, თუ გულშემატკივრები ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად მიმიჩნევენ. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს და შევეცდები, ბევრი ვიშრომო ამ ნდობის გასამართლებლად. არა მხოლოდ ლიდერობა, არამედ ნაკრების წევრობაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

- როგორც ფეხბურთელს, რა შეგძინა ნაკრებში გატარებულმა პერიოდმა?

- პირველ რიგში, უდიდესი გამოცდილება, რამაც კარიერაში დიდად შემიწყო ხელი. ნაკრები არცთუ ხშირად თამაშობს და ამის გამო თითოეული ფეხბურთელი ვალდებულია, გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯოს. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ნაკრების წევრობა შემდგომშიც დავიმსახურო.

- მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება რამდენად რეალურად მიგაჩნია?

- დღეისთვის სწორედ მესამე ადგილზე ვართ და ყველა შანსი გვაქვს საიმისოდ, ეს პოზიცია რომ განვიმტკიცოთ. დარჩენილ მატჩებში თავს არ დავზოგავთ იმისთვის, რომ ქულათა მარაგი შევივსოთ და ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.

- აქვს საქართველოს ნაკრებს იმის პერსპექტივა, უახლოეს მომავალში დღევანდელზე უფრო წარმატებულ გუნდად რომ ჩამოყალიბდეს?

- უდავოდ აქვს, პირადად მე ამის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ. ვფიქრობ, ამას ხალხიც ამჩნევს და სანაკრებო მატჩებზე გულშემატკივართა რაოდენობა ამიტომაც გაიზარდა. წინსვლის იმედი ყველას გვაქვს, საქართველოს ნაკრებმა შედეგები აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს.

- წესით, საკლუბო კარიერით უკმაყოფილო არ უნდა იყო...

- უკმაყოფილების საფუძველი მართლაც არ მაქვს. მე და თორნიკე ოქრიაშვილი "ილიჩევეცის" ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვთამაშობთ და კარგი პრესაც გვაქვს. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობთ, თუმცა ფეხბურთელი მაქსიმალისტი უნდა იყოს და მეც და თორნიკესაც უფრო მაღალ დონეზე გვსურს ძალების მოსინჯვა.

- დონეცკის "შახტარი" ხომ არ გეგმავს თქვენს დაბრუნებას?

- შესაძლებელია, ზამთარში მე და ოქრიაშვილი "შახტარში" მართლაც დავბრუნდეთ. შეიძლება, ახლო წარსულში მზად არ ვიყავით დონეცკელთა ძირითადში მოსახვედრად, ახლა კი ორივე ვგრძნობთ, რომ საამისოდ რეალური შანსი გვაქვს.

რა თქმა უნდა, "შახტარში" დამკვიდრება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მე და თორნიკე ამ გამოწვევისთვის მზად ვართ.

- "ილიჩევეცი" მიზნად რას ისახავს?

- საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას, ანუ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას. ჯერჯერობით მერვე ადგილზე ვართ, მაგრამ ხუთეულში შესვლის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს.

- ალბათ, ისიც გიფიქრია, რომ შენი სტილის ფეხბურთელისთვის "ცოტა სხვანაირ" ლიგაში თამაში უმჯობესი იქნებოდა...

- ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ესპანეთში ან ჰოლანდიაში, მაგრამ რეალისტი ვარ და არსებული ვითარებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო. გარკვეული პერიოდის წინ იყო საუბარი ჩემს "ვიტესში" გადასვლაზე, მაგრამ კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kagawa
ყველაზე პოპულალური ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი... ხარ ფეხბურთით დაინტერესებული? გინდა საკუთარი გუნდი გააცნო მსოფლიოს? გინდა,რომ შენი ნიჭი,როგორც მწვრთნელი გამოამჟღავნო? მაშინ დარეგისტრირდი http://trophymanager.com/?c=2546166 შეასრულე ყველა დავალება,რასაც კი შენი ასისტენტი გეტყვის და შენ თვითონ დარწმუნდი ამ ონლაინ მენეჯერის სიძლიერეში! შენ გყავს შენი გუნდი,რომლითაც იწყებ საქართველოს უდაბლეს ლიგაში თამაშშ.. შენი მიზანია ააყვავო შენი გუნდი...ასევე ლიგის თამაშების გარდა იმართება თასის,სწრაფი ამხანაგური მატჩები და ამხანაგური ლიგები... მოკლედ დარეგისტრირდით არ ინანებთ!
ku2
კარგი ბიჭები არიან და შახტიორში გაფუჭდებიან, დუბლებში მოუწევთ ჯდომა! სამართლიანად თუ უსამართლოდ დუბლებში ჯდომა სპობს ფეხბურთელს! ნუთუ ეს მათ არ იციან? ცეზარის სიტყვებია: მირჩევნია აქ სოფელში ვიყო პირველი, ვიდრე რომში მეორეო!
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები