ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა. IX ტურის წინ: ლიდერები მადრიდში, მადრიდელები კუნძულზე

ლა ლიგა. IX ტურის წინ: ლიდერები მადრიდში, მადრიდელები კუნძულზე

ჩემპიონატის ერთი ლიდერი მადრიდში ჩადის - "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოს" გამოცდის
ჩემპიონატის ერთი ლიდერი მადრიდში ჩადის - "ბარსელონა" "რაიო ვალეკანოს" გამოცდის, ხოლო მეორე ლიდერი "ატლეტიკო" მადრიდში აუტსაიდერ "ოსასუნას" დაუხვდება.

როგორც ჩანს, ნაკლებად უნდა ველოდოთ ორ-ხელისუფლებიანობის დარღვევას. აი, ჩემპიონს კი არცთუ იოლი გასეირნება ელის ბალეარის კუნძულებზე, ტურისტული სეზონი დასრულებულია, ეს კი სამუშაო გასვლაა, ჟოზე მოურინიოს მეტი ქულის დაკარგვის უფლება, ალბათ, აღარ აქვს.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ გალისიური დერბიც, რომელიც შარშან სეგუნდაში გაიმართა, წლეულს კი "სელტაც" და "დეპორტივოც" ელიტას დაუბრუნდნენ.

ტიტომ დაცვას უნდა მიხედოს

"ბარსელონა" მადრიდის გარეუბანში ჩადის საუკეთესო ბომბარდირით, რომელსაც სულ 4 გოლი აკლია პელეს რეკორდამდე, საუკეთესო სტარტით ლა ლიგაში, გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურიდან, მაგრამ უზარმაზარი პრობლემით - ბოლო სამ ტურში კატალონიელებმა 8 გოლი (!) გაუშვეს.

დაცვის ცუდი თამაში სახეზეა და ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ის საკადრო პრობლემებმა შვა: დაცვის ძირითადი კვარტეტიდან ტრიო (დანი ალვეში, კარლეს პუიოლი და ჟერარდ პიკე) ტრავმირებულია.

ამათგან ალვეშმა და პიკემ ვარჯიში განაახლეს და "რაიო ვალეკანოსთან" თამაშის შანსიც აქვთ. ბოლო ცნობებით, ბრაზილიელი მცველი უთუოდ იქნება გუნდის განაცხადში. აი, კაპიტან პუიოლსა და ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარას კი მოცდა მოუწევთ.

ტრავმებს დაცვაში ერთი გაუგონარი პრობლემაც შეემატა, დანი ალვეში ფლანგზე მარტინ მონტოიამ ურიგოდ არ შეცვალა, მაგრამ მარტინს პრობლემები აქვს... სამართალდამცველებთან. ახალგაზრდა ფეხბურთელს ერთ-ერთი მადრიდელი ტაქსისტი უჩივის და ამტკიცებს, რომ მონტოიამ მას საფულე "აწაპნა", ეს კი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მოხდა.

"ელვებს" პიტი და დავიდ კობენიო დააკლდებათ. მცველმა ხორდი ამატმა და ფორვარდმა ნიკი ბილე ნილსენმა ვარჯიში განაახლეს, თუმცა ამ უკანასკნელის თამაში მაინც საეჭვოა. ცენტრალური მცველი მიკელ ლაბაკა დისკვალიფიცირებულია "ესპანიოლთან" მატჩში გაძევებისთვის.

წინა ტურში გააძევეს ხავიერ მასკერანოც, თუმცა მას თამაშის შანსი აქვს, რადგან "ბარსამ" საჩივარი შეიტანა და კომისიის პასუხს ელის. "ელვები" ცუდ ფორმაში არიან, მათ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 წააგეს. ბოლოს "რაიომ" "ბარსელონას" 2002 წელს მოუგო - 1:0.

სხვათა შორის, "ელვების" 4 ფეხბურთელი (რუბენ მარტინესი, ხოსე მანუელ კასადო, სერხიო როდრიგესი და რობერტო ტრაშორასი) "ბარსას" აღზრდილია.

მადრიდელთა თავკაცი პაკო ხემესი ამბობს, რომ მარტო ლიონელ მესის განეიტრალებით "ბარსელონასთან" დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელია: "ყველაზე მეტად მომავალი მეტოქის ერთიანობის, ერთ გუნდად შეკრულობის მეშინია.

რა თქმა უნდა, მესი უპირველესი საფრთხეა, მაგრამ ის არ არის "ბარსას" ერთადერთი იარაღი, კატალონიელებს გუნდში ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მოკლედ, მძიმე ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი. მაგალითად, პედრო ავიღოთ - ასეთი სწრაფი ფეხბურთელი პირადად არასოდეს მინახავს", - განაცხადა ხემესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

სავარაუდო შემადგენლობები

რაიო ვალეკანო: რუბენი - ტიტო, გალვესი, ამატი, კასადო - ფუეგო, ტრაშორასი - ხოსე კარლოსი, ლეო კარილიო, ადრიანი - ა. დომინგესი.

ბარსელონა: ვალდესი - ადრიანო, პიკე, სონგი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, პედრო.

ჩავი და იკერი დააჯილდოვეს

გუშინ "ბარსელონას" და "რეალის" ვარჯიშს თითო კაცი დააკლდა, ორივე ქალაქ ოვიედოში გაემგზავრა ძალიან პრესტიჟული ჯილდოს მისაღებად. ჩავი ერნანდესი და იკერ კასილიასი ესპანური ფეხბურთის განვითარებაში უდიდესი ღვაწლის გამო ასტურიის პრინცის ორდენით დაჯილდოვდნენ.

საღამოს, ოვიედოს "ტეატრო კამპოამორში" დიდი ღონისძიება გაიმართა - სპორტის დარგში პრიზი კი ამ დუეტმა მოიგო. სხვათა შორის, ჩავიმ "ბარსას" პირველი ვარჯიში არ გამოტოვა მიუხედავად იმისა, რომ ტიტო ვილანოვამ ის გაანთავისუფლა.

სამეფო პრობლემები

"რეალს" გერმანიაში სილა გააწნეს - მადრიდელებმა ამ სეზონში უკვე 4-ედ წააგეს (2-ჯერ ლა ლიგაში), ეს კი მეტისმეტია, როცა საუბარია 13 მატჩზე. არც "მალიორკასთან" ვიზიტი ჩანს იოლი.

ხოაკინ კაპაროსმა კარგი გუნდი ააწყო, რომელიც 11 ქულით ცხრილის ზედა ნაწილშია. ხუთშაბათს ჟოზე მოურინიომ გუნდი დაასვენა, ვარჯიშები გუშინ განახლდა. დორტმუნდში ტრავმა გაუმიზეზდა სამი ხედირას, მან შეცვლა პირველივე ტაიმში მოითხოვა. ექიმთა დასკვნით, გერმანელს კიდევ 2 კვირა უნდა ველოდოთ.

ასე რომ, ჩაბი ალონსოს სავარაუდოდ ისევ ლუკა მოდრიჩი შეუწყვილდება, რადგან მიკაელ ესიენი ისევ მარცხენა ფლანგზეა საჭირო, სადაც კვლავ ვერ ითამაშებენ ტრავმირებული მარსელო და ფაბიო კოენტრაო. "რეალს" არც მთავარი მარჯვენა მცველი ეყოლება, ალვარო არბელოაც ლაზარეთშია.

კოენტრაომ და არბელოამ ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლეს, თუმცა ამ ტურში ვერ ითამაშებენ. სერხიო რამოსს კიდევ ერთხელ მოუწევს ფლანგზე გადასვლა, ცენტრში კი პეპეს ისევ ფრანგი რაფაელ ვარანი შეუწყვილდება, რადგან, როგორც ჩანს, რაულ ალბიოლს მოურინიო აღარ ენდობა.

იტალიური პრესა წერს, რომ იანვარში მოურინიო ისედაც გადატვირთულ შუახაზს "რომას" დანიელე დე როსის შეძენით კიდევ უფრო გადატვირთავს.

მესის და რონალდოს დონის

"ატლეტიკო" "ოსასუნას" მიიღებს და კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს თავის გამოჩენის მორიგი შანსი ექნება. დიეგო სიმეონე თავის ლიდერს ზოგავს და ევროთასებზე (სადაც "ატლეტიკო" რეკორდს რეკორდზე ამყარებს) სრული დატვირთვით არ ათამაშებს.

აი, რა თქვა ახლახანს "ატლეტიკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, პორტუგალიელმა პაულუ ფუტრემ: "რადამელი უკვე გახდა ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს დონის ფეხბურთელი. დროა, საფეხბურთო საზოგადოებამ ეს შეამჩნიოს, დუეტი ტრიოდ იქცა".

სხვათა შორის, 26 წლის ცენტრფორვარდის მომავალს მედია ახლა უკვე "ჩელსის" უკავშირებს. იანვარში ლონდონელები სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს შესთავაზებენო.

"ატლეტიკო" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩი მოიგო და ნავარულ კლუბთანაც უპირობო ფავორიტია, თუმცა ვინც ამ კლუბების დაპირისპირების ისტორიას იცნობს, ისიც ეცოდინება, რომ "როხიბლანკოსთვის" "ოსასუნა" ყოველთვის "კერკეტი კაკალია".

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ მესამეადგილოსანი "მალაგას" ვიზიტს ბარსელონაში, "ესპანიოლთან" და არაგონულ-ანდალუსიურ დაპირისპირებას "სარაგოსასა" და "სევილიას" შორის. მიჩელის გუნდს კარგი სტარტი გამოუვიდა - 14 ქულით მე-5 ადგილზეა.

ლა ლიგა. IX ტური

27 ოქტომბერი

ესპანიოლი-მალაგა 18:00

დისკვალიფიკაცია: კოლოტო

ტრავმა: ლოპესი, ალბინი - ბუონანოტე, ბაპტიშტა, ტულალანი, ს. სანჩესი (?), მონრეალი (?)

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +8=1-13, (28-38)

ბეტისი-ვალენსია 20:00

დისკვალიფიკაცია: ფეგული (ვალ)

ტრავმა: ფაბრისიო, ჩიკა, პოსუელო (?) - კანალესი, გუაიტა (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +6=6-20, (30-53)

სელტა-დეპორტივო 22:00

ტრავმა: ინსა - პაბლო, ბოდიპო

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +8=8-12, (26-39)

ვალეკანო-ბარსელონა 00:00

დისკვალიფიკაცია: ლაბაკა - მასკერანო

ტრავმა: პიტი, კობენიო, ნილსენი, არანა - ალვეში, მუნიესა, ალკანტარა, კვენკა, აბიდალი, პუიოლი, პიკე (?)

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +3=4-9, (14-40)

28 ოქტომბერი

სარაგოსა-სევილია 15:00

ტრავმა: არანდა, ობრადოვიჩი, პინტერი - ტროხოვსკი, კოკე

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 28 თამაში: +9=5-14, (34-48)

ლევანტე-გრანადა 19:00

დისკვალიფიკაცია: ირინეი, ბენიტესი (გრან)

ტრავმა: დუდკა - ფლორესი, ფ. რიკო, რომერო, იებდა

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +1=0-1, (4-3)

ბილბაო-ხეტაფე 20:50

დისკვალიფიკაცია: ანდერი (ბილ)

ტრავმა: გალარეტა, მუნიაინი (?) (ბილ)

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +4=7-5, (15-16)

ატლეტიკო-ოსასუნა 22:45

ტრავმა: არდა თურანი (?) - ბერტრანი

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +10=5-11, (26-27)

მალიორკა-რეალი 00:30

ტრავმა: მარკესი, ჟოაო ვიქტორი, ხიმენესი, ლოპესი, ნუნიეში - მარსელო, კოენტრაო, არბელოა

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 32 თამაში: +9=5-18, (36-57)

29 ოქტომბერი

ვალიადოლიდი-სოსიედადი 00:30

დისკვალიფიკაცია: მანუჩო (ვალ)

ტრავმა: სასტრე, რუბიო (?) - ზურუტუზა, ელუსტონდო, ბრავო

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 22 თამაში: +6=5-11, (22-36)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ბარსელონა

8

7

1

0

24-11

22

2.

ატლეტიკო

8

7

1

0

19-8

22

3.

მალაგა

8

5

2

1

13-5

17

4.

რეალი

8

4

2

2

16-7

14

5.

ბეტისი

8

4

1

3

12-13

13

6.

ლევანტე

8

4

1

3

9-13

13

7.

მალიორკა

7

3

2

2

8-6

11

8.

სევილია

7

3

2

2

8-7

11

9.

ვალენსია

8

3

2

3

11-11

11

10.

ვალიადოლიდი

8

3

1

4

12-9

10

11.

ხეტაფე

8

3

1

4

8-11

10

12.

ვალეკანო

8

3

1

4

11-17

10

13.

სელტა

8

3

0

5

9-10

9

14.

სარაგოსა

8

3

0

5

7-10

9

15.

სოსიედადი

8

3

0

5

8-12

9

16.

გრანადა

8

2

2

4

7-12

8

17.

ბილბაო

8

2

2

4

11-17

8

18.

დეპორტივო

8

1

3

4

13-19

6

19.

ესპანიოლი

8

1

2

5

11-15

5

20.

ოსასუნა

8

1

2

5

7-11

5

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა