26 ოქტომბვერს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური რეგიონებში გაიხსნა
26 ოქტომბვერს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური რეგიონებში გაიხსნა.

"რუსთავმა" "სამედიცინოს" უმასპინძლა, ხოლო "ბათუმმა" - "დინამოს". ქვემო ქართლსა და აჭარაში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამ იყო: ჩვენეული სენი ახალ ფაზაში შევიდა - თუ საჯარიმოებს ზოგიერთი გუნდი მეტად დაბალი შედეგიანობით სტყორცნიდა, გუშინ "დინამოს" გარდა ყველამ ცუდად ისროლა. რუსთაველებმა 32-დან 18 ჩააგდეს, "მედიკოსებმა" - 12-დან 6, ხოლო ბათუმელებმა - 22-დან 8.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სტატიკური მდგომარეობიდან ტყორცნების უზუსტობა, ამაზე მსჯელობა ცალკე შეიძლება, აქ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ამ კომპონენტს სერიოზული მიხედვა სჭირდება.

ვერ ვიყვით, საჯარიმოების გაცუდებამ გუშინდელ შეხვედრებზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ თანაბარ თამაშში თითო რეალიზებულ საჯარიმოს რომ ოქროს ფასი აქვს, ამაში მკითხველიც დაგვეთანხმება.

26.10. ბათუმი

ბათუმი-დინამო 53:69

ბათუმი: 14 8 16 15

დინამო: 17 18 15 19

ბათუმი წთ მ პ შ ჩ დ ქ

ემირიძე 3 0 0 0 0 0 0

მაისურაძე 24 4 2 0 1 1 5

რამიშვილი 31 3 3 2 0 0 6

ნანიტაშვილი 35 2 1 1 1 0 16

ელიაშვილი 26 6 0 3 2 0 5

სიგუა 20 0 1 1 1 0 0

ყველაშვილი 19 6 0 1 2 1 10

კეშელავა 33 6 1 1 0 0 11

ბაკურიძე 1 2 0 0 0 0 0

კენჭოშვილი 1 0 0 0 0 0 0

კოკობინაძე 1 0 0 1 0 0 0

დინამო წთ მ პ შ ჩ დ ქ

კარიმი 35 9 3 2 1 0 26

ლეჟავა 29 3 1 3 0 1 4

ჩიკვილაძე 25 7 3 2 0 0 9

ლილუაშვილი 4 2 0 0 0 0 0

ჩოჩია 10 1 1 1 0 0 2

ნინიაშვილი 18 8 0 1 0 1 7

კეიდია 13 3 2 2 0 0 4

ორმოცაძე 13 2 0 2 0 0 0

გელაზონია 3 0 0 0 0 1 4

ოლუიჩი 30 10 2 2 1 8 10

კლეიმენი 13 5 0 1 0 0 3

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე

მილანი

"დინამო" აღარ ხუმრობს. თუ შემადგენლობას გედავხედავთ, ამ გუნდს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთა კოჰორტას ვერ მივაკუთვნებთ, მაგრამ შემადგენლობა იმდენად კარგადაა დაბალანსებული, ახალგაზრდული ჟინი და გამოცდილება ერთმანეთს ისე კარგად ერწყმის, რომ დღესვე შეგვიძლია ვთქვათ - ჩემპიონობის უპირველეს მაძიებლებსაც გაუჭირდებათ დინამოელთა წინააღმდეგობის დაძლევა.

ლოგიკურია, რომ დიღმელებმა ზღვისპირეთიდან ორი ქულა წამოიღეს. "ბათუმში" ხომ კიდევ უფრო ახალგაზრდული შემადგენლობაა და თუ არ გაძლიერდა, მხოლოდ ორი-სამი "თანატოლი" გუნდის წინააღმდეგ ექნება გამარჯვების შანსი.

აჭარლებს განსაკუთრებით ფარქვეშ გაუჭირდათ. მათ სტუმრებთან მოხსნებში 40:53 დათმეს. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა "დინამოს" სერბი ლეგიონერის მილან ოლუიჩის დაცვის გარღვევა, რომელმაც ბურთი 10-ჯერ მოხსნა, ხოლო ბათუმელებს რვაჯერ დაუფარა.

თუ იმასაც დავამატებთ, რომ მილანს 10 ქულა მოუგროვდა, შეგვიძლია დავწეროთ - სამმაგ დუბლამდე ორი დაფარება დააკლდა. 8 ბლოკ-შოტი მიმდინარე სუპერლიგის რეკორდია.

აბსოლუტური რეკორდიც ოლუიჩის ანგარიშზეა. მან გასულ სეზონში 11 დაფარება გაიფორმა. მატჩის ბომბარდირი "დინამოს" უკანახაზელი ლამარ ქარიმი გახდა, რომელმაც 26 ქულას მოუყარა თავი და ამ კომპონენტში საშუალო მაჩვენებლით სუპერლიგაში პირველია - 27.

26.10. რუსთავი

რუსთავი-სამედიცინო 79:57

რუსთავი: 14 14 26 25

სამედიცინო: 21 6 11 19

რუსთავი წთ მ პ შ ჩ დ ქ

ბოუი 30 5 4 1 4 0 20

ცეკვავა 30 3 5 3 1 0 8

აბაიშვილი 13 3 2 1 1 0 2

ჩაჩანიძე 10 0 0 1 3 0 7

გუგავა 3 1 0 0 0 0 0

ნელსონი 25 5 1 2 0 0 13

ჭოჭუა 29 4 2 1 3 1 14

ტუჯანი 22 10 2 1 1 1 3

ათანელიშვილი 13 4 0 1 1 0 3

ხმელიძე 19 3 0 2 3 0 9

სამედიცინო წთ მ პ შ ჩ დ ქ

ჯიქია 4 1 0 5 0 0 0

არწივიძე 7 0 0 5 1 0 0

ტუკვაძე 20 5 0 4 2 2 4

გაბისონია 17 5 1 1 2 0 10

ლ. რევაზაშვილი 23 5 3 2 0 0 0

კევლიშვილი 2 0 0 0 0 0 1

გაფრინდაშვილი 27 4 6 4 2 0 4

მაისურაძე 25 5 1 2 2 0 6

ფერიაშვილი 20 2 0 1 0 0 8

გ. რევაზაშვილი 21 5 0 1 0 0 11

კორძაძე 7 4 0 1 0 0 4

ჭიჭვეიშვილი 20 4 0 0 1 1 9

ბოუი

მატჩის წინ ტელევიზიით რუსთაველთა კომენტარები მოვისმინეთ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ - "სამედიცინოს" აუცილებლად დავამარცხებთო. როგორც წესი, ასეთ თავდაჯერებას უარყოფითი შედეგი მოაქვს.

არ ვამბობთ, გუნდები წაგებით ისჯებიანო, არც "რუსთავი" დამარცხებულა, მაგრამ ქვემოქართლელებმა პირველი მეოთხედი კი დათმეს - 14:21. მხოლოდ დიდი შესვენებისთვის მოახერხეს "მედიკოსთა" გადასწრება - 28:27. მესამე პერიოდისთვის მასპინძლებმა თამაში საბოლოოდ დაალაგეს და გამარჯვებულის ბედიც, ფაქტობრივად, სირენამდე 10 წუთით ადრე გადაწყვიტეს.

შეხვედრის სნაიპერობა აქაც ლეგიონერმა იკისრა, რუსთაველმა ნეით ბოუიმ 20 ქულა ჩააგდო.

საინტერესოა, რომ მესამე ტურში, 3 ნოემბერს გუშინდელ გამარჯვებულებს სერიოზული გამოცდა ელით - "დინამო" და "რუსთავი" ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან. მეორე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა კი დღეს სპორტის სასახლეში გაიმართება.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):

- პირველ ტაიმში სათანადო მობილიზება ვერ მოვახერხერთ, თუმცა მეორე ნახევრიდან თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა და დამსახურებულად ვიმარჯვეთ. ბიჭებმა დავალებებს თავი კარგად გაართვეს, თუმცა ეს არ არის მაქსიმუმი და უკეთეს შედეგს ველოდები. ტრავმების გამო მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს ზურაბ მაჭავარიანმა და გაგა არაბულმა. ისინი გუნდს მომავალი კვირიდან შეუერთდებიან.

კახა შენგელია ("სამედიცინოს" მწვრთნელი):

- მიუხედავდ მარცხისა, მიმაჩნია, რომ დღეს ჩემმა გუნდმა უკეთესად იასპარეზა ვიდრე პირველ ტურში "ქუთაისთან". სამ მეოთხედში ვიბრძოდით, თუმცა საბოლოოდ ძალა არ გვეყო.

"რუსთავს" წლეულს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. რაც შეეხება "სამედიცინოს", სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და ვიმედოვნებ რომ მატჩიდან მატჩამდე უკეთ შევთამაშდებით და უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველ ადგილსაც დავიკავებთ. ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევა რეალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] მამუკელაშვილი V ბითაძე - "ტორონტომ" 21-ქულიანი ქამბექი შეასრულა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?