"დინამოს" ყოფილი დირექტორატის წევრი კლუბის დაბრუნების საკითხზე საუბრობს
"დინამოს" თემას გაგრძელება ექნებაო, ვივარაუდეთ და ასეც გამოდგა. ჩვენი რესპონდენტი ლერი სულაბარიძე გახლავთ, იმ "დინამოს" დირექტორატის წევრი, რომილიც ახლა კლუბის დაბრუნებას აპირებს "დინამო თბილისის" მეპატრონე რომან ფიფიასგან.

სულაბერიძე "დინამოს" შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც იყო იმ პერიოდში, როცა ამ ორგანიზაციას მერაბ ჟორდანია თავკაცობდა.

მაშ ასე, რას აპირებს კლუბის ყოფილი დირექტორატი და რა პოზიცია აქვს ჟორდანიას ერთ-ერთ მეგობარს "დინამო თბილისის" ამასწინდელი განცხადების თაობაზე...

- 1992 წლიდან "დინამოს" დირექტორატის წევრი გახლდით, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო ბოლო ექვსი თვე, სანამ "დინამოს" წაგვართმევდნენ, კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი.

გავეცანი "დინამო თბილისის" განცხადებას და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია. ამ განცხადებით "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია ფაქტობრივად იმას ამბობს, რომ "დინამო" კეთილსინდისიერად შეიძინა.

ვიცი, რომ მას ამ კლუბის შეძენაში ფული არ გადაუხდია და თავი რომ მოაქვს იმით, ამდენ ფულს ვხარჯავ "დინამოშიო", მაგაზე გეტყვით, რომ ის თავის ჯიბიდან არ ხარჯავს ფულს, კარგად ვიცი, საიდან და რის შედეგად ფინანსდება "დინამო თბილისი".

- იქნებ გვითხრათ, მაშინ რა წყაროდან ფინანსდება "დინამო თბილისი"?

- ამჯერად ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ფიფიას კი ამ პოზაში ყოფნას არ ვურჩევ. ფიფია არ მიმაჩნია "დინამოს" კეთილსინდისიერად შემძენად. როცა რაღაც ნივთს იღებს, მისი წარმომავლობა უნდა იკითხო.

ფიფიამ ძალიან კარგად იცოდა "დინამოს" წარმომავლობა, იცოდა, რომ წართმეულ, ნაქურდალ, ნაყაჩაღარ რაღაც იღებდა და ამის შემდეგ, როგორ უნდა იყოს ის "დინამოს" კეთილსინდისიერი შემძენი?! "დინამოს" გამო არაერთი ადამიანი გააუბედურეს, ციხეში ჩასვეს და ასეთ კლუბს რომ იღებ, ეს არის კეთილსინდისიერება?!

გამიკვირდა "დინამო თბილსის" წარომადგენლის ლაშა დვალიშვილის სატელევიზიო განცხადებაც. განა მან არ იცის, რა ხდებოდა "დინამოს" გარშემო?!

- რა იურიდიული პროცედურებით აპირებთ თქვენი ინტერესების დაცვას?

- როცა დინამო 2001 წელს წაგვართვეს, გუნდს სახელი შეუცვალეს და "დინამო თბილისი" დაარქვეს. ეს იმის აღიარება იყო, რომ ახალი წარმონაქმნი არ იყო "თბილისის დინამოს" სამართალმემკვიდრე, 1981 წლის თასების თასი და სხვა ტიტულები ამ ახალ კლუბს, "დინამო თბილისს" არ ეკუთვნოდა.

გარდა ამისა, რა გამოვიდა: 2000-01 წლების სეზონის პირველ ეტაპზე "თბილისის დინამომ" ითამაშა, ხოლო ,მეორე ეტაპზე სხვა გუნდმა, "დინამო თბილისმა".

- ანუ ჯერ სამოქალაქო სასამართოლში არ აპირებთ ამ საქმის წარმოებას და სპორტული მიმართულებით შეეცდებით თქვენი ინტერესების დაცვას?

- დიახ, სპორტული მხარე ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1992 წლიდან 2001 წლამდე "დინამოს" დირექტორატის წევრებს ფული სახლიდან მიგვქონდა კლუბში.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ. რომ ჟორდანიასდროინდელ "დინამოში" ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოსული თანხებს კლუბის დირექტორატის წევრები ინაწილებდნენ...

- ტრანსფერებიდან შემოსული თანხები ვერ ფარავდნენ კლუბის ხარჯებს და იძულებული ვიყავით ჩვენი ფული დაგვეხარჯა. არსებობს ამის მთელი დოკუმენტაცია, თუ რა შემოსავლები გვქონდა და რა ხელფასებს ვუხდიდით ფეხბურთელებს.

"დინამოში" აფხაზეთიდან ლტოლვილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ და თავიანთი ხელფასით რამდენიმე ოჯახს ინახავდნენ.

- როგორ ფიქრობთ, ამ დავაზე რა აზრი აქვს ჩვენს საფეხბურთო სამყაროს?

- ბატონ რომან ფიფიასგან მოვითხოვ, რომ ამ პოზაში ყოფნას თავი დაანებოს. ქართული საფეხბურთო სამყაროს ყველა წარმომადგენელს კი ვთხოვ, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს იმაზე, წართმეული იყო თუ არა "თბილისის დინამო".

- საქმის სპორტული მხარე ახსენეთ. ამის თაობაზე უკვე თუ გქონდათ კონსულტაციები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან?

- დიახ, ასეთი კონსულტაციები უკვე იყო. სამოქალაქო სასამართლოში ამ საქმის წარმოებას არ გავურბივართ, მაგრამ როცა ამდენი ფაქტორი არსებობს, ჯერ საფეხბურთო ოჯახმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე "დინამოს" სახელის დაბრუნებას ვითხოვთ. თუ კიდევ რამე გახდება საჭირო, მერე ამისდა მიხედვით ვიმოქმედებთ.

- "დინამო თბილისის" განცხადებაში ნათქვამია იმაზეც, რომ ცოტა ხნის წინ მერაბ ჟორდანია სტუმრობდა "დინამოს" ბაზას და რომან ფიფიასთან მაშინდელ შეხვედრაში ეს თემა არ წამოჭრილა...

- ეს დაახლოებით ორი თვის წინ იყო და მაშინ იმიტომ არ წამოჭრილა ეს თემა, რომ ზოგადად "დინამოსთვის" ზიანის მიყენება არ გვინდოდა, თუ რამე კარგი გაკეთდება "დინამოსთვის", ამას ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ "დინამო" ისე წაგვართვეს, რომ ადამიანების უბედურების ხარჯზე მოხდა და ამაზე ხელის მოთბობას არავის არ ვურჩევ.

რედაქციისგან: ამ თემასთან დაკავშირებით "ლელო" სიამოვნებით დაუთმობს ადგილს "დინამო თბილისის" პრეზიდენტს რომან ფიფიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

მილეთი მერაბ ჟორდანიას მოლოდინში

მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის, რათა შვიდწლიანი დუმილი დაარღვიოს

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს

სანდრო
ლერი ძაან კაი კაცია:)) თბილისელი და მართლა რო ფეხბურთი უყვარს ისეთი. უნდა დაუბრონონ აბა რაუნდა ქნან!
noshrevani
მარაბას მაკა ასათიანის დაბრუნებაც ხომ არ უნდა??? არა უშავს ცოტა ი------ა!!!!!!
vereli
"...რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ" ვახ, ყურებზე ხახვი არ დააჭრა, რა!
ramo
თურმე სახლიდან მოქონდათ ფულები. დინამო რომ გადასახადებიდან გაანთავისუფლეს ეტყობა აღარ ახსოვს. შემოიტანდი ლუდს თურქეთიდან ან კვერცხს ბულგარეთიდან, დინამოს სახელით. არც განბაჟება არც გადასახადი, სამაგიეროდ ოფიციალური გადასახადის ნახევარს ჩაუდებდი ამ ვაჟბატონებს ჯიბეში. ეხლა ამტკიცებს სახლიდან მომქონდაო. ამაზეა ნათქვამი კუზიანს ცოცხი გაასწორებსო.
va
ვაახ ბიჭო როგორ წამოყვეს თავი ტოო :)) ან რას ბოდავს მართლა? ვინც ამათ დინამო დაუბრუნოს ...
jojo
არ გაგიკვირდეთ სკოლაში არ უვლია
KAIKACI
რას ბოდავს მაინც ვერ გავიგე რა სახელის დაბრუნება უნდა ან ვაბშე აქამდე რა ჭურში იჯდა? ჟორდანია ფიფიას რო შეხვდა ხმა არ ამოუღია ამ თემაზე და ეხლა იფიქრეს იქნება გაგვივარდეს და აშენებული დინამო დავითრიოთო.რა შუაშია 20 წლის წინ დინამო როგორ და რანაირად წაართვეს ეხლა სულ სხვა დროა და კლუბს დამსგავსებულ და აშენებულ დინამოს ამათ არავინ მისცემს ჯობია დააყენონ ერთი ადგილი და როგორც აქამდე იყვნენ ეხლაც ისე იყონ

ახლა ამოიღეთ ხმა ხომ? დინამოს რომ უჭირდა, სულს ღაფავდა და ვერჯიშზე ნაკიდკებს ვერ შოულობდნენ მაშინ რა ხდებოდა? ამ კაცმა დინამოს ბევრი რამ გაუკეთა კარგი .. კარგით რა .. თუ ასეა თქვენ გაქვთ იმის საშუალება რომ დინამო შეინახოთ? ..
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!