26 ოქტომბერს ღამით სერია A-ს მეორეადგილოსან "ნაპოლის" შესახებ ორი ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა
26 ოქტომბერს ღამით სერია A-ს მეორეადგილოსან "ნაპოლის" შესახებ ორი ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა: კლუბის ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს მანიპულაციებში ედებათ ბრალი, უეფამ კი ნეაპოლელებს სოლიდური ჯარიმა დააკისრა.

საქმე ეხება 2009/2010 წლების სეზონის მატჩს, რომელშიც "ნაპოლიმ" გენუის "სამპდორიას" უმასპინძლა და 0:1 წააგო.

16 მაისს მოპოვებული ამ გამარჯვებით გენუელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს და როგორც ირკვევა, კლუბები შედეგზე წინასწარ მორიგდნენ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, "ნაპოლის" ამჟამინდელმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა მატეო ჯანელომ, პაოლო კანავარომ, ჯანლუკა გრავამ და სილვიო ჯუსტიმ გარიგების შესახებ იცოდნენ.

გამოძიება ბარის პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობების საფუძველზე დაიწყო. ჯიანელო და ჯუსტი გარიგებაში სავარაუდოდ უშუალოდ მონაწილეობდნენ, კანავაროს და გრავას კი ეს ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ არ გაახმაურეს, რაც ასევე დანაშაულია.

ამასთან, უეფამ "ნაპოლი" ტიფოზების ცუდი საქციელის გამო 150 000 ევროთი დააჯარიმა და გარდა ამისა, ევროპალიგის მომდევნო საშინაო მატჩში (დნიპროსთან) "სან პაოლოზე" 13 სექტორი ცარიელი იქნება.

ეს აიკ-თან მატჩის შედეგია, რომლის დროსაც ნეაპოლელებს ამ კლუბის ორი ფანი შემოელახათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა