კანდელაკი ექვსწლიანი განშორების შემდეგ სამოყვარულო კრივის ფედერაციაში აპირებს დაბრუნებას
გიორგი კანდელაკი ექვსწლიანი განშორების შემდეგ სამოყვარულო კრივის ფედერაციაში აპირებს დაბრუნებას.

ამ ორგანიზაციას იგი 2002-2006 წლებში ხელმძღვანელობდა.

- გიორგი, მიუხედავად პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტობისა, ვიცით, რომ სამოყვარულო კრივში არსებულ ვითარებაშიც კარგად ჩახედული ბრძანდებით. საინტერესოა, თქვენი მოსაზრება, ამ მიმართულებით ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.

- არა მხოლოდ სამოყვარულო კრივში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, საერთოდ, ქართულ სპორტშია ძალიან ცუდი მდგომარეობა. ოლიმპიური სპორტის სახეობებიდან შედეგების თვალსაზრისით მოგეხსენებათ მხოლოდ მოჭიდავეები იხვეჭენ ტიტულებს, ვინაიდან ჭიდაობა ჩვენთვის ტრადიციულია..

- ვიცით, რომ თქვენი წასვლა კრივის ფედერაციიდან იძულებითი ნაბიჯი იყო.

- საკითხი ასე დაისვა, ფედერაცია ერთ ლარსაც არ მიიღებდა თუ მე დავრჩებოდი პრეზიდენტად. სხვათა შორის, გადადგომაზე განცხადება არც დამიწერია.

რაც პროფესიული კრივის ფედერაციაში ვარ წინ მიგვყავს საქმე. ყველაფერს საკუთარი ხარჯით ვწვდებოდით. გაჭირვებით, მაგრამ მაინც. მიმაჩნია, რომ ფედერაციას პროფესიონალი უნდა ხელმძღვანელობდეს. იქ მერე, რასაკვირველია, მენეჯერსაც აქვს თავისი ფუნქცია, მწვრთნელსაც და ყველა სხვას.

- აპირებთ ფედერაციში კვლავ დაბრუნებას?

- დამიჯერეთ, ბოლო დღეებამდე უარს ვამბობდი, მაგრამ ქართულ კრივში მოღვაწე ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და მთხოვა სამოყვარულო კრივშიც დავბრუნებულიყავი (2006 წლამდე კანდელაკი ორივე ფედერაციას ხელმძღვანელობდა - ვ.ბ). ამიტომ გადავწყვიტე, რომ ფედერაციის სხდომაზე, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს, კენჭი ვიყარო პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.

- პროფესიული კრივის პრეზიდენტობა ხელს არ შეგიშლით ამაში?

- ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სამოყვარულო და პროფესიული კრივის ფედერაციები სულაც გაერთიანებულია. ეს ორი სახეობის სპორტული სტილი, მართალია, განსხვავებულია, მაგრამ მაინც ერთი სფეროა, რომელსაც მე უშუალოდ და ზედმიწევნით კარგად ვიცნობ.

- გიორგი, 15 წელი გავიდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდით. მიუხედავად მაშინ ქვეყანაში არსებული ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობისა და სპორტში ელემენტარული პირობების არქონისა, უნდა ეფიქრათ, რომ დიდი გამარჯვებები მიუღწეველი სულაც არაა. მაგრამ ასე არ მოხდა...

- ჩემი მსოფლიოს ჩემპიონობისას საქართველოში კრივისთვის სახელმწიფო წლიურად 65 ათას ლარს იმეტებდა, თუმცა თითქმის ცარიელი ენთუზიაზმითაც ხერხდებოდა შედეგების მიღწევა.

ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი ზურაბ ფალიანი უშუალოდ ურთიერთობდა სპორტსმენებთან, დადიოდა რეგიონებში, ეცნობოდა მათ პრობლემებს. კარგად იცოდა რა უჭირდა, ან ულხინდა ლამის ყველა მოკრივეს. იგი გვერდში ედგა ყველას. პირველი, თუ ასაკობრივი ნაკრებები დღევანდელზე ძლიერი გუნდები იყვნენ.

- ნაკრები გუნდების დონის ასამაღლებლად რა ღონისძიებებია გასაკეთებელი.

- სხვადასხვა მიმართულებით არის საჭირო მიდგომის შეცვლა. საჭიროა საერთაშორისო შეჯიბრებში ხშირად მონაწილეობა. ასეთი ტურნირების ჩვენთანაც ხშირად გამართვა.

მიმაჩნია, რომ ნაკრები გუნდებისთვის მოსამზადებელი შეკრებები ერთზე მეტი არ უნდა იმართებოდეს უცხოეთში, მით უფრო, თუ ასეთ წვრთნებზე მხოლოდ პირველი ნომრების გარდა სხვების წაყვანის ფინანსური საშუალება არ არსებობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრების რამდენიმე შემადგენლობის (პირველ-მეორე-მესამე ნომრების) ერთად ვარჯიში. ასეთ დროს ისინი ურთიერის დონეს "ზრდიან".

გარდა ამისა, ქართველი სპორტსმენის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, უმჯობესია თუ ლიდერი გამუდმებით იგრძნობს კონკურენტის "სუნთქვას" ზურგსუკან და დაინახავს, როგორ თავგამოდებით ვარჯიშობს ის, წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი სპორტსმენი თავს მოდუნების საშუალებას აძლევს.

- ალბათ, შეკრებების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებაც არ იქნებოდა ურიგო. ამით რეგიონების საკრივო სკოლებში სპორტსმენთა დონეც ხომ ამაღლდებოდა?

- გეთანხმებით. საქართველოს ნაკრებები ძირითადად სწორედ რეგიონების ხარჯზე დგება. საბედნიეროდ, გეოგრაფიაც საკმაოდ ფართო აქვს ქართულ კრივს, კარგი სკოლები გვაქვს ფოთში, ქუთაისში, გორში, ჭიათურაში, ზუგდიდში, თელავში და კიდევ რამდენიმე ქალაქში.

საჭიროა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასაქმებული წარმატებული სპეციალისტების წინა პლანზე წამოწევაც. აუცილებელი არაა, თუნდაც ნაკრებ გუნდებს მაინცდამაინც დედაქალაქში მოღვაწე სპეციალისტი უდგეს სათავეში.

- ბოლო წლებში ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელების ძალიან სწრაფად ცვლის ტენდენციამ იჩინა თავი. თქვენი მოსაზრება როგორია ამასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, მწვრთნელს უნდა მიეცეს გარკვეული დრო სამუშაოდ და არც ისაა მართებული, რომ წარუმატებლობა სულ მთლად მას ბრალდებოდეს. ვფიქრობ, ჯობია, თუ ნაკრებებს მწვრთნელთა საბჭო უხელმძღვანელებს.

თითოეულ ასაკობრივ გუნდს სამი სპეციალისტი მაინც უნდა წვრთნიდეს, რადგან გუნდური მუშაობის მერე მნიშვნელოვანია მოკრივეების ინდივიდუალური დატვირთვა მწვრთნელის ზედამხედველობით.

მწვრთნელთა საბჭოს ხელმძღვანელის კანდიდატურის ვინაობას თქვენის ნებართვით ჯერ არ გავამხელ.

ფედერაციის სათავეში დაბრუნების შემდეგ სამოქმედო პროგრამის თაობაზე უფრო დეტალურადაც სიამოვნებით ვისაუბრებ "ლელოსთან" და მის საშუალებით ქართული კრივის სამყაროსთან, ჩვენი სპორტის ქომაგთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jangiraZe
კრივი დაასამარა ყიფიანმა. შენ კიდევ უფრო დიდი ხნის წინ? კიდევ გინდა პრეზიდენტობააა? სასაცილოა?????
tazo
რამდენი ფედერაციის პრეზიდენტობა გინდა? ან ერთში რა გააკეთე? ან მეორეში რომ იყავიიიი? რა ვეღარ ძღები?
temo
ფალიანი დააბრუნეთ! ვისაც შედეგი ჰქონდა ნაკრებში. პროფრსიონალი ეგაა ძმაო?
datka
რაღა დროს შენი პრეზიდენტობაა. შეჭამე მთელი პედერაცია.შენ და ვოვა ახალკაცმა ვეღარ გაიყავით ბოლოს. იმიტომაც გაგიშვეს. შენი სიმღერა ნამღერია უკვე. ზურა ფალიანი რომ მოგწონს. შენთვითონ რა გააკეთე პრეზიდენტი რომ იყავიიი? შენი დრო აღარ არის.ისედაც ჩამკვდარია კრივი.
mokrive
კვაჩაზესი და კანდელაკის დრო აგარ არის.რამაზ ფალიანის დრო მოდის.როცა იკავით პრეზიდენტები კვაჩაზე და გიორგი,მაშინ უნდა გაგეკეთებინათ საკმე.და არა ის რომ ბავშვებს ართმევდით.ფულებს.ისე დათო კვაჩაზეს მაგივრად ზეგლი დადგით მაგის კაბინეტში,იგივე როლს შეასრულებს.
mzika maisuradze
წარმატებებს გისურვებ ბოლოსდაბოლოს დაუბრუნდება საკარტველოს გირსეული ადამიანები.
moroshkina
იგივენი და ჩვენ! მკვდრეთით აღდგენილებს ჩემი სალამი! ისინი ერთად გაცოცხლდნენ!... ყველა პროფესიონალი გაგდებული ყოფილა და თან დამუნჯებული....
ნინა
ქართულ სამოყვარულო კრივს პატრონი არ ყავს, წლებია არ ტარდება ობიექტური შეჯიბრები, რამოდენიმე პერსპექტიული მოკრივე ყურადღების მიღმაა დარჩენილი, საჭიროა, თუნდაც რეგიონების დონეზე მაინც შეჯიბრებების ჩატარება და ამავე დროს ობიექტურობაც...
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება