შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო ომი უკვე დაიწყო
ბრძოლა "დინამოსთვის" ხელახლა დაიწყო. ჯერ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გაავრცელა განცხადება, მერე კი "დინამო თბილისმაც" უპასუხა ასევე განცხადებით.

ჯერჯერერობით პრესკონფერენცია არც ერთ მხარეს არ გაუმართავს. ჯერი ალბათ "დინამოს" ყოფილ დამფუძნებლებზეა, რადგან სწორედ მათ გააჩნიათ პრეტენზია "დინამოს" დაბრუნებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო ომი უკვე დაიწყო. ბრძოლის კულმინაცია ჯერაც შორია, რაც იყო, ეს უფრო ნიადაგის მოსინჯვას ჰგავდა.

ჟორდანია არ არის კონფლიქტური ადამიანი, მისთვის ღია დაპირისპირება ამა თუ იმ პიროვნებასთან, მოქმედების სტილი არ არის. საკუთარ განცხადებაში ის ამბობს, რომ "სადავო საკითხებს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის, უნდა აგვარებდეს ისევ საფეხბურთო ოჯახი, კომპეტენტური ორგანოების დახმარებით".

განცხადების ბოლოს ჟორდანია იმასაც აღნიშნავს, რომ "მოლაპარაკების არასასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში მხარეები უფლებას იტოვებენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკითხი სასამართლო დავის საგანი გახდეს".

საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანს, ის კლუბის განცხადებაა, სადაც ნათქვამია, რომ "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია გაკვირვებას გამოხატავს ჟორდანიას განცხადებით, მანამდელ შეხვედრებში მსგავსი თემა არ განხილულაო.

არ ვიცი, მანამდე როდის შეხვდნენ ერთმანეთს ჟორდანია და ფიფია, მაგრამ თუ ეს შეხვედრა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებამდე მოხდა, რა თქმა უნდა, ჟორდანია და მისი მეგობრები ამ თემას ვერ წამოჭრიდნენ.

კახა თარგამაძე, ბადრი პატარკაციშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - "დინამოს" უახლეს ისტორიაში ყველაფერი ეს ტივტივებდა და მოდი ნუ იტყვი, რომ "დინამოს თემა" პოლიტიკასთან კავშირში არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, რომან ფიფიამ "დინამო თბილისი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან სიმბოლურ თანხად შეისყიდა თუ გარიგება მილიონები დაუჯდა.

ჟორდანიას თუ მის მეგობრებს ამ საკითხზე საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, ხოლო კერძო საუბრებში რას ამბობენ, მოდით ამას ამჯერად გვერდი ავუაროთ - ბრძოლა "დინამოსთვის" უკვე თითქმის ოფიციალურად არის დაწყებული და ასეთ დროს სიზუსტე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

თუ პატარკაციშვილის ოჯახმა 2011 წელს სიმბოლურ ფასად დაუთმო ფიფიას "დინამო თბილისი", ჩნდება კითხვა: რატომ? პატარკაციშვილს ხომ მილიონები აქვს დახარჯული "დინამოსთვის".

ერთი საკითხიც: თუ "დინამო" გასაყიდად იყო გამოტანილი და ეს ღია ვაჭრობა იყო, მაშინ რატომ არ გამოთქვეს "დინამოს" დაბრუნების სურვილი კლუბის ჟორდანიასდროინდელმა დამფუძნებლებმა?

ამ ყველაფრის გამო ჩნდება ეჭვი: "დინამო თბილისი" არ ექვემდებარებოდა ღია ვაჭრობით გასხვისებას, "დინამო თბილისი" უნდა აეღო იმას, ვინც სასურველი იქნებოდა მაშინდელი ხელისუფლებისთვის.

ისიც საკითხავია, ფიფიამ პატარკაციშვილის ოჯახისგან იყიდა "დინამო თბილისი" თუ კლუბი უკვე სხვის მფლობელობაში იყო.

მოკლედ, გვარიანად რთული საქმე უნდა იყოს. "დინამოს" ყოფილ დამფუძნებლებს თუ მართლა წაართვეს კლუბი, ფიფია ამ საქმეში უბრალოა. თუმცა, შეიძლება, რაიმე კითხვებიც გაჩნდეს...

საზოგადოების აზრი ამ დავასთან დაკავშირებით ალბათ ორად გაიყოფა. ჟორდანია ისეთი პერსონაა, რომ მასზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არსებობს. ფიფიას ჯერ ისე კარგად არ იცნობს საზოგადოება და საფეხბურთო სამყარო, როგორც ჟორდანიას.

რეპუტაციის საკითხი უმნიშვნელო ვერ იქნება. არ არის გამორიცხული, რომ პიარული ბრძოლაც დაიწყოს.

ჟორდანია, მისაღები იყო თუ არა ის საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლებისთვის, არ იყო ხელისუფლების მხრიდან თავსმოხვეული ფიგურა არც "დინამოში" და არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

თავის დროზე მან ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში დავით პეტრიაშვილს მოუგო, რომელსაც ზურგს ბადრი პატარკაციშვილი უმაგრებდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაბრუნდა პატარკაციშვილი საქართველოში.

ფიფიას "დინამოს" მნიშვნელოვანი სპორტული წარმატებები ჯერ არ ქონია. 2011-12 წლების სეზონში გუნდმა სამი მწვრთნელი გამოიცვალა და ევროსაგზურის მიღმა დარჩა. სამაგიეროდ, ფიფიამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა "დინამო თბილისში" და, რა თქმა უნდა, ეს მას აქტივში უნდა ჩავუწეროთ.

თუ დავა სასამართლომდე მივა, სასურველია, რომ ყველაფერი დამოუკიდებელმა, მიუკერძოებულმა სასამართლომ გადაწყიტოს, როცა მოსამართლეს არავინ ეტყვის ზემოდან, საქმე ასე უნდა მოაკვარახჭინოო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ

საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

მილეთი მერაბ ჟორდანიას მოლოდინში

მერაბ ჟორდანია თბილისში ჩამოდის, რათა შვიდწლიანი დუმილი დაარღვიოს

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

ევროკომისია, გაზპრომი, პუტინი.... რუსებმა ამ კომპოტში მერაბ ჟორდანიაც ახსენეს

gurami
ფიფიას გვერდში უნდა დავუდგეთ პროგრესი აშკარაა დინამოში, ბატონ მერაბს კი წარმატებები ვიტესში. სამართლებრივად ბატონი რომანი კეთილსინდისიერი მეპატრონეა დინამოსი, მან კლუბი კანონის სრული დაცვით იურიდიული მესაკუთრუისგან შეიძინა რაც შეეხება ჟორდანიასთვის კომპენსაციის საკითხს ეს ბატონ რომანს საერთოდ არ ეხება და იმან უნდა აანაზღაუროს ვინც მას პრობლემა შეუქმნა. დინამო სახალხო გუნდია, მისი წარმატება გამორჩეულად სასიხარულოა ყოველთვის და კარგი იქნება თუ გულშემატკივართა პოზიციაც გათვალისწინებული იქნება მოდავე მხარის მიერ.
ლადო
ნიკა შე რა იცი რა შევჭამეთ რამე დამადასთურებელი საბუთები თუ გაგაჩნია გამოაქვეყნე
jondo
მაგრად მაინტერესებს თავართქილაძეს რამდენს უხდიან დინამოს და კონკტერულად ფიფიას მიმართებაში ამ ბინძნური სტატიების გამოქვეყნებაში. რაო დავიიიიიიით ხელფასი არ გყოფნის და ზაკაზნოი სტაიებში აკეთებ ფუულს? ჰა შე ქაჯო შენ. საქვეყნოდ დაიცვი და თავი მოიჭერი უკვე
nika
არ არის ეგ სამართლიანი რას ქვია დაუბრუნოს დინამო საერთოდ არ უნდა დაუშვას ხალხმა რო ეგენი ქართულ ფეხბურთში დაბრუნდნენ ჩამეს დინამოს ფულები შემოაკლდათ და მომინდომეს ბიჩებმა ისევ დინამოს დაბრუნება ფუი ჟორდანია გრცხვენოდეს!!!!

კარგი იქნება თუ ჟორდანია ბანდიტივით მოქცევას თავს დაანებეს და თავის საქმეს მიხედავს
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ