ოლიმპიური ჩემპიონი გორელ ბავშვებს შეხვდა

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, რასაკვირველია, ძალიან პოპულარული გახდა და არა მხოლოდ სპორტის გულშემატკივრებისთვისაა მასთან შეხვედრა და საუბარი საინტერესო.

ამ დღეებში ლაშა გორში საზოგადოება "ბილიკს" სტუმრობდა. ეს საზოგადოება ათ წელზე მეტია, ფუნქციონირებს და ზრუნავს სოციალურად დაუცველ, დევნილ ბავშვებზე, ხელს უწყობს მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

ოლიმპიური ჩემპიონი ბავშვებს ესაუბრა, თუ როგორ გაიარა გზა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე და როგორ გაგრძელდა შემდეგ მისი ცხოვრება.

"მთავარია მონდომება, მიზნის დასახვა და ბევრი შრომა მიზნამდე მისასვლელად. მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი არაფერია", - მიმართა პატარებს ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

"ლაშა შავდათუაშვილის სტუმრობამ უსაზღვროდ გაახარა ბავშვები. ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ საამაყო ადამიანთან შეხვედრით.

დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის სტიმულის მიმცემი იქნება მასთან პირადად გასაუბრება.

წარმატებებს ვუსურვებთ ლაშასაც და ჩვენს ბენეფიციარებსაც. ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა", - გვითხრა საზოგადოება "ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის ხელმძღვანელმა კატო ქოთოლაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა