ჯეიმს ჰარდენი "ოკლაჰომადან" "ჰიუსტონში" გადავიდა

ახალი სეზონის წინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ხმაურიანი ტრეიდი განხორციელდა - "ოკლაჰომა-სიტიმ" თავისი ერთ-ერთი ლიდერის, შემტევი მცველის ჯეიმს ჰარდენის "ჰიუსტონში" გაშვება გადაწყვიტა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰარდენმა არ მიიღო კლუბის ახალი შეთავაზება - ოთხწლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 55.5 მილიონი დოლარი. მცველს მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმება სურდა.

ამის შემდეგ "ოკლაჰომას" გენერალურმა მენეჯერმა მაშინვე მიიღო შემტევი მცველის გაცვლის გადაწყვეტილება. გარიგების თანახმად, "ოკლაჰომამ" დაიმატა შემტევი მცველი კევინ მარტინი, ახალბედა ჯერემი ლემბი და 2013 წლის დრაფტში სამი არჩევანის უფლება: ორი პირველ რაუნდში და ერთი მეორეში.

თავის მხრივ, "ჰიუსტონის" რიგები შეავსეს ჰარდენმა, მცველმა დეჟუან კუკმა, ფორვარდმა ლაზარ ჰეივორდმა და ცენტრმა კოლ ოლდრიჩმა.

ვარაუდობენ, რომ "როკეტსი" ოთხშაბათამდე მოაწერს ხელს ჰარდენთან კონტრაქტს, რომელიც ოთხწლიანი იქნება და კალათბურთელი ჯამში 60 მილიონ დოლარს მიიღებს.

სერიოზული პრობლემები აქვს "ნიუ იორკ ნიქსის" მძიმე ფორვარდს ამარე სტაუდმაიერს, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.

როგორც ვარაუდობდნენ, ამარეს აღდგენითი პროცესისთვის ორი-სამი კვირა დასჭირდებოდა და ამ მიზეზით რეგულარული ჩემპიონატის რამდენიმე საწყის შეხვედრას გამოტოვებდა, მაგრამ კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმების შემდეგ სტაუდმაიერმა ფინიქსში გამგზავრება გადაწყვიტა, სადაც ის კონსულტაციას გაივლის თავის ყოფილ მკურნალ ექიმთან.

ამ ამბის შემდეგ "ნიქსის" მწვრთნელი მაიკ ვუდსონი აცხადებს, რომ ახლა არ არსებობს სტაუდმაიერის დაბრუნების ზუსტი თარიღი. ეს შეიძლება ერთი-ორი თვის შემდეგ მოხდეს. ყველაფერი ფორვარდის ექიმის ვერდიქტზე იქნება დამოკიდებული.

ამასობაში დასრულდა წინასასეზონო მატჩები. მოგება/წაგების საუკეთესო შეფარდება "ფილადელფიას" აღმოაჩნდა, ყველაზე უარესი შედეგი კი, როგორც ვწერდით, "ლეიკერსს" აქვს.

გთავაზობთ საგამოფენო მატჩების საბოლოო ცხრილს.

აღმოსავლეთი

ა გ თ მ წ %

1. ფილადელფია 7 6 1 85.7

2. ტორონტო 6 5 1 83.3

3. ჩიკაგო 7 5 2 71.4

4. მაიამი 8 4 4 50.0

5. ინდიანა 7 4 3 57.1

6. ნიუ იორკი 6 3 3 50.0

7. დეტროიტი 8 4 4 50.0

8. ნიუ ჯერსი 6 3 3 50.0

9. ატლანტა 7 3 4 42.9

10. ვაშინგტონი 8 3 5 37.5

11. მილუოკი 8 3 5 37.5

12. ბოსტონი 6 2 4 33.3

13. კლივლენდი 6 2 4 33.3

14 ორლანდო 8 2 6 25.0

15. შარლოტი 8 1 7 12.5

დასავლეთი

ა გ თ მ წ %

1. გ. სტეიტი 7 5 2 71.4

2. საკრამენტო 7 5 2 71.4

3. ჰიუსტონი 7 5 2 71.4

4. მინესოტა 6 4 2 66.7

5. კლიპერსი 8 5 3 62.5

6. იუტა 8 5 3 62.5

7. ოკლაჰომა 7 4 3 57.1

8. ფინიქსი 7 4 3 57.1

9. დალასი 6 3 3 50.0

10. სან ანტონიო 6 3 3 50.0

11. ნიუ ორლეანი 8 4 4 50.0

12. პორტლენდი 7 3 4 42.9

13. დენვერი 7 3 4 42.9

14. მემფისი 7 3 4 42.9

15. ლეიკერსი 8 0 8 00.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა