საუკეთესო მოთამაშის ტიტული ესპანეთის ნაკრების ორმა წევრმა დაიმსახურა: მადრიდის "რეალის" მცველმა რუდი ფერნანდესმა და "კახა ლაბორალის" ფორვარდმა ფერნანდო სან ემეტერიომ
პარასკევს დასრულდა ევროლიგის მესამე ტური და საუკეთესო მოთამაშის ტიტული ესპანეთის ნაკრების ორმა წევრმა დაიმსახურა: მადრიდის "რეალის" მცველმა რუდი ფერნანდესმა და "კახა ლაბორალის" ფორვარდმა ფერნანდო სან ემეტერიომ.

ორივემ დიდი წვლილი დაიდო გასვლით მოგებებში მანამდე დაუმარცხებელ ფავორიტებთან - "ფენერბაჰჩესა" და "მილანთან". ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონების ეფექტურობის კოეფიციენტმა 30 ქულა შეადგინა.

ფერნანდესის ანგარიშზე 21 ქულა, ხუთი შედეგიანი პასი და სამი ჩაჭრა მოდიოდა; სან ემეტერიომ კი 18 ქულა დააგროვა, რასაც ხუთი მოხსნა, ექვსი პასი და ორი ჩაჭრა დაუმატა.

რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, ტურის საუკეთესო სნაიპერები გახდნენ იოანის ბურუსისი "მილანიდან" და ბობი ბრაუნი "მონტეპასკიდან", რომლებმაც 22-22 ქულა დააგროვეს.

მოხსნების მხრივ ლიდერი იყო იმავე "მონტეპასკის" ქართველი ლეგიონერი ვიქტორ სანიკიძე - 13 მოხსნა, ხოლო "პროკომის" მცველმა ჯერელ ბლესინგეიმმა ათი შედეგიანი პასი ჩამოურიგა თავის პარტნიორებს.

დაცვაში თამაშის მხრივ გამოიჩინა თავი "პანათინაიკოსის" მძიმე ფორვარდმა სტეფან ლასმემ, რომელმაც ხუთი ტყორცნა დაბლოკა.

ევროლიგა. III ტურის სიმბოლური ნაკრები

ჯერელ ბლესინგეიმი ("პროკომი") - 29:00: 16 ქულა, 10 პასი

ფერნანდო სან ემეტერიო ("კახა ლაბორალი") - 35:09: 18 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა

რუდი ფერნანდესი ("რეალი") - 30:03: 21 ქულა, 5 პასი, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 1 დაფარება

ვიქტორ ხრიაპა (ცსკა) - 27:06: 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება

ნენად კრსტიჩი (ცსკა) - 27:44: 13 ქულა, 6 მოხსნა, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა