ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: მიუნხენის "ბაიერნი" გაჩერდა!

გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: მიუნხენის "ბაიერნი" გაჩერდა!

ბასტიან შვაინშტაიგერმა და კომპანიამ რვამატჩიანი მოგებათა სერია "ლევერკუზენთან" წაგებით შეწყვიტეს
ყველაფერს აქვს დასასრული და "ბაიერნის" მარშირებული სვლაც დამთავრდა: 28 ოქტომბერს რეკორდმაისტერმა საკუთარ მოედანზე "ლევერკუზენთან" 1:2 წააგო!

დიახ, სწორედ იმ "ლევერკუზენთან", რომელსაც მიუნხენში ბოლოს 1989 წელს ჰქონდა მოგებული (1:0, გოლი მაშინ ლესნიაკმა გაიტანა). ახლა კი პირველი ტრიუმფი 23 წლის შემდეგ და თანაც როგორ "ბაიერნთან" - ბავარიელებს ხომ რვავე თამაში მოგებული ჰქონდათ.

იუპ ჰაინკესის შეგირდები უტევდნენ, რა თქმა უნდა, უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს კონტრიერიში გაეპარათ და შტეფან კისლინგმა "ლევერკუზენი" დააწინაურა.

რიბერის არყოფნით რეკორდმაისტერს უდიდესი ძალა აკლდა, თუმცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ჯერდან შაჩირიმ ცეცხლი დაანთო და მერე მოედანზე არიენ რობენიც გამოჩნდა (33-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ).

თუმცა გოლი სხვა ფეხბურთელებმა შექმნეს: 77-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა პისარომ ბავარიელთა გოლეადორ მანჯუკიჩს ბურთი თავზე დაასვა, ამ უკანასკნელმა კი წონასწორობა აღადგინა.

გათანაბრების შემდეგ მიუნხენელებმა ლევერკუზენელები უფრო დაწნეხეს, მაგრამ გოლი მაინც ნოიერის კარში გავიდა - კასტროს ჩაწოდებას სიდნი სემის თავური დარტყმა მოჰყვა, ბურთი ბოატენგს მოხვდა და მისი შუბლიდან აღმოჩნდა მანუელის კარში.

"აბსურდული, ძალიან სულელური გოლები გავუშვით. სამწუხაროა, რომ გენიალური სერია შეწყდა", - თქვა მატჩის შემდეგ ბავარიელთა კაპიტანმა ფილიპ ლამმა.

კვირასვე "გლადბახმა" "ჰანოვერს" 2:0 2:3-ად შეუტრიალა, "შტუტგარტმა" კი საკუთარ მოედანზე სენსაციური "აინტრახტი" დაამარცხა (2:1), რის შედეგადაც მეორე ადგილზე "შალკე" აღზევდა. გელზენკირხენელები მიუნხენელებს 4 ქულით ჩამორჩებიან.

დორტმუნდს მსაჯი წაეხმარა

"დორტმუნდმა" მოიგო, მაგრამ გაჭირვებით: გერმანიის ჩემპიონმა ფრაიბურგში 2:0 გაიმარჯვა და ორივე გოლს დისკუსიები მოჰყვა.

ანგარიში ნევენ სუბოტიჩმა მარკო როისის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ, თავურით გახსნა, ჯარიმა კი იმიტომ დაინიშნა, რომ მსაჯმა მაკიადის ხელით თამაში დააბრალა. ჩედრიკ მაკიადი იფიცება, ბურთი ხელზე არ შემხებია, მუხლზე მომხვდაო.

რაც შეეხება მეორე გოლს: მარიო გიოტცეს ბურთი მკლავზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ფრიტცმა არ ჩასტვინა და მარიომ სწორედ ეს კონტრშეტევა დააგვირგვინა გოლით.

"სამწუხაროდ, არბიტრმა ყველა სადავო სიტუაციაში ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედა. ასე არ შეიძლება!" - განაცხადა მატჩის შემდეგ "ფრაის" პრეზიდენტმა ფრიტც კელერმა.

ფრაიბურგელები იმის გამოც იყვნენ გაბრაზებულები, რომ კალიჯურიმ "ბორუსიას" საჯარიმოში ბურთი ლევანდოვსკის ხელზე მოარტყა, მაგრამ მსაჯმა "დორტმუნდის" კარში პენალტი არ დანიშნა.

"გასაგებია, რომ ჩვენ პატარა გუნდი ვართ, "ბორუსია" კი ჩვენზე დიდია, მაგრამ ეს ნამეტანი იყო", - ბოღმაში ირონია გაურია "ფრაიბურგის" თავკაცმა კრისტიან შტრაიხმა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, თამაშის შემდეგ არბიტრმა შეცდომები აღიარა, მაგრამ ეს "ფრაიბურგისთვის", რა თქმა უნდა, ვერაფერი შეღავათია. ბრაისგაუელთათვის ეს პირველი მარცხი იყო ზედიზედ ორი გამარჯვების (ბურთების შეფარდება 5:0) შემდეგ, გერმანიის ჩემპიონისთვის კი - პირველი მოგება სტუმრად.

როგორც ხედავთ, დორტმუნდელებს სამი ქულის მოპოვება გაუჭირდათ, რაც სტატისტიკიდანაც ჩანს: პირველ ტაიმში იურგენ კლოპის შეგირდებს ზუსტი პასების მხოლოდ 61-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, კლოპი, რა თქმა უნდა, მაინც კმაყოფილი იყო - ფრაიბურგში მოგება ყოველთვის ძნელია და მიხარია, რომ შინ სამი ქულით ხელდამშვენებულები ვბრუნდებითო.

ამრიგად, რურის დერბიში შერცხვენის (1:2 "შალკესთან") შემდეგ დორტმუნდელებმა ჯერ "რეალთან" მოიპოვეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (2:1), ახლა კი ბუნდესლიგაშიც სამი ქულა აიღეს, რითაც თავიანთ ფანებს წინა ტურში მომხდარისთვის უკვე სრულფასოვნად მოუბოდიშეს.

მიუხედავად ასეთი კვირისა, კლოპის შეგირდებს დაღლა არ ეტყობოდათ - მაგალითად, კევინ გროსკროიტცმა 12.7 კილომეტრი ირბინა.

შალკემ საშინაო დავალება შეასრულა

მოსისხლე მტერ "დორტმუნდს" სტუმრად მოუგეს, "არსენალი" ლონდონში დაამარცხეს, ახლა კი "ნიურნბერგთანაც" სამი ქულა მოიპოვეს - "შალკეს" სრულყოფილი კვირა ჰქონდა, გელზენკირხენელები აღარ ხუმრობენ!

კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა "ნიურნბერგთან" 1:0-ს ხუთიანზე შესრულებული საშინაო დავალება უწოდა - მერე რა, რომ "შალკემ" არც ისე კარგად ითამაშა; მთავარი შედეგია და თანაც, გელზენკირხენელებს ბუნდესლიგაში ასეთი კარგი სტარტი 41 წელია არ აუღიათ.

"ნიურნბერგის" მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა მატჩის წინ თქვა, "აუფ შალკეზე" ბინძურ ფეხბურთს ვითამაშებთო და ასეც იყო, ოღონდ ნიურნბერგელი ფანები ძალიან განრისხდნენ და მატჩის მიწურულს ყვიროდნენ, ჰეკინგ, წადიო.

გამარჯვების გოლი ჯეფერსონ ფარფანის ანგარიშზეა, რომელიც შაბათს 28 წლის გახდა და იუბილე სამი ქულის მომტანი გოლით აღნიშნა.

"შალკეს" თავკაცმა ჰუუბ სტევენსმა შვებით ამოისუნთქა - ისე ვთამაშობდით, არ მეგონა, თუ სამ ქულას ავიღებდითო. ერთი სიტყვით, ჰოლანდიელი სპეციალისტი მაინც კმაყოფილი გახლდათ.

ერთადერთი შალკელი, რომელსაც ხასიათი წაუხდა, ლუის ჰოლტბი იყო, რომელმაც ცუდად ითამაშა და 58-ე წუთზე შეცვალეს. შემცვლელი დრაქსლერიო კი თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო. მოედნიდან გასვლის შემდეგ მან სათადარიგოთა სკამის საზურგეს მუშტი უთავაზა - ფაქტია, რომ ეს მხოლოდ მისთვის არ იყო სრულყოფილი კვირა.

სულ სხვა ვოლფსბურგი

ფელიქს მაგათის გათავისუფლებამ "ვოლფსბურგს" ფრთები შეასხა.

"დესპოტი ფელიქსის" თავიდან მოშორების (მაგათი ხუთშაბათს გააგდეს) შემდეგ "მგლებმა" დიუსელდორფის "ფორტუნა" მისსავე მოედანზე 4:1 გაანადგურეს და ახლა უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ვოლფსბურგელები მწვრთნელის წინააღმდეგ თამაშობდნენ, რადგან შეუძლებელია, დროებით თავკაც ლორენც-გიუნტერ კიოსტნერს ორ დღეში გუნდი ასე შეეცვალა.

ეს გახლდათ ბოლო ადგილზე დაქვეითებული "ვოლფსბურგის" პირველი მოგება შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ.

"ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდმა ყველას აჩვენა, რა შეუძლია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ფელიქს მაგათისთვის, რადგან წავიდა თუ არა, მაშინვე მოვიგეთ", - თქვა მატჩის შემდეგ კიოსტნერმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ექვსი ფეხბურთელი შეცვალა და სასტარტოში ჟოსუე, დიეგო, ჰასებე და კიაერი დააბრუნა.

როგორც იქნა, თავი გამოიჩინა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ბას დოსტმა - მან დუბლი შეასრულა და სხვათა შორის, მანამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი (პირველ ტურში, "შტუტგარტთან"). იდეალურად თამაშობდა ივიცა ოლიჩიც, რომელმაც ერთი გოლი თვითონ გაიტანა, ერთიც დოსტს გაატანინა.

ყველასათვის მოულოდნელად, შეუდარებელი იყო დიეგოც, რომელმაც ჯერ ოლიჩს გაატანინა, მერე კი თვითონაც იხეირა (პენალტით).

"ძალიან მაგრად ვითამაშეთ და ვისიამოვნეთ. "ვოლფსბურგისთვის" ახალი ცხოვრება იწყება და იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ბევრ თამაშს მოვიგებთ", - თქვა მატჩის შემდეგ დიეგომ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, გუნდი მაგათის წინააღმდეგ სწორედ ბრაზილიელმა აამხედრა. თუ ეს ასეა, მაშინ "ვოლფსბურგისგან" აღმასვლას უნდა ველოდოთ - "მგლები" მომდევნო ტურში ნიურნბერგში ჩადიან, 11 ნოემბერს კი "ლევერკუზენს" მასპინძლობენ...

ვიზე ისევ შავ დღეშია

"ჰოფენჰაიმის" მეკარე ტიმ ვიზე ისევ მთელი საფეხბურთო გერმანიის დაცინვის ობიექტია: ჰოფე მაინცში 0:3 დამარცხდა და 30 წლის კიპერს ამ სეზონში უკვე 17 გოლი აქვს გაშვებული. გარდა ამისა, გერმანიის თასზე 4 გაუშვა.

"ჰოფენჰაიმის" კარი ამ სეზონში ბუნდესლიგის მასშტაბით სულ 20-ჯერ დაილაშქრა, მაგრამ ის სამი გოლი ვიზეს შემცვლელმა გაუშვა და გაუგებარია, რატომ ენდობა მწვრთნელი მარკუს ბაბელი ტიმს ასე ჯიუტად. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიზემ ორი ბრწყინვალე სეივიც გააკეთა და თანაგუნდელები უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

რაც შეეხება "მაინცს": თომას ტუხელის შეგირდები ცხრილის ზედა ნახევარში დამკვიდრდნენ, მატჩის გმირი კი ადამ სალაი გახდა - სამივე გოლი მის ანგარიშზეა.

შაბათსვე, 27 ოქტომბერს, "ფიურტმა" და "ვერდერმა" ქულები გაიყვეს, პარასკევს კი, "ჰამბურგმა" სონისა და რუდნევსის გოლებით "აუგსბურგიდან" წაიღო სამი ქულა.

გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური

აუგსბურგი-ჰამბურგი 0:2

აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - რაინჰარდტი, ს. ლანგკამპი, კლავანი, დე იონგი - ფოგტი, ბაიერი - მუსონა, მორავეკი (64. პეტრჟელა), ვერნერი (81. ოსტრცოლეკი) - ს. ჰაინი (56. ბონსე).

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი, არსლანი (68. რინკონი) - სონი, ვან დერ ვაარტი (88. სკიელბრედი), ბაისტერი (90. აოგო) - რუდნევსი.

გოლები: 0:1 სონი (13), 0:2 რუდნევსი (63)

გაფრთხილება: რაინჰარდტი - არსლანი, სონი, ბადელი

კუთხური: 13-3; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 19(2)-10(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 30 660

შალკე-ნიურნბერგი 1:0

შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ნოიშტედტერი - ფარფანი (81. ჰიოგერი), ჰოლტბი (58. დრაქსლერი), აფელაი (68. ბარნეტა) - ჰუნტელაარი.

ნიურნბერგი (4-2-3-1): რაკოვსკი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - სიმონსი, ბალიჩი (69. კოენი) - ფრანტცი (23. ფოილნერი), კიოტაკე, გებჰარტი (80. ესვაინი) - პეკჰარტი.

გოლი: 1:0 ფარფანი (77)

გაფრთხილება: პეკჰარტი, პინოლა, გებჰარტი

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17(8)-10(2); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 61 673

ფრაიბურგი-ბორუსია (დ) 0:2

ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - შმიდი, გინტერი, დიანიე, მუიჯა - მაკიადი, შუსტერი (86. ფლუმი) - იენდრიშეკი (61. ჰედენსტადი), დ. კალიჯური - გუედე (69. ტერაცინო), მ. კრუსე.

ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - როისი (81. შიბერი), გიოტცე (89. პერიშიჩი), გროსკროიტცი (92. ლაიტნერი) - ლევანდოვსკი.

გოლები: 0:1 სუბოტიჩი (54), 0:2 გიოტცე (83)

გაფრთხილება: გინტერი, დ. კალიჯური - კელი, სუბოტიჩი, გიუნდოგანი

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 6(2)-17(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 24 000

მაინცი-ჰოფენჰაიმი 3:0

მაინცი (4-2-2-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ბაუმგარტლინგერი, სოტო - ნ. მიულერი (82. რისსე), მ. კალიჯური - სალაი (89. ს. პარკერი), რუკავიცა (62. კირხჰოფი).

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი (87. გრიფო) - რობერტო ფირმინიო (60. დერდიოკი), ვოლანდი, უსამი - ხოსელუ (77. შტრეკერი).

გოლები: 1:0 სალაი (21), 2:0 სალაი (46), 3:0 სალაი (64)

გაფრთხილება: ბაუმგარტლინგერი - ვილიამსი, რუდი

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 11(5)-7(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 28 067

ფიურტი-ვერდერი 1:1

ფიურტი (4-2-2-2): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი (90. ზობიხი), პრიბი - სარარერი, შტიბერი - ედუ (61. პეკოვიჩი), ასამოა (85. აზემი).

ვერდერი (4-1-2-2-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი (77. ლუკიმია), სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი - ჰანტი, დე ბრუინი - არნაუტოვიჩი (85. ბარგფრედე), ელია (78. ფიულკრუგი) - პეტერსენი.

გოლები: 1:0 ედუ (8), 1:1 პეტერსენი (44)

გაფრთხილება: ფიურშტნერი, პრიბი, აზემი - გებრე სელასიე

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 10(3)-16(8); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 18 000

ფორტუნა-ვოლფსბურგი 1:4

ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ლეველსი, ლანგენეკე, ხუანანი, ვან დერ ბერგი (76. ილსიო) - ბოძეკი (56. გარბუშევსკი), ო. ფინკი - კრუსი, ლამბერტცი - ვორონინი - შაჰინი (56. რაფაელი).

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - პოლაკი (86. კალენბერგი), ჟოსუე - ჰასებე, დიეგო, ოლიჩი (82. როდრიგესი) - დოსტი (86. ლაკიჩი).

გოლები: 0:1 დოსტი (50), 0:2 ოლიჩი (53), 0:3 დოსტი (64), 1:3 ლანგენეკე (70-პენ), 1:4 დიეგო (78-პენ)

გაძევება: ო. ფინკი (77. ფორტუნა)

გაფრთხილება: ილსიო - ჟოსუე

კუთხური: 1-4; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6(2)-10(7); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 45 673

შტუტგარტი-აინტრახტი 2:1

შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი - ჰოლცჰოიზერი (80. ოკაზაკი), გენტნერი - ჰარნიკი, ტრაორე (90. მასა) - იბიშევიჩი.

აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო (84. დემიდოვი), ანდერსონი, ოჩიპკა - ლანიგი (59. ჩელოცი), როდე - აიგნერი, ა. მაიერი, ინუი (46. მატმური) - ოუშენი.

გოლები: 1:0 გენტნერი (6), 1:1 ა. მაიერი (67), 2:1 იბიშევიჩი (84)

გაფრთხილება: მოლინარო, გენტნერი - ა. მაიერი, სამბრანო, როდე

კუთხური: 10-5; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 14(4)-13(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 54 840

ბაიერნი-ლევერკუზენი 1:2

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი (46. შაჩირი) - ლუის გუსტავო (59. რობენი), შვაინშტაიგერი (74. პისარო) - თ. მიულერი, კროოსი, ალაბა - მანჯუკიჩი.

ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ჰოსოგაი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო (89. მ. ფრიდრიხი), შიურლე (83. ჰეგელერი) - კისლინგი (83. სემი).

გოლები: 0:1 კისლინგი (42), 1:1 მანჯუკიჩი (77), 1:2 ბოატენგი (86-საკ. კარში)

გაფრთხილება: დანტე, მანჯუკიჩი, შაჩირი - კარვახალი

კუთხური: 14-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 23(6)-5(5); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 71 000

ჰანოვერი-ბორუსია (მ) 2:3

ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჰ. საკაი (84. პანდერი), ეგიმანი, ჰაგი, რაუში - შტინდლი, და სილვა პინტუ (82. აბდელაუ) - ია კონანი, ჰუშტი - შლაუდრაფი - მ. დიუფი (66. ზობიხი).

ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი (75. ჯაკა), მარქსი - რუპი, არანგო - ჰერმანი (69. მლაპა), დე კამარგო (69. ჰანკე).

გოლები: 1:0 შლაუდრაფი (48), 2:0 მ. დიუფი (53), 2:1 ალვარო დომინგესი (70), 2:2 ბრუვერსი (77), 2:3 არანგო (79)

გაფრთხილება: ჰ. საკაი, ჰაგი - შტრანცლი

კუთხური: 4-7; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 5(3)-14(9); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 49 000

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ბაიერნი

9

8

0

1

27-4

24

2

შალკე

9

6

2

1

18-8

20

3

აინტრახტი

9

6

1

2

20-13

19

4

ბორუსია (დ)

9

4

3

2

20-11

15

5

ლევერკუზენი

9

4

3

2

15-12

15

6

მაინცი

9

4

2

3

12-10

14

7

ჰამბურგი

9

4

1

4

11-11

13

8

შტუტგარტი

9

3

3

3

10-15

12

9

ბორუსია (მ)

9

3

3

3

12-18

12

10

ჰანოვერი

9

3

2

4

18-16

11

11

ვერდერი

9

3

2

4

15-14

11

12

ფრაიბურგი

9

3

2

4

13-12

11

13

ფორტუნა

9

2

4

3

7-12

10

14

ჰოფენჰაიმი

9

2

2

5

13-20

8

15

ნიურნბერგი

9

2

2

5

7-15

8

16

ვოლფსბურგი

9

2

2

5

6-16

8

17

აუგსბურგი

9

1

3

5

5-13

6

18

ფიურტი

9

1

3

5

6-15

6

ბომბარდირები:

8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 7 - სალაი (მაინცი); 6 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი); 5 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), სონი (ჰამბურგი).

მომდევნო ტური

2 ნოემბერი

აინტრახტი-ფიურტი.

3 ნოემბერი

ბორუსია (დ)-შტუტგარტი, ბორუსია (მ)-ფრაიბურგი, ჰანოვერი-აუგსბურგი, ნიურნბერგი-ვოლფსბურგი, ჰოფენჰაიმი-შალკე, ჰამბურგი-ბაიერნი.

4 ნოემბერი

ლევერკუზენი-ფორტუნა, ვერდერი-მაინცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ბაიერნი

7

7

0

0

21-2

21

2.

აინტრახტი

7

5

1

1

16-10

16

3.

შალკე

7

4

2

1

15-7

14

4.

ბორუსია (დ)

7

3

3

1

17-9

12

5.

ჰანოვერი

7

3

2

2

15-10

11

6.

ლევერკუზენი

7

3

2

2

11-9

11

7.

ფორტუნა

7

2

4

1

6-3

10

8.

ჰამბურგი

7

3

1

3

9-10

10

9.

მაინცი

7

3

1

3

7-8

10

10.

ბორუსია (მ)

7

2

3

2

9-12

9

11.

ფრაიბურგი

7

2

2

3

11-10

8

12.

ვერდერი

7

2

1

4

10-13

7

13.

ჰოფენჰაიმი

7

2

1

4

10-14

7

14.

ნიურნბერგი

7

2

1

4

7-14

7

15.

შტუტგარტი

7

1

3

3

7-14

6

16.

აუგსბურგი

7

1

2

4

5-11

5

17.

ვოლფსბურგი

7

1

2

4

2-13

5

18.

ფიურტი

7

1

1

5

2-11

4

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია