დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში 3-მცველიანი ტაქტიკა დომინირებს...
მასიმილიანო ალეგრიმ კოლეგებს მიბაძა და გუნდი 3 მცველით თამაშზე გადააწყო...

"მილანმა" "ჯენოასთან" პაექრობის დიდი ნაწილი 3-4-2-1 სქემით წარმართა, დასკვნითი პერიოდი კი 3-5-2-ით ითამაშა. ანუ ალეგრი ანტონიო კონტეს, ვალტერ მაცარის, ანდრეა სტრამაჩონის, ფრანჩესკო გვიდოლინის, ვინჩენცო მონტელას და სხვათა გზას დაადგა, რომლებიც სწორედ 3-4-2-1-ს, ან გნებავთ 3-5-2-ს სწყალობენ.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში 3-მცველიანი ტაქტიკა დომინირებს...

ჯახირით, მაგრამ მაინც...

როგორც იქნა, "მილანმა" მოიგო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

"ჯენოამ" საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მასიმილიანო ალეგრის გუნდს და მინიმუმ ქულის აღება შეეძლო, მაგრამ ფორტუნამ ამჯერად ლომბარდიულ გრანდს გაუღიმა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი სტეფან ელ შაარავიმ 77-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ინაციო აბატეს უზუსტესი პასი შეირგო და ბურთი, პრაქტიკულად, დაუცველ კარში შეაგორა.

ელ შაარავისთან ერთად, ყველაზე აქტიური სწორედ აბატე გახლდათ, რაც მასიმილიანო ალეგრის ახალმა სქემამ განაპირობა.

"მილანის" თავკაცმა შეგირდები 3-4-2-1 ტაქტიკით განალაგა, ინაციო აბატე და ლუკა ანტონინი კი ნახევარდაცვაში, ფლანგებზე გაამწესა. ნომინალური მცველების წინ წაწევამ მთლიანობაში გაამართლა, რადგან "მილანმა", როგორც იქნა, მოიგო და საგოლე პასის ავტორიც სწორედ წინ წაწეული განაპირა მცველი გახლდათ.

თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ გოლის ეპიზოდში აბატემ საეჭვო ვითარებაში მიიღო ბურთი - ცალსახად ვერ ვიტყვით, მაგრამ ინაციო უფრო იყო თამაშგარე მდგომარეობაში, ვიდრე არა.

მოკლედ, "მილანს" ყოველმხრივ გაუმართლა და ეს ნამატჩევს საფეხბურთო ექსპერტებმა ერთხმად აღნიშნეს.

მატჩის შემდეგ ყველაზე ემოციური სტეფან ელ შაარავი გახლდათ, რომელმაც ცოტა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო საუკეთესო დღე მის ცხოვრებაში... "პატარა ფარაონის" თქმით, გუნდმა კრიზისი სწორედ მისი გოლის წყალობით დაძლია და ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოსო.

აქვე მასიმილიანო ალეგრის გადავცეთ სიტყვა:

"მთლიანობაში, მაღალ დონეზე ვითამაშეთ და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბევრი იტყვის, რომ გოლის ეპიზოდში თამაშგარე იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ... თანაც, მსაჯს რამდენჯერმე შეეძლო ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, მაგრამ რატომღაც ეს არ გააკეთა. "მილანი" იმსახურებდა ამ მოგებას და მოიგო კიდეც.

საერთოდ, ჩვენი მისამართით ხშირად ისმის უსაფუძვლო კრიტიკა და იმედია, ამას ბოლო მოეღება. ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ახალი გუნდის შენება დავიწყეთ, ეს კი მეტად რთული პროცესია".

როგორც ყოველთვის...

ალბათ, მოვა ის დღეც, როდესაც ვიტყვით: "როგორც იქნა, "იუვენტუსმა" წააგო", თუმცა ტურინული გრანდის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს. დღეს კი ტრადიციული ფრაზით შემოვიფარგლოთ: "იუვენტუსმა" მოიგო და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ამჯერად ტურინელებმა "კატანია" იმსხვერპლეს და თანაც, სიცილიაზე. ერთადერთი და გამარჯვების გოლი არტურო ვიდალმა გაიტანა. ეს ყველაფერი კი მატჩის 57-ე წუთზე მოხდა.

კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი ტურინული გუნდის სამწვრთნელო შტაბის შესანიშნავ ალღოს, ან გნებავთ, ყნოსვას და თუ რატომ, ამას აქვე აგიხსნით...

საქმე იმაშია, რომ სავარაუდო შემადგენლობაში პოლ პოგბა სწორედ გოლის ავტორის, არტურო ვიდალის ადგილას მოიაზრებოდა, პერუელი კი, ჟურნალისტთა ვერსიით, თადარიგში უნდა დარჩენილიყო. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ბოლო პერიოდში ვიდალი დიდად ვერ ბრწყინავდა და თუ ვინმეს ადგილი უნდა დაეკავა ცენტრში პოგბას, სწორედ არტურო გახლდათ.

თუმცა, ტურინელები სხვაგვარად მოიქცნენ, კლაუდიო მარკიზიო დაასვენეს და სამხრეთამერიკელი ძირითადში დატოვეს.

სხვათა შორის, ვიდალმა მას შემდეგ დაარტყა საგოლედ, რაც ნიკლას ბენდტნერს აუღო სიცილიელთა კიპერმა და გამოდის, რომ დანიელმა ფორვარდმა ფაქტობრივად მეპასის როლი შეასრულა.

ნიკლასის ძირითადში გამოჩენასაც არავინ ელოდა და ისე გამოვიდა, რომ შედეგი სწორედ სასტარტოში მოულოდნელად გამოჩენილმა ფეხბურთელებმა მოიტანეს.

მოკლედ, "იუვეში" ყველაფერი რიგზეა და ეს გუნდი დამაჯერებლად მიიწევს მორიგი სკუდეტოსკენ. ერთი კია, აბატესი არ იყოს, ბენდტნერიც ოდნავ წინ იყო უკანასკნელ მცველზე ბურთის მიღების დროს და იქ რომ არბიტრს თამაშგარე დაეფიქსირებინა, ვერც ვიდალი გახსნიდა ანგარიშს.

თამაშის მსვლელობისას მსაჯმა კიდევ რამდენჯერმე მიიღო საკამათო გადაწყვეტილება, რის გამოც მოედანზე ემოციები დუღდა. პიკს ამ ყველაფერმა მაშინ მიაღწია, როდესაც კუნძულელებმა გოლი გაიტანეს, თუმცა არბიტრებმა თამაშგარე მდგომარეობის გამო, ანგარიში უცვლელი დატოვეს.

ასეა თუ ისე, "ვეკია სენიორამ" მორიგი სამი ქულა მიითვალა აქტივში.

ინტერი აღარ ხუმრობს

"ინტერი" "ბოლონიას" ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ნერაძური" ფავორიტი იყო, თუმცა ასე იოლად თუ გაუმკლავდებოდა კერკეტ მეტოქეს, ცოტა თუ წარმოიდგენდა.

ანდრეა სტრამაჩონიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ანტონიო კასანო თადარიგში დატოვა, შეტევის წინა ხაზზე კი როდრიგო პალასიო და დიეგო მილიტო გაამწესა. არგენტინელებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს და მთლიანობაში, "ინტერმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე.

პირველი გოლი ანდრეა რანოკიას ანგარიშზეა, შემდეგ დიეგო მილიტომ იხეირა, მესამეჯერ კი ბოლონიელთა კარი ესტებან კამბიასომ დალაშქრა.

მასპინძელთა კინკილა გოლმა ვერაფერი შეცვალა და შედეგად, სტრამაჩონის გუნდმა წარმატებული სერია გააგრძელა.

ბოლოს ისიც აღვნიშნოთ, რომ ფლორენციაში "ფიორენტინამ" "ლაციო" დაამარცხა, რამაც "ინტერს" სატურნირო ცხრილში დაწინაურების საშუალება მისცა.

დღეს "იუვენტუსის" უმთავრეს კონკურენტად, "ნაპოლისთან" ერთად, უკვე "ინტერი" მიიჩნევა და არა "ლაციო".

იტალია. სერია A. IX ტური

სიენა-პალერმო 0:0

სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე (57. რუბინი) - ანჯელო, ვერგასოლა, ბოლცონი, დელ გროსო - როზინა (46. ვალიანი), ზე ედუარდო (77. რეჯინალდო) - კალაიო.

პალერმო (3-4-2-1): უიკანი - მუნიოსი, დონატი, ფონ ბერგენი - მორგანელა, კურტიჩი, ბარეტო, მანტოვანი - ილიჩიჩი (83. ბუდანი), ბრიენცა (59. ბერტოლო) - მიკოლი (83. დუბალა).

გაფრთხილება: პაჩი, ვერგასოლა, რუბინი - მანტოვანი, ბერტოილო.

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 5-12(1-5); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 9 000

მილანი-ჯენოა 1:0

მილანი (3-4-2-1): ამელია - საპატა, ბონერა, იეპესი - აბატე, მონტოლივო, დე იონგი, ანტონინი (42. კონსტანტი) - ემანუელსონი (88. ნოჩერინო), ელ შაარავი - პატო (72. პაცინი).

ჯენოა (4-5-1): ფრეი - მორეტი (68. კრანიჩი), ბოვო, გრანკვისტი, სამპირიზი - კუჩკა, ანტინელი, ტოზსერი, იანკოვიჩი (80. ხორკერა), ბერტოლაჩი (56. მერკელი) - იმობილე.

გოლი: 1:0 ელ შაარავი (77).

გაფრთხილება: იეპესი - ბერტოლაჩი.

კუთხური: 9-0; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 7-5(2-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 45 000

კატანია-იუვენტუსი 0:1

კატანია (3-5-2): ანდუხარი - როლინი, სპოლი, ლეგროტალიე - მარკეზე, ალმირონი (74. ბიაჯანტი), ისკო, ლოდი, ბარიენტოსი (69. კასტრო) - ბერგესიო, გომესი (81. მორიმოტო).

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი (88. კასერესი), ვიდალი, პირლო, პოგბა (90. პადოინი), ასამოა - ვუჩინიჩი (77. ჯოვინკო), ბენდტნერი.

გოლი: 0:1 ვიდალი (57).

გაფრთხილება: როლინი, ლეგროტალიე, სპოლი, ბარიენტოსი - ვიდალი, ასამოა.

გაძევება: მარკეზე (66. კატანია).

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 6-18(0-9); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 18 000

ბოლონია-ინტერი 1:3

ბოლონია (4-3-1-2): ალიარდი - ანტონსონი, მორლეო, კერუბინი, გარიჩი - პაციენცა (75. კრხინი), ტაიდერი, გუარენტე (82. კონე) - დიამანტი - გაბიადინი (75/ პაპონი), ჯილარდინო.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ჟულიო ჟესუსი, რანოკია, სამუელი - ძანეტი, კამბიასო, გარგანო (88. პერეირა), მუდინგაი, ნაგატომო - პალასიო (81. ალვარესი), მილიტო (67. კასანო).

გოლები: 0:1 რანოკია (27), 0:2 მილიტო (53), 1:2 კერუბინი (63), 1:3 კამბიასო (64).

გაფრთხილება: მორლეო, პაციენცა, დიამანტი - ჟუან ჟესუსი, მუდინგაი, გარგანო.

გაძევება: პიოლი (62. ბოლონიას მთავარი მწვრთნელი).

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10-10(3-6); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 28 000

ფიორენტინა-ლაციო 2:0

ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - სავიჩი, გონსალო, ტომოვიჩი - კუადრადო (85. აკვილანი), ფერნანდესი (62. მილიაჩო), ბორხა ვალერო, ოლივერა, პასკუალი - იოვეტიჩი, ლიაიჩი (68. ტონი).

ლაციო (4-4-2): ბიძარი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა, გონსალესი (78. როკი), ლედესმა, მაური (78. ბროკი) - ერნანესი, კლოზე (88. კოზაკი).

გოლები: 1:0 ლიაიჩი (46), 2:0 ტონი (90).

გაფრთხილება: გონსალო, ტომოვიჩი, ოლივერა - ლულიჩი, დიასი, კონკო.

გაძევება: ლედესმა (75. ლაციო), ერნანესი (83. ლაციო).

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 15-7(8-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 20 000

პესკარა-ატალანტა 0:0

პესკარა (4-3-1-2): პერინი - ძანონი, რომანიოლი, ბოკეტი, მოდესტო (73. მოდესტო) - კოლუჩი, ნიელსენი, ბარნასონი (58. კაპრარი) - კუინტერო - ვეისი, ვუკუსიჩი (46. აბრუსკატო).

ატალანტა (4-4-2): კონსილი - რაიმონდი, მანფრედინი, სტენდარდო, პელუზო - სკელოტო, კაცოლა (48. სკოცარელა), ჩიგარინი, ბონავენტურა (77. ტროიზი) - მორალესი (49. ბრივიო), დენისი.

გაფრთხილება: კუინტერო, ვეისი, ბალცანო - ჩიგარინი, კაცოლა.

გაძევება: პელუზო (47. ატალანტა).

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-13(4-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 15 000

სამპდორია-კალიარი 0:1

სამპდორია (4-3-3): ბერინი - გასტალდელო, ბერარდი (90. ხუან ანტონიო), როსინი, დე სილვესტრი - პოლი (59. მუნარი), ტისონე (78. იკარდი), სორიანო - ედერი, ესტიგარიბია, მაქსი ლოპესი.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - აველარი, ასტორი, არიაუდო, პიზანო - დესენა, ეკდალი, კონტი - ნაინგოლანი (88. ერიკსონი) - ნენე, რიბეირო (59. იბარბო).

გოლი: 0:1 დესენა (47).

გაფრთხილება: დე სილვესტრი, მუნარი - ასტორი, აველარი, კონტი, ნაინგოლანი, რიბეირო, ნენე.

კუთხური: 10-5; ჯარიმა: 25-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-6(3-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 23 000

ტორინო-პარმა 1:3

ტორინო (4-4-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, მაზიელო, როდრიგესი - გაცი, ბრიგი (63. ბაშა), ვივესი (76. ბირსა), მეჯორინი - სანსონე, სტევანოვიჩი (68. ჩერჩი).

პარმა (4-3-3): პავარინი - როსი, პალეტა, ძაკარდო, ლუკარელი (63. ნ. სანსონე) - ნინისი (46. მარკიონი), პაროლო, ვალდესი, გობი - ბიაბიანი, ამაური (80. პაბონი).

გოლები: 0:1 სანსონე (72), 0:2 ამაური (74), 0:3 როზი (88), 1:3 ბაშა (90).

გაფრთხილება: მეჯორინი - პალეტა, ლუკარელი, ვალდესი.

გაძევება: გ. სანსონე (54. ტორინო).

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 10-11(4-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 18 000

რომა-უდინეზე 2:3

რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, დოდო (63. მარკინიო) - ტაჩტიდისი, დე როსი, პიანიჩი (69. ფლორენცი) - ლამელა, ოსვალდო, ტოტი (83. მოდესტო).

უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ანჯელა (69. ერუ), კოდა, დომიცი - პერეირა, ფარაონი (46. ბადუ), ლაძარი, ალანი, არმერო (83. სილვა მოისესი) - მაიკოსუელი - დი ნატალე.

გოლები: 1:0 ლამელა (22), 2:0 ლამელა (24), 2:1 დომიცი (32), 2:2 დი ნატალე (50), 2:3 დი ნატალე (88-პენ.).

გაფრთხილება: კასტანი, ლამელა, ოსვალდო - ანჯელა, დომიცი, არმერო, ბადუ.

გაძევება: ტაჩტიდისი (90. რომა).

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 16-10(5-7); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 50 000

ნაპოლი-კიევო 1:0

ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ბერამი, ცუნიგა (71. დოსენა) - ჰამშიკი - პანდევი (75. ვარგასი), ინსინიე (85. ჯემაილი).

კიევო (4-4-1-1): სორენტინო - ანდრეოლი, დაინელი, დრამე, ფრეი - ჰეტემაი (61. პელისიერი), ლ. რიგონი, ვაჩეკი, ლუსიანო (55. პაპი) - მ. რიგონი (76. მოსკარდელი) - თერეუ.

გოლები: 1:0 ჰამშიკი (58).

გაფრთხილება: ანდრეოლი, ლ. რიგონი (კიევო).

გაძევება: ვაჩეკი (68. კიევო).

კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-5; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 15-2(6-0); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 40 000

სატურნირო ცხრილი

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

იუვენტუსი

9

8

1

0

20-4

25

2

ნაპოლი

9

7

1

1

15-5

22

3

ინტერი

9

7

0

2

16-7

21

4

ლაციო

9

6

0

3

15-10

18

5

ფიორენტინა

9

4

3

2

11-7

15

6

რომა

9

4

2

3

20-16

14

7

პარმა

9

3

3

3

11-12

12

8

უდინეზე

9

3

3

3

11-13

12

9

კალიარი

9

3

2

4

6-11

11

10

კატანია

9

3

2

4

9-14

11

11

მილანი

9

3

1

5

10-10

10

12

სამპდორია

9

3

2

4

10-11

10

13

ტორინო

9

2

4

3

10-8

9

14

ჯენოა

9

2

3

4

10-13

9

15

ატალანტა

9

3

2

4

7-12

9

16

პესკარა

9

2

2

5

6-15

8

17

ბოლონია

9

2

1

6

10-14

7

18

პალერმო

9

1

4

4

6-11

7

19

კიევო

9

2

1

6

7-16

7

20

სიენა

9

2

3

4

9-10

3

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები

6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), ელ შაარავი (მილანი); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ერნანესი (ლაციო), კასანო (ინტერი), ოსვალდო (რომა).

მომდევნო ტური:

30 ოქტომბერი

პალერმო-მილანი

31 ოქტომბერი

პარმა-რომა, უდინეზე-კატანია, ინტერი-სამპდორია, იუვენტუსი-ბოლონია, ლაციო-ტორინო, ატალანტა-ნაპოლი, კალიარი-სიენა, კიევო-პესკარა

1 ნოემბერი

ჯენოა-ფიორენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kope
ლაციო ძალიან დაჩაგრეს მსაჯებმაა..
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს