"ინტერ ტურკუ" ფინეთის ვიცე-ჩემპიონია, მისი წამყვანი თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე კი ვეიკაუსლიგის საუკეთესო ბომბარდირია
მათე ვაწაძემ დანიაში პირველი გოლი გაიტანა - "ორჰუსში" ახლახან გადასულმა ფორვარდმა უხვგოლიან მატჩში "ოდენსეს" დამარცხებაში შეიტანა თავისი წვლილი. პოლონეთში კი თავი ვლადიმერ დვალიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც "ბელხატუვის" განადგურებაში ერთი გოლით მიიღო მონაწილეობა.

ვლადიკავკაზის "ალანიას" ახალწვეულმა შოთა გრიგალაშვილმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" საშინაო შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.

იგივე შეძლო "კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა "ვოლგასთან" მატჩში.

შედეგიანი პასია ასევე გურამ კაშიას ანგარიშზე, თუმცა ამან "ვიტესი" საშინაო მარცხისგან ვერ იხსნა.

"ინტერ ტურკუ" ფინეთის ვიცე-ჩემპიონია, მისი წამყვანი თავდამსხმელი ირაკლი სირბილაძე კი ვეიკაუსლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მართალია, ბოლო ტურში მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ 17 ბურთით მდევართათვის მაინც მიუწვდომელი შეიქნა. მისი უახლოესი მდევრის ანგარიშზე 16 გოლია.

რაც შეეხება ნეგატიურ ამბებს, სეზონში პირველად, ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადშიც კი არ ყოფილა, "ქაისერისფორის" წევრ ზურაბ ხიზანიშვილისთვის კი ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ცუდია ისიც, რომ ნუკრი რევიშვილმა "კრასნოდარის" ძირითადში ადგილი დაკარგა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მწვრთნელებს, თურქეთში შოთა არველაძის "ქაშიმფაშამ" საკუთარ კედლებში სახელოვან "ბეშიქთაშთან" ვერაფერი გააწყო და 1:3 დამარცხდა; აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" შინ აზალ-თან 1:1-ს დასჯერდა, მაგრამ პრემიერლიგის ერთპიროვნულ ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. მეორე ადგილზე კვლავ კახა ცხადაძის "ინტერია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო დვალიშვილი: ზამთარში შეიძლება კლუბი გამოვიცვალო, გამორიცხული არაფერია

რომელ ქართველ ლეგიონერებს შეექმნებათ პრობლემები რუსეთში?

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა