ფიგურულ სრიალში 2012-13 წლების გრანპრის ექვსეტაპიანი გათამაშება აშშ-ში ახლახან გამართული პირველი ეტაპით დაიწყო
ფიგურულ სრიალში 2012-13 წლების გრანპრის ექვსეტაპიანი გათამაშება აშშ-ში ახლახან გამართული პირველი ეტაპით დაიწყო.

გასულ უქმეებზე კი მე-2 ეტაპს კანადურმა ონტარიომ უმასპინძლა. შეჯიბრებაში აქაც 10 მოციგურავე მონაწილეობდა, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, 22 წლის ელენე გედევანიშვილი (ქართველ მოციგურავეს ისევ კანადელი ბრაიან ორსერი ავარჯიშებს).

ასპარეზობის პირველ დღეს ელენემ შესანიშნავად შეასრულა მოკლე პროგრამა, მხოლოდ სამმაგი ლუტცისას დაუშვა მცირედი შეცდომა, მსაჯებისგან 60.80 ქულა დაიმსახურა და ერთპიროვნულად დაწინაურდა - მეორე ადგილზე მყოფ 16 წლის კანადელ ქეთლინ ოსმონდს 0.24 ქულით გაუსწრო. 58,56 ქულით მესამეზე რუსი ქსენია მაკაროვა იყო.

ქართველი სპორტსმენი სიხარულს ვერ ფარავდა.

"დღევანდელი შედეგით ერთგვარად შოკირებულიც ვარ, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრს ვვარჯიშობ და ჩემი მომზადებაც გეგმის შესაბამისად მიდის", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

თავისუფალი პროგრამით გამოსვლისას გედევანიშვილმა ყველა მეტოქის შედეგი იცოდა, რადგან, როგორც ლიდერი, ბოლოს გამოვიდა ყინულზე.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ჩვეული შემართებით ვერ შეასრულა ვარჯიში, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 99,72 ქულას დასჯერდა, საბოლოოდ კი 160,42 ქულა მხოლოდ მე-5 ადგილისთვის ეყო.

176,45 ქულით პირველი ადგილი ქეთლინ ოსმონდმა დაიკავა. გამარჯვებულს 1,29 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა შარშანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი აკიკო სუძუკი (იაპონია). 168,04 ქულით მესამე ადგილი ახალგაზრდებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონ კანაკო მურაკამის (იაპონია) ერგო.

შემდეგ მოდიან: ელიზავეტა ტუკტამიშევა (რუსეთი, 168.00), ელენე გედევანიშვილი (160.52), კსენია მაკაროვა (რუსეთი, 154.11), გრაცია გოლდი (აშშ, 151.57), ამელი ლაკოსტა (კანადა, 151.44), კაროლინ ჟანი (აშშ, 149.87), პოლინა შალიაპინი (რუსეთი, 124.29).

მომდევნო სამი ეტაპი შანხაიში (ჩინეთი, 2-4 ნოემბერი), მოსკოვსა (რუსეთი, 9-11 ნოემბერი) და პარიზში (საფრანგეთი, 16-18 ნოემბერი) გაიმართება, მაგრამ ქართველი მოციგურავე იმ შეჯიბრებებში არ იასპარეზებს და გამოვა მხოლოდ დასკვნით ეტაპზე.

დებულებით, თითოეულ მოციგურავეს მისთვის სასურველ ორ ეტაპზე შეუძლია მონაწილეობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა