თელავიველებმა, რომლებიც ებრაულ კალათბურთში მარადმწვანე დომინანტები არიან, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რიშონის "მაქაბისთან" წააგეს
გიორგი შერმადინის გუნდმა ისრაელის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა. თელავიველებმა, რომლებიც ებრაულ კალათბურთში მარადმწვანე დომინანტები არიან, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რიშონის "მაქაბისთან" წააგეს, თან ისე, რომ წარმატების იოტისოდენა შანსიც არ ჰქონიათ.

რიშონელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 18 ქულის სხვაობით მოიგეს. მასპინძლებმა ვერც დარჩენილ დროში მოახერხეს თამაშის აწყობა და საბოლოოდ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე 17 ქულის სხვაობით - 64:81 დამარცხდნენ.

რიშონის "მაკაბი" 4 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია და ისრაელის ჩემპიონატს ლიდერობს. რიშონელებს ჰყავთ ნბა-ში ნათამაშები 2 კალათბურთელი - ჯულიან რაიტი და ვილი უორენი, რომლებმაც თელავიველთა დამარცხებაში ლომის წილი დაიდეს. პირველმა 22 ქულა მოაგროვა, მეორემ - 14.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 9 წუთში კი 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ მას დაუფარეს, ორჯერ დაჯარიმდა და ორჯერაც თამაშის წესები მასზე დაირღვა.

საქართველოს ნაკრების წევრ ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი" მე-4 ტურის მატჩს 29 ოქტომბერს ისრაელის ჩემპიონატში კიდევ ერთ წაუგებელ გუნდ "ნეთანიასთან" გამართავს.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა