ATP-ის რეიტინგ-ლისტში 77-ადგილიანი ნახტომი გააკეთა 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამერიკული ტურნირიდან 6 ქულა წამოიღო და მარაგი 20 ქულამდე შეავსო.

ATP-ის რეიტინგ-ლისტში 77-ადგილიანი ნახტომი გააკეთა 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამერიკული ტურნირიდან 6 ქულა წამოიღო და მარაგი 20 ქულამდე შეავსო. დღეიდან ნიკა მსოფლიოს 741-ე ჩოგანია. თუმცა უკეთესი დროც გვახსოვს - მარტში ჩვენებური 506-ე პოზიციაზე იყო. ბასილაშვილის გარდა კლასიფიკაციაში მხოლოდ ერთი ქართველია - ლადო ჩიხლაძე 11 ქულით 861-ე (+2) ჩოგანია. შეგახსენებთ, რომ ლადოს საუკეთესო პოზიცია რეიტინგში 350-ე ადგილია, მაგრამ ეს სამი წლის წინათ იყო.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ კვირაში უკვე დაასრულა ასპარეზობა. ჩვენებური "ჩელენჯერის სერიის" ტიბურონის (კალიფორნია) ტურნირში გამოდიოდა. ნიკა 50-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში იყო და პირველივე წრეში დამარცხდა. მან სამსეტიანი ბრძოლა გაუმართა მე-4 ნომრად განთესილ ახალზელანდიელ მაიკლ ვენუსს (310) - 2:6, 7:5, 3:6. აღსანიშნავია, რომ ვენუსი მეორე წრეში თითქმის "მშრალზე" დამარცხდა (მხოლოდ 1 გეიმი მოიგო).

თურქულ ანთალიაში კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირში იასპარეზა 17 წლის გიორგი ცივაძემ და კვლავ ვერ გააღწია ძირითად ბადეში. I წრეში მან იოლად სძლია ინდოელი არვინდ სინგჰს - 6:1, 6:1, მაგრამ II წრეში ვეღარ იყოჩაღა, მე-3 ნომრად განთესილ ბელგიელ გაეტან დე ლოვინფოსთან (1401) წააგო - 6:3, 2:6, 2:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა