გასულ უქმეებზე სამთო-სათხილამურო სპორტში ახალი სეზონი გაიხსნა
გასულ უქმეებზე გაიხსნა ახალი სეზონი სამთო-სათხილამურო სპორტში. ტრადიციულად, პირველი შეკრება ავსტრიის კურორტ ზიოლდენში შედგა - მამაკაცებმა და ქალებმა გიგანტურ სლალომში გაარკვიეს ურთიერთობა.

პირველები სტარტზე ქალები გავიდნენ. მათ რთულ პირობებში მოუწიათ ასპარეზობა - ნისლი, წვიმაში გარდამავალი თოვლი... ორგანიზატორებმა რის ვაი-ვაგლახით გადაარჩინეს ეტაპი, მონაწილეებს კი რისკზე წასვლა უწევდათ მაღალი შედეგების საჩვენებლად.

შესაბამისად, ბევრი იყო შეცდომა. პირველმა, ამ მხრივ, თავი გამოიჩინა მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, ამერიკელმა ლინდსი ვონმა.

პირველი ცდის შემდეგ ის მისთვის უჩვეულო მეორე ოცეულში იმყოფებოდა და სიტუაციის გამოსასწორებლად ზედმეტად გარისკა, რაც წაქცევად და ხელის უმნიშვნელო ტრავმად დაუჯდა. იგივე ბედი ეწიათ სხვა ფავორიტებს - ვიქტორია რებენსბურგსა და ტესა ვორლის. სულ კი 30 მონაწილიდან შვიდმა ვერ მიაღწია ფინიშამდე.

ამ დანაკლისების გათვალისწინებით, წამყვან როლებზე გამოვიდა სლოვენიელი ტინა მაზე, რომელიც თითქმის უკონკურენციოდ იყო. საბოლოოდ სლოვენიელის შედეგი იყო - 2.31,41, რაც 0,42 წამით უკეთესია კატრინ ცეტელის დროზე.

ქალი მოთხილამურეების ტრავმები არაფერი იყო იმ ცუდ ამბავთან, რითაც მამაკაცთა ტურნირი აღინიშნა.

მსოფლიოს თასის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ავსტრიელი მოთხილამურე ბიორნ ზიბერი. 23 წლის სპორტსმენი ზიოლდენში აპირებდა გამოსვლას, მაგრამ არ დასცალდა.

მამაკაცებს ამინდის მიხედვით უფრო გაუმართლათ, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა ეტაპის ფინიში, მით უფრო ფუჭდებოდა პირობები.

საბოლოოდ, ნისლსა და თოვლში გამარჯვება ტედ ლიგეტიმ მოიპოვა, რომელიც ფავორიტად მოიაზრებოდა. ეტაპის ტრიუმფატორს საერთოდ არ უგრძვნია კონკურენცია, რაზეც უახლოეს მდევართან, იტალიელ მანფრედ მიოლგთან 2.75-წამიანი უპირატესობა მეტყველებს.

მესამე ადგილზე გავიდა მსოფლიოს თასის შარშანდელი მფლობელი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი. სხვა "გიგანტებმა" ამ სამეულს ბრძოლა ვერ მოახვიეს თავს, აქსელ ლუნდ სვინდალმა და ციპრინ რიშარმა კი საერთოდ ვერ დაასრულეს დისტანცია.

ახლა მოთხილამურეებს მცირე პაუზა აქვთ დასასვენებლად, 10-11 ნოემბერს კი მსოფლიოს თასის მეორე ეტაპს ფინეთის კურორტი ლევი უმასპინძლებს.

გიგანტური სლალომი

კაცები

1. ტედ ლიგეტი (აშშ) - 2:36.02; 2. მანფრედ მიოლგი (იტა) - +2.75; 3. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +3.12; 4. ტომას ფანარა (საფ) - +3.23; 5. დიდიე დეფაგო (შვეიც) - +3.43; 6. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) - +3.60...

ქალები

1. ტინა მაზე (სლოვენ) - 2:31.41; 2. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +0.42; 3. შტეფან კიოლე (ავსტრია) - +1.71; 4. დომინიკ გიზინი (შვეიც) - +1.91; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +2.41; 6. მარი-მიშელ განიონი (კან) - +2.68...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა