22 წლის ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში 1140 ქულით დღეისთვის 51-ეა
22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც ტრავმების გამო ბოლო ხანს შეჯიბრებებში არ მონაწილეობს, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) ახალი რეიტინგით 50-ე ადგილიდან ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და 1140 ქულით დღეისთვის 51-ეა. მას ესპანელმა ანაბელ მედინა გარიგესმა გაუსწრო.

კლასიფიკაციის სათავეში 10595 ქულით კვლავ ბელორუსი ვიქტორია აზარენკაა. დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა მონაცემები ასეთია: 286 (283). სოფიო შაფათავა (171 ქულა), 395 (375). მარგალიტა ჩახნაშვილი (93). 399 (391). სოფიო ქვაცაბაია (93). 465 (457). ეკატერინე გორგოძე (71). 541 (536). ოქსანა კალაშნიკოვა (52). 660 (660). ნათია გეგია (33). ისევ რეიტინგს გარეთ დარჩნენ თამარ ჭალაგანიძე და ანი გოგვაძე, რომლებიც ისრაელში ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 000 დოლარი) ჩაებნენ.

ჭალაგანიძე საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას - მასპინძელ ესთერ მასურისთან დამარცხდა - 1:6, 1:6, გოგვაძემ კი ორი ეტაპი განვლო - ჯერ მე-15 ნომრად განთესილ სერბ ადელინა ნოვჩიჩს სძლია 6:2, 7:6, შემდეგ მააიან სელას (ისრაელი) აჯობა - 2:6, 6:0, 6:4. ძირითად ბადეში გასასვლელი კი რუს ეკატერინა იაშინასთან (#3) დათმო - 2:6, 1:6.

სტამბულის 25 000-იან ტურნირში ასპარეზობენ სოფიო შაფათავა და მაკა ჩახნაშვილი. ძირითადი ბადის პირველ წრეში შაფათავა ასპარეზობის რეიტინგფავორიტ იულია ბეიგელციმერს (უკრაინა) დაუპირისპირდება, ხოლო ჩახნაშვილი ამრა სადკოვიჩს (შვეიცარია, #3) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ჩახნაშვილი-შაფათავას დუეტმა სტარტზე თურქებს - გიზემ მელისა ატესსა და ნაზ კარაგოზს სძლია 6:2, 6:1. მეოთხედფინალში ჩვენებურები მე-2 ნომრად განთესილ ანასტასია გრიმალსკა (იტალია) - ევგენია პაშკოვას (რუსეთი) და ამრა სადიკოვიჩი (შვეიცარია) - ჟასმინა ტინჯიშს (ბოსნია) შორის უძლიერესს შეეჯიბრებიან.

ვაჟებში ორი საფეხურით ჩამოქვეითდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც 142 ქულით 307-ე ადგილზეა. იგი გერმანიაში ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 30 000 დოლარი) ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველსავე წრეში მასპინძელ მაქსიმილიან აბელთან დამარცხდა - 7:5, 2:6, 0:6.

ბასილაშვილის მსგავსად, კლასიფიკაციაში სარეიტინგო მდგომარეობა გაიუარესეს სხვა ქართველმა ჩოგბურთელებმაც: 919 (917). ალექსანდრე მეტრეველი (11), 1351 (132). გიორგი ცივაძე (2), 1145 (1108). გიორგი ჯავახიშვილი (2 ქულა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა