ჩოგბურთი

კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი თბილისში

უკრაინის ქალაქ ხარკოვში წლეულს მეოთხედ იმართება ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი, საპრიზო ფონდი ამჯერადაც 25 ათასი დოლარია. ტრადიციულად, ხარკოვის ტურნირი არც ახლა ჩაივლის უქართველებოდ. ის კი არა, ჩვენ, ჩოგბურთელებთან ერთად ხარკოვს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხიც სტუმრობს, რომელთანაც ინტერვიუ უკრაინელმა ჟურნალისტებმა უმალ შემოგვთავაზეს. ამ ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - მესხი უკრაინაში იური საპრონოვს შეხვდა. კაცს, რომელიც უკრაინული ტურნირების სერიას სპონსორობს. სწორედ მასთან მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ თბილისს მომავალი წლიდან ახალი საერთაშორისო ტურნირი დაემატება, რომელსაც ქართული და უკრაინული მხარეები ერთობლივად ჩაატარებენ. 2011 წელს კი ბაქო პირველად უმასპინძლებს WTA-ს ტურნირს და ამ ტურნირის დირექტორი ლეილა მესხი იქნება.

ხარკოვის ტურნირში სამი ქართველი ჩაება პირველ ნომრად ოქსანა კალაშნიკოვა განთესეს, მე-4 ნომრად - სოფიო შაფათავა, განუთესავთYა შორისაა სოფიო ქვაცაბაია. გუშინ კალაშნიკოვამ 17 წლის უკრაინელ ვალენტინა ივახნენკოს (458) მოუგო - 2:6, 6:4, 6:2, ქვაცაბაიამ კი რუსი მარინა შამაიკო (435) დაამარცხა - 6:0, 7:5. შაფათავას მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული უკრაინელი ვიქტორია ლუშკოვა იქნება. ლუშკოვა ახლახან გახდა 14 წლის, დღეს ის პირველად გავა პროფესიულ კორტზე სათამაშოდ. დაიწყო წყვილთა ბადის თამაშებიც, მე-2 ნომრად განთესილმა ქართულმა წყვილმა (ქვაცაბაია, შაფათავა) უკრაინული (ლისა, პოზნიხირენკო) დაამარცხა - 6:4, 6:2. კალაშნიკოვა, უკრაინელ ტეტიანა არეფიევასთან (317) ერთად, წყვილებშიც პირველ ნომრადაა განთესილი.

თურქეთის კურორტ ანთალიაში 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ოთხი ჩვენებური ჩაება. ნინო სუჯაშვილმა ბელარუსი ალინა აგეიჩიკი დაამარცხა - 6:2, 6:0, ბაბილინა მაჩაიძე ისვენებდა, მარიამ სხირტლაძემ და მარიამ ქურასბედიანმა წააგეს. II წრეში ქართული დუელი ვიხილეთ, თუმცა სუჯაშვილს არ გასჭირვებია მაჩაიძის დამარცხება - 6:0, 6:2. სამწუხაროდ, 16 წლის სუჯაშვილი ფინალურ წრეში პირველ ნომრად განთესილ შვედ პაულინა მილოსავლიევიჩთან (958) დამარცხდა - 3:6, 2:6.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა