საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების პირველი წრე თბილისის "ლელომ" მოიგო
საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების პირველი წრე თბილისის "ლელომ" მოიგო. მას ერთი ქულით ჩამორჩა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია".

ლიდერთა შორის ყველასთვის მოულოდნელად დაიკავეს ადგილები თბილისის "არმაზმა" და გათამაშების დებიუტანტმა თბილისის "ილიაუნი ჯიქმა".

"ლელომ" პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა. ცხრა თამაშიდან მხოლოდ ჩემპიონ "არმიასთან" წააგო. რვა მოგებულ მატჩში ექვსი პრემიალური ქულა ირგუნა. ლელოელები ამ მაჩვენებლითაც საუკეთესოები არიან. "არმიას" ხუთი პრემიალური ქულა ერგო წილად.

"ლელომ" ყველაზე მეტი, 258 ქულა დააგროვა და მეტოქეს ასევე ყველაზე ნაკლები ქულის მოპოვების შანსი მისცა - 112. შესაბამისად, ქულების სხვაობის მაჩვენებელიც საუკეთესო აქვს - +146. მეორე ადგილზე, ამ მხრივ, მესამეადგილოსანი ქუთაისის "აიაა" - +120.

პირველი წრის ბოლო ტურში "ლელოს" მეტოქე რუსთავის "ხარები" იყო, რომელიც 9 ქულით მე-8 ადგილზეა, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

რუსთაველთა გუნდი არასტაბილურობით გამოირჩევა და აღიარებულ ლიდერებს ჯერ კონკურენციას ვერ უწევს. ამას რამდენიმე ობიექტური მიზეზი აქვს: ხშირი ტრავმიანობა და გუნდის ახალგაზრდა მორაგბეების საქართველოს შესაბამისი ასაკის ნაკრებებში გამოძახება.

არადა, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, რუსთავს უკეთესი გუნდი შეიძლება ჰყავდეს. იქ მშენებარე სარაგბო კომპლექსი, წესით, ექსპლოატაციაში ნოემბრის ბოლოდან უნდა შევიდეს, რაც, ვფიქრობთ, აქაური რაგბის განვითარებას სერიოზულ ბიძგს მისცემს.

პირველი წრის ბოლო ტურს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. ჩემპიონატის აუტსაიდერმა თბილისის "აკადემიამ" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი და მუდმივი ფავორიტი თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 19:10.

აკადემიელებთან წაგებამ გვიჩვენა, რომ რკინიგზელების გუნდის პრობლემები უფრო მწვავეა, ვიდრე ეს აქამდე, ერთი შეხედვით ჩანდა. სწორედ ამის შედეგია, რომ "ლოკომოტივი" მისთვის უჩვეულო მე-6 ადგილზეა.

გასაგებია, რომ გუნდი სეზონის წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, ზოგიც ჩემპიონატის მსვლელობისას დაშავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გუნდი მსგავსი სირთულეების დასაძლევად მზად არ აღმოჩნდა. ამის დასტურად ცხრა მატჩში სამი მოგება, ერთი ფრე და ხუთი წაგებაც გამოდგება.

პირველი წრის მეორე ნახევარში პრობლემები მიეძალა "არმიასაც", რომელსაც ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდა.

მიუხედავად ამისა, მეორე ტურში "აიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ არმიელებმა ყველა თამაში მოიგეს, თუმცა საამისოდ საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა დასჭირდათ და მეტოქეების წინააღმდეგობის დაძლევას, უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე, თამაშის დასკვნით 15-20 წუთში ახერხებდნენ, როცა დაღლილ-დაქანცულ მეტოქეს საკუთარ თამაშს ახვევდნენ თავს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გუნდის მაღალი სათამაშო კლასის მაჩვენებელია.

სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და, სავარაუდოდ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთვება ქუთაისის "აია", რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მეორე ტურში ქვეყნის ჩემპიონ "არმიას" ერთადერთი მარცხი აგემა და მერე გუნდში რაღაც მოიშალა. ორი წაგებისა და ერთხელ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ქუთათურებმა მობილიზება მოახერხეს და ისევ მრისხანე ძალად გადაიქცნენ.

ძნელი სათქმელია, მოახერხებს თუ არა "აია" საბოლოოდ ვითარების თავის სასიკეთოდ შემობრუნებას და მეორე წრის შემდეგ პირდაპირ ნახევარფინალში გასვლას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდს ნებისმიერი მეტოქისთვის სერიზული პრობლემის შექმნა შეუძლია.

საინტერესო თემაა "არმაზი" და "ილიაუნი ჯიქი", თუმცა ამ ორ გუნდს ამბიციების საფუძვლიანობის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ დიდი გარჯა მართებს.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალში პირდაპირ ორი საუკეთესო გადის. მათი მეტოქეები კი მომდევნო ოთხეულს შორის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

X ტური

ილიაუნი ჯიქი-არმია, ბათუმი-აია, ყოჩები-ლოკომოტივი, აკადემია-ლელო, ხარები-არმაზი.

სატურნირო მდგომარეობა

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

ლელო

9

8

0

1

+146

38

2

არმია

9

8

0

1

+111

37

3

აია

9

6

1

2

+120

30

4

არმაზი

9

6

0

3

+21

25

5

ჯიქები

9

4

0

5

+12

21

6

ლოკომოტივი

9

3

1

5

+8

18

7

ბათუმი

8

3

0

5

-37

14

8

ხარები

8

2

0

6

-104

9

9

აკადემია

9

2

0

7

-185

9

10

ყოჩები

9

1

0

8

-92

7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა