16-20 ნოემბერს თბილისში ევროპის სამგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი შოთა ქველიაშვილის ხსოვნის ტურნირი გაიმართება
16-20 ნოემბერს თბილისში, ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში გაიმართება ევროპის სამგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი შოთა ქველიაშვილის ხსოვნის ტურნირი ტყვიის სროლაში, რომელიც მხოლოდ პნევმატურ იარაღში ჩატარდება.

ტურნირში ქვეყნის ყველა უძლიერესი მსროლელი გამოვა ტირის მასპინძლის წინამძღოლობით, თუმცა ეს საერთაშორისო შეჯიბრებაა და ამჯერად უცხოელთა ბევრად უფრო სოლიდური წარმომადგენლობა ჩამოვა.

დღემდე მემორიალზე ძირითადად მხოლოდ აზერბაიჯანელები გვსტუმრობდნენ, თუმცა მცირე, 3-4-კაციანი გუნდით. ამჯერად კი 11 მონაწილით ჩამოვა.

ცხადია, მათ ნაკრებს კვლავაც ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი ირადა აშუმოვა ჩამოუძღვება, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ამ შეჯიბრებაში. როგორც სალუქვაძემ გვითხრა, ერთი მალაიზიელი მსროლელის ჩამოსვლაც გადაწყვეტილია, დანარჩენებთან დაკავშირებით კი თავს ქართული რეალობა იჩენს.

ტურნირის პოპულარობის გასაზრდელად სალუქვაძე ყოველთვის ცდილობს ძლიერთა მოწვევას და ამჯერად სერბეთის ნაკრებსაც მოელაპარაკა აქ ჩამოსვლაზე და ბულგარელთა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მარია გროზდევასაც.

სერბებს არც უარი უთქვამთ და არც - დასტური, იქამდე ცოტა დროა დარჩენილი და თუ მოვასწარით, გეწვევითო, მაგრამ თუ გვესტუმრნენ, ლაპარაკია ისეთი მსროლელების ჩამოსვლაზე, როგორებიც არიან: ოლიმპიური ჩემპიონი და სამგზის ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი იასნა სეკარიჩი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ბობანა ველიკოვიჩი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი.

თუმცა სწორედ აქ ვაწყდებით იმ ზემოხსენებულ ქართულ რეალობას - ბაზების დეფიციტს! საქმე ისაა, რომ ზემოხსენებულ ტირში (რაც ნაკრების ერთადერთი ბაზაა მთელ ქვეყანაში) მხოლოდ 5 ფარია. ეს კი ამხელა შეჯიბრებისთვის ფრიად არასაკმარისია.

"ხუთ ფარზე რამდენმა უნდა ისროლოს?!" - გვითხრა სალუქვაძემ და მართლაც, იოლი წარმოსადგენია თანამედროვე ტიპის ბაზებს შეჩვეული ზემოხსენებული სამეული თავისუფალი ფარის მოლოდინში! არადა, როგორც სალუქვაძისგან ვიცი, თავად სერბეთში მშვენიერი ბაზები აქვთ.

მახსოვს, ერთხელ ბელგრადიდან დაბრუნებული სალუქვაძე გაკვირვებული რომ ლაპარაკობდა იქაურ სასროლეთებზე, ქალაქში შენობებს ჯერაც ეტყობათ ნატყვიარები და ომის კვალი, მაგრამ ბაზები აქვთო.

ბაზების პრობლემის გამოა, ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამჯერად ბულგარეთიდან მხოლოდ გროზდევა და მისი ქმარი რომ მოიწვია (ის მარიას პირადი მწვრთნელიცაა) და არა მთელი გუნდი.

სასროლეთი რომ არ გვაქვს, ამიტომ ბევრის მოპატიჟებას ვერიდები და ძირითადად პერსონალურად ვიწვევო, - ესეც ჩვენმა ოლიმპიურმა ჩემპიონა მითხრა. მისი თქმით, ჩამოსვლაზე უარს არც უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი ეტყვის და არც სხვა ძლიერი მსროლელები, რაშიც ეჭვის შეტანა ძნელია.

სალუქვაძე ჩვენთვის მართლაც ბრენდია, რასაც ბაზების არქონის გამო ვერ ვიყენებთ. არადა, წარმოიდგინეთ სეკარიჩის დონის ვარსკვლავი თბილისში! შეიძლება, ტყვიის მსროლელები არ არიან ფეხბურთელებივით ან კალათბურთელებივით ცნობილნი და პოპულარულნი საზოგადოებაში, მაგრამ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავთა კოჰორტაში შედიან. ასეთთა მასპინძლობა კი ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

იმედია, ახალი ხელისუფლება მაინც მოაგვარებს პრობლემას, შეიმუშავებს სპორტული ბაზების მშენებლობის გეგმას და მას ნაბიჯ-ნაბიჯ, დარღვევა-გადაცდომების გარეშე შეასრულებს, თორემ ამ მხრივ ძალზე ცუდი ვითარებაა.

იმავე ტყვიის სროლას, სალუქვაძის ტირის გარდა, სხვა ხეირიანი ბაზა არც აქვს, მაგრამ ერთი, რომ სატურნიროდ ძალზე პატარაა და მეორეც - ღია სასროლეთიც აუცილებელია, თორემ მერე ჩვენებს უცხოეთში ადაპტაცია უჭირთ. თანაც, ამ ტირში არაა ელექტროფარები, რაც შეუცვლელია იმავე უცხოეთში ფინალურ ეტაპზე და ძალზე ძვირიც ღირს.

თან ამ ტირს არ აქვს 50-მეტრიანი სასროლეთი და ბიჭებს დერეფანში უწევთ დგომა, სადაც სივიწროვის გამო ორი კაცი ერთად ფიზიკურად ვერ დაეტევა, არათუ ივარჯიშოს. ერთი სიტყვით, იმის თქმა გვინდა, რომ ეს ტირიც გვარიანად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ერთ სახეობას ერთი კეთილმოწყობილი ბაზა მაინც ჰქონდეს, არათუ - რამდენიმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა