მალაიზიის გრან-პრი ორმაგად ტრიუმფალური აღმოჩნდა "იამაჰასთვის" - ვალენტინო როსიმ დიდხნიანი შესვენების შემდეგ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი, ხორხე ლორენსომ კი ვადაზე ადრე გაინაღდა ტიტული.

მალაიზიის გრან-პრი ორმაგად ტრიუმფალური აღმოჩნდა "იამაჰასთვის" - ვალენტინო როსიმ დიდხნიანი შესვენების შემდეგ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი, ხორხე ლორენსომ კი ვადაზე ადრე გაინაღდა ტიტული.

რბოლის სტარტი სწორედ ლორენსომ მოიგო. ტრავმირებული დანი პედროსა ზედიზედ მეორე ეტაპს ტოვებდა, ამიტომაც ჩემპიონატის ლიდერს წინ გასვლა არ გასჭირვებია. თუმცა შემდეგ პრობლემები შეექმნა - ანდრეა დოვიციოზომ შორს არ გაუშვა "იამაჰას" პილოტი და დიდი ხანი უტევდა ლიდერს.

იტალიელის იერიშები შვიდი წრე გაგრძელდა და ბოლოს წარმატებით დასრულდა - დოვიციოზო ლიდერი გახდა. მაგრამ ეს მხოლოდ ნამდვილი რბოლის დასაწყისი იყო. ვალენტინო როსი, რომელიც სტარტზე დაშვებული შეცდომის შემდეგ მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა, ძალიან სწრაფად გადავიდა მესამე პოზიციაზე. მას ამაში "დუკატის" პილოტებიც დაეხმარნენ - წინა ორი ეტაპის მომგები კეისი სტოუნერი მეორე წრეზე დაეცა, ნიკი ჰეიდენმა კი კვალიფიკაციაზე ნაჩვენები "გიჟური" ტემპი დაკარგა.

ცოტა ხანში ვალენტინო ლიდერების შევიწროებაზე გადავიდა. ერთი წრე დასჭირდა მას ლორენსოსთან და დოვიციოზოსთან ნახევარ წამამდე მისაახლოებლად, ორი წრის შემდეგ კი ლიდერობა თავად იგდო ხელთ. ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ როსის დარჩენილ წრეებზე იოლი ცხოვრება ელოდა. დოვიციოზომ არ მოისურვა ნაადრევად დანებება და ახლა როსიზე მიიტანა იერიში. ფინიშამდე ექვსი წრით ადრე ანდრეამ პირველი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ერთი წრის შემდეგ ისევ მეორეზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ იტალიელებს აღარ გაურთულებიათ ურთიერთობის გარკვევა და პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს.

ხორხე ლორენსო კი რბოლის ბოლოს ჩამოშორდა ლიდერებს, რადგან მესამე ადგილიც ჰყოფნიდა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. საპატიო წრის გავლისას ესპანელმა თავს ზემოთ ასწია წარწერა - "თამაში დასრულებულია" (Game over).

მალაიზიის გრან-პრი

1. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 20 წრე; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +0,224; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +6,035; 4. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +13,676; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +15,402; 6. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +18,826

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 313 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 228; 3. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 181; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 180; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 179; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 152...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო