ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელებს 2 თვის ხელფასი არ მიუღიათ და 1 ნოემბრის შემდეგ თამაშზე გასვლას არ აპირებენ

"ლელოში" გამოქვეყნებული წერილის (საფეხბურთო კლუბი "გურია" იშლება?) შემდეგ სატელევიზიო სიუჟეტები გააკეთეს წამყვანმა ქართულმა ტელეკომპანიებმა. როგორც ცნობილია, "გურიას" ფეხბურთელებს 2 თვის ხელფასი არ მიუღიათ და 1 ნოემბრის შემდეგ თამაშზე გასვლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად კლუბი პირველი ლიგის "ა" ჯგუფში პირველ ადგილზეა და 1 ნოემბერს თბილისში ერთ-ერთ ლიდერ სტუ-ს ეთამაშება.

"ლელო" კომენტარისთვის "გურიას" საუკუნის ფეხბურთელსა და ლეგენდარულ კაპიტანს, ლანჩხუთის მაჟორიტარ თემურ ჩხაიძეს დაუკავშირდა:

- ბატონო თემურ, "გურიასთან" დაკავშირებით გვაინტერესებს თქვენი პოზიცია - კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და დაშლის საფრთხის წინაშე დგას.

- ამ ეტაპზე ვერაფერს მოვახერხებ. წესით და რიგით, კლუბს ბოლომდე იმან უნდა მიხედოს, ვინც აქამდე გვერდში ედგა და პატრონობდა და უნდა ითქვას, რომ კარგად პატრონობდა. შუა გზაზე მიტოვება გამართლებული არ იქნება.

- თქვენ, ალბათ, ექს-გამგებელ გიორგი გოგუაძეს გულისხმობთ... ის ხომ ამჟამად არ მუშაობს და სახლშია...

- დიახ, მაგრამ მას ხომ სახლიდან არ მოჰქონდა ფული? ბიუჯეტში როცა ჰქონდათ, წესით, წლის ბოლომდე უნდა იყოს გათვლილი...

- ვიცით, რომ მთლიანი სეზონის ხარჯები არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში...

- ძალიან ცუდია, თუ ასე იყო... მაქსიმალურად უნდა ეცადონ, ეს გამოასწორონ და თუ ამ წრეს ჩაამთავრებინებენ გუნდს, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ. მერე კი ჩვენ აუცილებლად მივხედავთ. ამის თაობაზე მაქვს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა.

როცა დაველაპარაკები ამის თაობაზე ჩვენი კოალიციის ლიდერს, აი, შემდეგ ჩავერთვებით. მანამდე ვერაფერს შევძლებ.

მე რომ ფეხბურთელს დავპირდები, სახლიც რომ გავყიდო, დანაპირები უნდა შევასრულო. კარგად ვიცი ფეხბურთელის სიტუაცია, როცა მას უგვიანებენ ანაზღაურებას.

ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთის მიმდინარე წლის ბიუჯეტი დეფიციტურია და დღეის მდგომარეობით, ვერანაირად ვერ მოახერხებს არათუ კლუბის, არამედ სრულად მიმდინარე ხარჯების დაფარვას.

რა გამოსავალს იპოვიან კლუბისა და რაიონის ხელმძღვანელები, წინასწარ ამის თქმა ძნელია. მანამდე კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ გამოსავალი აუცილებლად და უმოკლეს დროშია მოსანახი, რათა წარმატებულად მოასპარეზე კლუბს პრობლემები არ შეექმნას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა