ყველაზე დიდ ინტერესს "ლილის" და "ტულუზის" დაპირისპირება იწვევდა და ამ მატჩმა მოლოდინი გაამართლა
საფრანგეთში ლიგის თასის 1/8 ფინალი 4 მატჩით დაიწყო. ყველაზე დიდ ინტერესს "ლილის" და "ტულუზის" დაპირისპირება იწვევდა და ამ მატჩმა მოლოდინი გაამართლა.

მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთი უგულოდ დასრულდა, შეხვედრა ძალიან სანახაობრივი იყო, მეტოქეები ბურთს მოედნის ცენტრში არ აჩერებდნენ და მუდმივად შეტევაზე ფიქრობდნენ.

გადამწყვეტი აღმოჩნდა 87-ე წუთი, როდესაც "ტულუზელმა" სტივ იაგომ, ვისაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, ძალიან უხეშად ითამაშა ჟულიენ მიკელის წინააღმდეგ. ვარდნა იმდენად უხეში იყო, რომ მიკელს მოედნის დატოვება მოუწია, ხოლო იაგომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

დამატებით დროში "ლილს" უდიდესი უპირატესობა ჰქონდა, რომელიც გოლში მხოლოდ 117-ე წუთზე ასახა. ნოლან რუმ ბურთი საჯარიმოში მიიღო და პირველივე შეხებით მეტოქის კარის ცხრიანისკენ გაგზავნა. გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, რუდი გარსიას გუნდმა კი 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის გუნდები დუელში გამარჯვება სტატუსით უფრო ძლიერებმა მოიპოვეს. "რენმა", რომელსაც ამ შეხვედრაში იან მვილა დაუბრუნდა, რომენ ალესანდრინის ერთადერთი გოლით მოუგო "არლს", "ტრუამ" კი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა, ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერი "მონაკო" სტუმრად დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

საინტერესო უნდა ყოფილიყო "სოშოს" და "სენტ ეტიენის" მატჩი, მაგრამ "მწვანეებმა" მასპინძლებს შანსი არ დაუტოვეს და დიდი ანგარიშით მოუგეს. საფრანგეთის "რეკორდმაისტერის" მხრიდან დუბლი რომენ ამუმამ შეასრულა, ერთი გოლი კი არგენტინელმა ალეხანდრო ალონსომ გაიტანა.

საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/8 ფინალი

სოშო-სტ. ეტიენი 0:3

გოლები: 0:1 ამუმა (10), 0:2 ამუმა (68), 0:3 ა. ალოსნო (90).

მონაკო-ტრუა 1:2

გოლები: 1:0 ფერეირა კარასკო (25-პენ), 1:1 რინკონი (65), 1:2 ოტონი (81).

რენი-არლი 1:0

გოლი: 1:0 ალესანდრინი (18).

ლილი-ტულუზი 1:0 დ.დ.

გოლი: 1:0 რუ (117).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა