მინაწერი: კლარენს ზეედორფმა, კაკა არ დაბრუნდებაო

ბოლო დროს, ძალიან ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დიდია შანსი, ზამთრის სატრანსაფერო პერიოდში კაკა "მილანში" დაბრუნდნეს. ბრაზილიელის პოზიციები "რეალში" შერყეულია, დღემდე გაურკვეველია რა თვალით უყურებს მას ჟოზე მოურინიო და ეს ხმებიც ამად გავრცელდა. ცეცხლზე კი ნავთი კაკას "მილანელოზე" სტუმრობამ დაასხა, რაც რა თქმა უნდა იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას "მილანის" გულშემატრკივრები აღტაცებით შეხვდნენ, თუმცა კლარენს ზეედორფმა მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა. მოვუსმინოთ ჰოლანდიელს:

"კაკა მართლაც იყო ბაზაზე მოსული, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ბრაზილიელმა წლების განმავლობაში იასპარეზა "მილანში" და აქ უამრავი მეგობარი ჰყავს. მისი ნახვა ჩვენც ძალიან გაგვიხარდა - ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა გარწმუნებთ, მის "მილანში" შესაძლო დაბრუნებაზე ლაპარაკი არც კი ყოფილა. როდესაც ეს ხმები გავრცელდა, სპეციალურად დავუკავშირდი და სწორედ ამ თემაზე ჩამოვუგდე სიტყვა. მისი თქმით, დღეს მხოლოდ ტრავმის მოშუშებასა და "რეალში" თავის გამოჩენაზეა კონცენტრირებული. მითხრა, რომ "მილანში" დაბრუნებაზე და ზოგადად გუნდის გამოცვლაზე არც კი უფიქრია. ასე რომ, მოდით ნუ ავივსებით უსაფუძვლო ოპტიმიზმით და ჩვენ საქმეებს მივხედოთ. კაკა დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მის გარეშეც შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა".

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა