პარიზის მასტერსს ორი დღის განმავლობაში ჯოკოვიჩი და მიურეი გამოაკლდნენ
ხმაურიანი სენსაციებით მიმდინარეობს წლის ბოლო მასტერსი პარიზში. რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის უარით ისედაც შესუსტებული შემადგენლობა ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენდი მიურეის გარეშე დარჩა.

მსოფლიოს მეორე და მეოთხე ჩოგნები ერთმანეთის მიყოლებით გამოეთიშნენ ტურნირს - ჯოკომ მეორე წრეში წააგო, ენდიმ კი 1 ნოემბერს დათმო მერვედფინალი.

პარიზის მასტერსი ძალიან ცუდ დროს არის განთავსებული ATP-ის კალენდარში - მას მოსდევს წლის შემაჯამებელი ტურნირი და ბუნებრივია, წამყვანი ჩოგბურთელები ერიდებიან გადაღლასა და არასასურველ ტრავმებს. ამიტომაც სერბისა და ბრიტანელის მოულოდნელ წაგებებს ამ ეტაპზე ახსნა შეიძლება მოეძებნოს; მათ რეალურ მზადყოფნას კი მომავალ კვირას, ლონდონში შევამოწმებთ.

ჩვენს ვარაუდს ამყარებს ერთი მარტივი სტატისტიკური მონაცემი - ATP-ის დღევანდელი ტოპ-ოთხეულიდან ეს ტურნირი მხოლოდ ორს აქვს მოგებული, თანაც თითოჯერ.

მეორე წრეს ჯოკოვიჩი კარგ ხასიათზე შეხვდა. "ჰელოუინთან" დაკავშირებით ის მოედანზე "ვარსკვლავური ომების" გმირის, დარტ ვეიდერის ნიღბით გამოჩნდა. შარშან ამ დროს სერბი ბაზელის ტურნირზე თამაშობდა და მაშინ "ჯოკერის" ნიღაბი გაიკეთა.

ნოვაკის ნაადრევად გამოვარდნას არაფერი მოასწავებდა. პირველ პარტიაში მსოფლიოს მეორე ჩოგანმა არც ერთი გეიმი არ მისცა სემ კუერის და 20 წუთში ჩაეტია.

განსაკუთრებით კარგად ნოვაკმა მიღებაზე ითამაშა და უკანა ხაზზე დომინირებდა. ის არც 6:0-ის შემდეგ მოდუნდა და მეორე პარტიაში 2:0 წაიყვანა ანგარიში.

თითქოს სერბს გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ამერიკელმა მოწოდება დაალაგა, შემდეგ კი ხარისხიანად შეტევა დაიწყო.

კუერის ბადეც ეხმარებოდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულაც აიღო. სემმა არა მხოლოდ თანაბარ თამაშში წარმართა მეორე სეტი, არამედ ბევრ კომპონენტში სჯობდა ჯოკოვიჩს, მაგალითად, 22 "ვინერსი" ჰქონდა, ნოვაკს მხოლოდ ათი. ჯოკოვიჩმა 5:6-დან და 0:30-დან გადაარჩინა სეტი, მაგრამ თანაბარი ტაი-ბრეიკი კუერის დარჩა.

მატჩის ხასიათი არც მესამე სეტში შეცვლილა. კუერი შესანიშნავად აწვდიდა და საერთო ჯამში, უგებდა მეტოქეს. ნოვაკი კი მისთვის არადამახასიათებლად ბევრს ცდებოდა.

საბოლოო შედეგი ასეთია - 6:0, 6:7(5), 4:6. მატჩბოლებზე პარიზული პუბლიკა სერბ ჩოგბურთელს უსტვენდა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ ნოვაკი ბოლომდე არ იხარჯებოდა. რა თქმა უნდა, სერბს არ შეეძლო არ ეფიქრა იმაზე, რომ რამდენიმე დღეში წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება, სადაც მას კუერიზე მრისხანე მეტოქეები ეყოლება.

"მეორე სეტში, 0:2-ზე საკუთარ გუნდს ჩავუარე და მწვრთნელსა და მეუღლეს გადავულაპარაკე, რომ მეორე სეტში ორი გეიმის მოგებას ვაპირებდი. როცა ეს გავაკეთე, დავმშვიდდი, დამაჯერებლობა ვიგრძენი, უკეთ მოწოდება დავიწყე და უფრო აგრესიული გავხდი", - განაცხადა ამერიკელმა.

ნოვაკს ბევრი არ ულაპარაკია: "სემმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ის შესანიშნავად აწვდიდა".

სერბმა 2010 წლის მარტის შემდეგ პირველად წააგო მასტერსზე საწყისი შეხვედრა.

1 ნოემბერს მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და კიდევ ორი სენსაცია მოხდა. ენდი მიურეი 21 წლის პოლონელ იეჟი იანოვიჩს ხვდებოდა.

წლის დასაწყისში ამ ჩოგბურთელს არავინ იცნობდა - ის "ფუჩერსის" ტურნირებში იღებდა მონაწილეობას და სპონსორის ძიებაში იყო პროფესიულ ტურნირზე გამოსასვლელად. ახლა კი იანოვიჩი მსოფლიოს 69-ე ჩოგანია და 1 ნოემბერს კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

ჯოკოვიჩის მსგავსად, ბრიტანელმა მოიგო პირველი სეტი 7:5 და უფრო შორსაც წავიდა - მეორე სეტში, 5:4-ზე საკუთარ გეიმში მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ეს სეტი ენდიმ ტაი-ბრეიკზე წააგო, მესამეში კი პოლონელი უკვე დიდ უპირატესობას ფლობდა.

ორი საათისა და 25 წუთის განმავლობაში მიურეიმ ორი ბრეიკი გააკეთა და სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. აქამდე ეს ჩოგბურთელები 2009 წელს, დევისის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს და ბრიტანელმა სამ სეტში მოიგო - 6:3, 6:4, 6:3.

სხვათა შორის, ენდის ბოლო დროს ცუდი თვისება დასჩემდა - მან ზედიზედ მესამედ ვერ გამოიყენა მატჩბოლი: ორი ასეთი შანსი გაუშვა იაპონიის ღია პირველობის ნახევარფინალში მილოშ რაინოჩთან და ხუთი - შანხაის მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

რაც შეეხება გუშინდელ მეორე სენსაციას, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ უშანსოდ წააგო ფრანგ მიკაელ ლოდრასთან - 4:6, 3:6. თამაში საათი და 9 წუთი გაგრძელდა და ლოდრამ თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა, არგენტინელმა კი ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა