"ილოცეთ ჩემსთვის" - ასეთი თხოვნით მიმართა საკუთარ გულშემატკივრებს ამერიკელმა სერენა უილიამსმა, რომელიც ტრავმის გამო რამდენიმე თვეა კორტზე არ გასულა. ბოლო ვარჯიშის დროს მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ტერფი დაიზიანა, რის გამოც, სავარაუდოდ, დაასრულა 2010 წლის სეზონი. სპორტსმენმა აღიარა, რომ ახლა ყველაზე მეტად გულშემატკივრების ლოცვა სჭირდება - წერს უმცროსი უილიამსის ვებგვერდი.

"ილოცეთ ჩემსთვის" - ასეთი თხოვნით მიმართა საკუთარ გულშემატკივრებს ამერიკელმა სერენა უილიამსმა, რომელიც ტრავმის გამო რამდენიმე თვეა კორტზე არ გასულა. ბოლო ვარჯიშის დროს მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ტერფი დაიზიანა, რის გამოც, სავარაუდოდ, დაასრულა 2010 წლის სეზონი. სპორტსმენმა აღიარა, რომ ახლა ყველაზე მეტად გულშემატკივრების ლოცვა სჭირდება - წერს უმცროსი უილიამსის ვებგვერდი.

ივლისის დასაწყისში სერენამ რესტორანში ჭიქის ნატეხით ფეხი გაიჭრა და სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდა. შაბათს უილიამსმა ისევ იგრძნო ტკივილი ტერფის არეში. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზაფხულში მიღებული ტრავმის შემდეგ ჩოგბურთელს აღდგენითი პროცესისას სირთულეები შეექმნა.

ამის გამო სერენამ განაცხადი გამოიტანა ტურნირიდან, რომელიც ამ კვირას ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამერიკელი გამოტოვებს კრემლის თასს - ამ ტურნირს 16-24 ოქტომბერს მოსკოვი უმასპინძლებს.

უილიამსს უიმბლდონის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. ამ ხნის განმავლობაში მან ამერიკის ღია პირველობა გამოტოვა და მსოფლიო რეიტინგის პირველი პოზიცია დაკარგა.

უფრო ადრე, წლევანდელი სეზონის დასრულების შესახებ სერენას უფროსმა დამ ვენუს უილიამსმა გამოაცხადა.

ასევე დაასრულა სეზონი მსოფლიოს კიდევ ერთმა ყოფილმა ჩოგანმა დინარა საფინამ. რუს ჩოგბურთელს ზურგის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა.

წელს საფინა ბოლოჯერ კორტზე პეკინის ტურნირის მეორე წრეში გავიდა, სადაც თანამემამულე ვერა ზვონარევასთან დამარცხდა.

"ზურგის ტრავმა ისევ მაწუხებს, ამიტომაც გადავწყვიტე წელს აღარ ვცადო კორტზე დაბრუნება, - დაწერა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საფინამ. - ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე უარესი წელი. ძირითადად იმიტომ, რომ ტრავმის გამო ბევრი გამიცდა. იშვიათად ვახერხებდი საკუთარი თამაშის ჩვენებას".

შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმა საფინამ ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო და სამი თვე გაუცდა. კორტზე დაბრუნების შემდეგ მან ბევრ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერც ერთში ვერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა.

2010 წელს კიდევ ერთ რუს ჩოგბურთელს ვერ ვიხილავთ კორტზე. ფეხის ტრავმის მიზეზით კრემლის თასზე თამაში იუარა მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნადია პეტროვამ. იმის გამო, რომ რუსი ვერ ხვდება წლის შემაჯამებელ ტურნირზე, მისთვის ეს სეზონი დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ.

პეტროვამ შეავსო იმ ჩოგბურთელთა სია, რომლებმაც უარი თქვეს მოსკოვის ტურნირში თამაშზე - სერენა უილიამსისა და საფინას გარდა, ესენი არიან ვერა ზვონარევა და პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა