ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი
ჩვენმა 17-წლამდელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ლუქსემბურგელი თანატოლები დაამარცხეს.

მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო, თუმცა უბრძოლველად როდი დაუტოვებია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

უკრაინასთან წაგების შემდეგ ქართველმა თინეიჯერებმა გუნება-განწყობილება გამოიკეთეს, რაც უმნიშვნელო ფაქტორი ვერ იქნება შოტლანდიასთან მატჩისთვის.

ლუქსემბურგი ფეხბურთში აუტსაიდერია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რამდენიმე წლის წინ ლუქსემბურგის "ეტცელას" თბილისის "ლოკომოტივი" გამოუგდია ევროტურნირებიდან.

ლუქსემბურგს პირველი გოლი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყველაზე თვალისმომჭრელმა ფეხბურთელმა, ლუკა ზარანდიამ გაუტანა, ორი მეტოქე ჩამოიცილა და უნაკლოდაც დაარტყა.

მოწინააღმდეგე მეტწილად შორეული დარტყმებით ცდილობდა ხიფათის შექმნას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას ოთარ გოშაძეს ბურთის კუთხურზე გადაგდება მოუწია.

ანგარიშის გაზრდა შეეძლო ჯემალ ტაბიძეს, რომელმაც ნაკუთხურალ ბურთს აკრობატულ ნახტომში უთავაზა - ლამაზად დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.

ჩვენი გუნდის თამაში უხარვეზო არ იყო, შეტევის ორგანიზება და განვითარება მარტივ ამოცანას არ წარმოადგენდა. ისევ ინდივიდუალური ოსტატობით თუ მოვუძებნიდით ღრიჭოებს ლუქსემბურგის დაცვას.

ილია კერძევაძე მეტოქის კარისკენ ზურგით იდგა, მიიღო ბურთი, კარგად შემოტრიალდა და ოციოდე მეტრიდან ეფექტური გოლიც გაიტანა - ბურთი "ცხრიანში" აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ ჩვენი ნაკრებისგან უფრო მეტს ველოდით, თუმცა მეორე ტაიმის მოგება ვერ მოვახერხეთ.

შესაძლოა ქართველებმა ძალა დაზოგეს შოტლანდიასთან მატჩისთვის, ეს ხომ ერთობ კომპაქტური ტურნირია. პირველი მატჩი 30 ოქტომბერს იყო, მეორე კი 1 ნოემბერს, ორი დღის შემდეგ.

ლუქსემბურგელთა დამრიგებელმა მარკ ბაუმმა მოედანზე ახმახი თავდამსხმელი პიტ შუზი შეუშვა, ვისაც თავბურთელობის გარდა, სხვა ბევრიც არაფერი ევალებოდა.

ცვლილება მოახდინა გიორგი დევდარიანმაც - ნიკა ლაშხიას ნაცვლად ცოტნე მესხი გაამწესა პლეიმეიკერად.

შუზი პირველად 55-ე წუთზე დაემუქრა ქართველებს - თავური ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.

ჩვენებმაც შეუტიეს სახიფათოდ, აკაკი შულაია მარცხნიდან შეიჭრა ლუქსემბურგის საჯარიმოში, მცველთან ბრძოლაში მოახერხა დარტყმა, ბურთის თავზე გადავლება მოუნდომა მეკარეს, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა.

ჩვენი გუნდის თამაშის გამწვავება ისევ ზარანდიამ მოახერხა რამდენჯერმე. მარჯვენა ფლანგზე დაასხა რეტი მოწინააღმდეგეს, მესხს დაუგორა ბურთი, რომელმაც ფინტით კი გააბითურა ერთი მცველი, მაგრამ ბურთი მეკარეს ვერ ააცილა და ოდენ კუთხურს გამორჩა.

ზარანდიამ კერძევაძეს დაუგდო ბურთი კარგად, რომელსაც შეეძლო, რომ პენალტი გამოეტყუა მსაჯისთვის, მაგრამ ასე არ მოიქცა, ორთაბრძოლის შემდეგ არ წაიქცა და ჭვინტი დაჰკრა ბურთს - ლუქსემბურგი მეკარემ იხსნა.

ქართველებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა მეორე ტაიმშიც - მესხი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე.

ანგარიშის შენარჩუნება კი ვეღარ მოხერხდა, ტანმაღალმა შუზმა მეორე ცდაზე უზადოდ შეასრულა თავური და - 3:1.

მატჩის შემდეგ

გიორგი დევდარიანი (საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"წინა მატჩთან შედარებით ცვლილებები მოვახდინეთ. მესხის ნაცვლად სასტარტოში ლაშხია გავამწესეთ.

მესხი არ არის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში და თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას ამიტომ ვერ ახერხებს. ის მაშინ შევუშვით მოედანზე, როცა მეტოქე შედარებით უკვე დაღლილი იყო.

ეს ის თამაში არ იყო, რომლითაც შოტლანდიას მოვუგებთ, თუმცა იმედია, რომ თამაშს გავაუმჯობესებთ.

ამ გუნდს საერთაშორისო მატჩების სათანადო გამოცდილება ჯერ არ აქვს. ამ ასაკში საერთაშორისო ტურნირებს დიდი მნიშვნელობა აქვს, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ეს მოგება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან შოტლანდიასთან მატჩისთვის.

პრობლემა გვაქვს დაცვის ცენტრში და ამის რამდენიმე დღეში აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება. ამიტომაც განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ ფლანგებზე, რომ ბრიტანელებს ჩაწოდებების საშუალება არ მივცეთ".

U17. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი

01.11.2012. მიხეილ მესხი. 1500 მაყურებელი

საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 (იხილეთ ვიდეო)

1:0 ზარანდია (15), 2:0 კერძევაძე (35), 3:0 მესხი (78), 3:1 შუზი (80+2)

საქართველო ლუქსემბურგი

4-4-2 4-5-1

გოშაძე რულეზი

გელაშვილი ვიეგა

მარგველაშვილი პერეირა

ტაბიძე ბორხესი

შულაია ფლიესი

მალანია ალვერდი

თევზაძე საკრასი

ხარაიშვილი მერკში

ლაშხია რიკარდო

ზარანდია შვიტცი

კერძევაძე ტილი

მწვრთნელები:

გ. დევდარიანი - მ. ბაუმი

საქართველო

50. ლაშხია - მესხი

65. ხარაიშვილი - გოროზია

77. შულაია - პატარკაციშვილი

სათადარიგოები: ველიაშვილი, ქურდაძე, ჩაბრაძე

ლუქსემბურგი

47. მერკში - შუზი

53. რიკარდო - მანგენი

80. ალვერდი - ბონერტი

სათადარიგოები: ამოდიო, კოლკესი, ფელენი, ჰაკიმი

გაფრთხილება: შულაია (12), მერკში (29), მალანია (65), ფლიესი (73)

მსაჯი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

შოტლანდია - უკრაინა 0:0

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1

შოტლანდია

2

1

1

0

5-2

4

2

უკრაინა

2

1

1

0

3-1

4

3

საქართველო

2

1

0

1

4-4

3

4

ლუქსემბურგი

2

0

0

2

3-8

0

4 ნოემბერი

საქართველო-შოტლანდია

უკრაინა-ლუქსემბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე